
საჭრელი დაფა – მზარეულის განკარგულებაში მყოფი ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია დანის შემდეგ. საჭმლის მომზადებასთან გამკლავება მის გარეშე უკიდურესად რთული იქნება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე პროდუქტების და ხორცის დაჭრას ეხება. ყოველთვის უფრო სასიამოვნო და მოსახერხებელია მუშაობა უხეშ, საიმედო საფუძველზე. და ეს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ საჭრელი დაფა იცავს სამზარეულოს ზედაპირს დაზიანებისგან. მაგრამ, ამ ხელსაწყოს მთავარ საიდუმლოს ბევრი ადამიანი ვერ გამოიცნობს.
სამზარეულოში საჭრელი დაფა აუცილებელია, რათა დიასახლისები დანით მუშაობისთვის მოსახერხებელი და უსაფრთხო ადგილი უზრუნველყოს. ის უნდა იყოს საკმარისად დიდი, მდგრადი და გამძლე. დაფა არავითარ შემთხვევაში არ უნდა სრიალებდეს ან იღუნებოდეს. უმეტეს შემთხვევებში, საჭრელი ზედაპირები სხვადასხვა ტიპის ხისგან მზადდება. პლასტმასისგან კი იშვიათად. ამავე დროს, საჭრელი დაფა არ უნდა იყოს ძალიან მაგარი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშაობის დროს დანა ძალიან სწრაფად დაბლაგვდება.
დაფები სხვადასხვა ფორმისა და ზომის არსებობს, გარდა ამისა, მათ შესაძლოა მრავალფეროვანი სახელურები ჰქონდეს ჩამოსაკიდად ან საერთოდ არ ჰქონდეთ ისინი. ამავე დროს, “კლასიკური” და ყველაზე სწორ საჭრელ დაფად ითვლება ის, რომელსაც გრძელი და ფართო სახელური-ჭრილი აქვს სამუშაო ზედაპირის ვიწრო მხარის მთლიან სიგრძეზე. ცოტამ თუ იცის, მაგრამ ამ შემთხვევაში, სახელური კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციის შესასრულებლადაა შექმნილი.
თითოეულ დიასახლისს და მამასახლისს ერთხელ მაინც ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც დაფიდან დაჭრილი პროდუქტების ქვაბში ან ტაფაზე გადატანას ვცდილობთ, ისინი სხვადასხვა მიმართულებით იფანტება. იმისთვის, რომ მსგავსი არაფერი მოხდეს, დაჭრილი პროდუქტი საჭრელ დაფაზე არსებული ჭრილი-სახელურიდან უნდა ჩაყაროთ სასურველ ჭურჭელში, რომელიც ამ შემთხვევაში მიმართულების მიმცემი ჩუტის როლს ასრულებს. თუ სახლში ასეთი დაფა უკვე გაქვთ, მაშინ ნამდვილად ღირს მისი გამოცდა პირველივე შესაძლებლობისას. თავად ნახავთ, რამდენად გაგიმარტივდებათ მზადების პროცესი.