12 მოდური ნაკეთობა სახლისთვის, რომლებიც შეგიძლიათ დასვენების დღეებში გააკეთოთ

კრეატიული პიროვნებები ყოველთვის იპოვიან საქმეს იძულებითი თვითიზოლაციის დროს. მაგრამ თუ თქვენ რამის შესაქმნელად მხოლოდ პატარა ბიძგი გჭირდებათ, მაშინ ნამდვილად ღირს თვალი გადაავლოთ ჩვენს დღევანდელ მასალას. ეს გახლავთ 12 თანამედროვე ხელნაკეთობა სახლისთვის, რომლებიც შეგიძლიათ დასვენების დღეებში დაამზადოთ.

1. დეკორატიული თაროები

ეფექტური თარო ყვავილებისთვის, რომელიც შეიძლება ადვილად გაკეთდეს მოულოდნელი, მაგრამ საკმაოდ ხელმისაწვდომი მასალებისგან. თქვენ მხოლოდ ორი ჰულაჰუპი, ორი დვპ-ს თარო, წყვილი ხის ჯოხი და მეტალის ფერი სპრეის საღებავი. მთელი ამ დიზაინის თავისებურება ისაა, რომ ის ძვირადღირებულად და მოდურად გამოიყურება, ისე, რომ თავში არავის მოუვა აზრად, რისგან არის იგი დამზადებული.

2. ვერტიკალური ჩარჩო

მრავალდონიანი ვერტიკალური ჩარჩო, რომელიც დამზადებულია წყლის დიდი ზომის პლასტმასის ბოთლებით და პლასტმასის მილით. დიზაინის ყველა დეტალი ნათელ ფერებში უნდა შეღებოთ და შეაერთოთ. დიზაინის ბაზაზე, საშუალო დიამეტრის PVC მილზე, გადაჭრილი პლასტმასის ბოთლები უნდა დაამაგროთ, მათში მიწა ჩაყაროთ და ყვავილების გასაზრდელად გამოიყენოთ.

3. ფლორარიუმი

ჩვენი რედაქციის ინფორმაციით, ამ ფლორარიუმის გაკეთება ყველას შეუძლია. ამისათვის, თქვენ დაგჭირდებათ ერთ სტილში შესრულებული ჩვეულებრივი ჩარჩოები ფოტოებისთვის: ოთხი დიდი და ოთხი პატარა. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ჩარჩოები შეღებოთ, ხელოვნურად დააძველოთ, დეკორატიული საღებავით, შემდეგ კი წებოს გამოყენებით შეაერთოთ. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ კონსტრუქციის სახურავი უნდა იხსნებოდეს, რათა შემდგომ შეძლოთ იმ ყვავილებზე ზრუნვა, რომლებიც მასშია მოთავსებული.

4. დეკორატიული ლარნაკი

სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ნაგვისგან დამზადებული დეკორატიული ლარნაკი, რომელიც შეგიძლიათ ხილის, კანფეტების და მწვანილის შესანახად გამოიყენოთ. ამ კონკრეტული ლარნაკის დასამზადებლად, გამოიყენებოდა: ძველი სასანთლის ფეხი, მიკროტალღური ღუმელის თეფში, მავთულის კალათა და ქვაბის თავსახური, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ სხვა შესაფერისი საგნები გამოიყენოთ. ყველა დეტალი უნდა შეიღებოს და ერთმანეთთან წებოს გამოყენებით შეერთდეს.

5. მაგიდა-აკვარიუმი

უჩვეულო და ორიგინალური ხელნაკეთი ყავის მაგიდა, რომლის შიგნითაც ცოცხალი თევზები ცურავენ. მიუხედავან წარმოუდგენლად მარტივი და ხელმისაწვდომი მასალებისა, კონსტრუქცია ძალიან უცხო და მოდურად გამოიყურება. მაგიდის დასამზადებლად გამოყენებულია ფართო PVC მილები და შუშის ზედაპირი.

6. დეკორატიული კალათები

ღია თაროებზე ნივთების შენახვა შეგიძლიათ ლამაზ დეკორატიულ კალათებში. მათი შეძენა საყოფაცხოვრებო მაღაზიებშიც შეიძლება, მაგრამ ასევე შეგიძლიათ ისინი საკუთარი ხელით დაამზადოთ და მნიშვნელოვნად დაზოგოთ თანხა. ჩანაფიქრის განსახორციელებლად დაგჭირდებათ ჩვეულებრივი პლასტმასის ყუთები ბოსტნეულისთვის, ჯუთის ქსოვილი ან ტილოს ქსოვილი და ფართო ლენტები.

7. დანა-ჩანგლის ჩასადები

შესანიშნავი დანა-ჩანგლის ჩასადები, რომელიც ძველი საჭრელი დაფის და ვიწრო კალის ქილებისგან არის დამზადებული. იმისათვის, რომ დიზაინმა ეფექტური იერი მიიღოს, ქილები უნდა შეღებოთ, გააფორმოთ სტიკერებით, ლენტებით ან ბაწრით. ბოლო ეტაპი არის ყველა ელემენტის დაკავშირება წებოთი ერთიანი სტრუქტურის მისაღებად.

8. დანების სტენდი

პრაქტიკული და ორიგინალური დანის სტენდი, რომლის გაკეთებაც ყველას შეუძლია. ამისათვის საჭიროა მხოლოდ 3-4 ძველი წიგნი და უხეში ბაწარი. წიგნები ერთმანეთზე უნდა შეაწებოთ ან მჭიდროთ შეკრათ ისე, რომ მათი ყდები ერთმანეთთან მჭიდროდ იყოს მოთავსებული და დანების სტენდიც მზადაა გამოსაყენებლად.

9. პუფი

ნუ იჩქარებთ ნახმარი საბურავების გადაყრას, გადააქციეთ იგი ლამაზად ნაქსოვ პუფებად. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ ბაწარი, ცხელი წებო და ფანერის ორი წრე. მზა პროდუქტი იდეალურად ჯდება თანამედროვე ქალაქის ბინის ინტერიერში ან ქალაქგარე სახლის ლანდშაფტში.

10. საყურეების ჩამოსაკიდი

მარტივი ორგანაიზერი საყურეებისა და სამაჯურებისთვის, რომლის დამზადებაც ყველაზე უბრალო ნაყინის ბრტყელი ჯოხებისგან შეგვიძლია. უბრალოდ შეღებეთ ისინი მკვეთრ ფერებში და ერთმანეთზე შეაწებეთ.

11. ხილის კალათა

ფანტასტიკური ხილის კალათა, რომლის დამზადდებაც ყველაზე უბრალო ბაწრისა და წებოსგანაა შესაძლებელი. ჩვენი აზრით, ამ ტიპის კალათა სასადილო მაგიდის ნამდვილ დეკორაციად იქცევა.

12. ტორშერი

ყველაზე ჩვეულებრივი მაგიდის ტორშერი შეგიძლიათ განაახლოთ რამდენიმე პლასტმასის ან ლითონის საბავშვო სათამაშოს გამოყენებით. ამ მიზნისთვის ყველაზე უფრო ჯარისკაცები და ცხოველები გამოგადგებათ. არჩეული ელემენტები უნდა შეღებოთ თეთრ ან ფოლადის ფერში და სანათის სადგამზე უნდა დააწებოთ.