რა შეიძლება დავამზადოთ ჩვეულებრივი პლასტმასის ბოცისა და სხვა კონტეინერისგან

რა შეიძლება გავაკეთოთ უსარგებლო პლასტმასის კანისტრისგან? შეგიძლიათ უბრალოდ გადააგდოთ იგი, რაც აბსოლუტურად არა რაციონალური იქნება. ან შეგიძლიათ საკუჭნაოში შეინახოთ, სანამ “საჭირო დრო” დადგება. და კიდევ, თქვენ შეგიძლიათ იგი ნაწილებად დაჭრათ და მათგან უამრავი სასარგებლო რამ დაამზადოთ თქვენი მეურნეობისთვის, რის შემდეგაც დიდხანს არ მოგიწევთ მათი მაღაზიაში შეძენა. თითოეული შემოთავაზებული იდეის რეალიზაციას რამდენიმე წუთი დასჭირდება.

1. სახელური მეტალის ღრუბლისთვის

ბოცის სახელურისგან შეგიძლიათ გააკეთოთ შესანიშნავი სახელური-დამჭერი ლითონის სარეცხი ღრუბლისთვის. ამისთვის კი პირველ რიგში კანისტრას თავად სახელური უნდა მოაჭრათ ისე, რომ ზედა (სამუშაო) ნაწილი გაფართოებული იყოს, თაიგულის მსგავსად. მასში უნდა გააკეთოთ ორი ნახვრეტი თასმისთვის, რომელიც ჩვენს ღრუბელს დაიმაგრებს. ამის შემდეგ, მხოლოდ ღრუბელის დამაგრება, მისი სახელურში მოთავსება და თასმის მჭიდროდ დაჭიმვაა საჭირო.

2. ძაბრი-ნიჩაბი

იმავე სახელურისგან შეგიძლიათ დაამზადოთ შესანიშნავი ძაბრი-ნიჩაბი, რომელიც ნებისმიერ დიასახლისს გამოადგება, ბოსტნეულის, სხვადასხვა მარცვლეულისა და პარკოსნების ჩასაყრელად. ამისთვის თქვენ უბრალოდ სწორად უნდა მოჭრათ კანისტრას პლასტმასის სახელური, რათა სამუშაო მხარე გამოვიდეს რაღაც ნიჩაბის მსგავსი, და არა-სამუშაო მხარეს დარჩეს ძაბრისთვის ბოთლთან დამაკავშირებელი ხვრელი.

3. სასაპნე

ძველი კანისტრისგან შეგიძლიათ გააკეთოთ ბიუჯეტური სასაპნე სამზარეულოსთვის ან აგარაკისთვის. ამისთვის საცობთან ერთად უნდა ამოჭრათ კანისტრის ზედა ნაწილი. საპონი ძაბრში უნდა მოთავსდეს. კონსტრუქციის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია საცობის გვერდებზე რამდენიმე ხვრელის გაკეთება, ასევე პლასტმასისგან გამოჭრათ (შეგიძლიათ იგივე კანისტრისგან გააკეთოთ ეს) მრგვალი დანამატი, რომელიც “ძაბრში” საპნის ქვეშ მოთავსდება. მასში ასევე უნდა გაკეთდეს რამდენიმე ნახვრეტი წყლის გადინებისთვის. ეს იდეა საკმაოდ იაფი და გამოსადეგია.

4. “ჯიბეები” ნიჟარისთვის

დაბოლოს, უსარგებლო კანისტრისგან შეგიძლიათ დაამზადოთ შესანიშნავი “ჯიბეები” ნიჟარისთვის, რომლებშიც ნებისმიერ სასარგებლო წვრილმანს მოათავსებთ, მაგალითად, ჯაგრისებს, ჭურჭლის სარეცხ ღრუბლებს. მის შესაქმნელად, საკმარისია კანისტრის ქვედა კუთხის გამოჭრა, შემდეგ კი ამ კუთხის მკვეთრი ნაწილის ამოჭრა ისე, რომ “ჯიბეები” ნიჟარაზე მოთავსდეს. ზომები ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროთ.