
ვინტაჟური საშობაო ორნამენტები
შობა ყოველთვის პოპულარული დღესასწაულია. ორნამენტები ყოველწლიურად იცვლის სახეს და ამიტომ მათი შეგროვება კოლექციონერებისთვის მართლაც ღირებული ჩვევაა. ორიგინალი შეფუთვის მქონე ორნამენტები ყველაზე ძვირად ფასობს
ვერცხლეული
ვერცხლისგან დამზადებული ბრტყელი ნივთების განახლება ძალიან ადვილია. ნამდვილი ვერცხლეული ზარის ხმას გამოსცემს მასზე დაკაკუნებისას.
ვიტრაჟული შუშები
მათი პოვნა ძალიან ძნელია, რის გამოც ისინი ძვირადღირებული მონაპოვარია. შეამოწმეთ მათი ავთენტურობა ყიდვამდე. რადგან დარწმუნდეთ რომ სწორ ფასს იხდით.
ანტიკური ინსტრუმენტები
ანტიკური ინსტრუმენტები და მათ შორის განსაკუთრებით ისინი, რომლებიც მასიური წარმოების დაწყებამდე იქნა შექმნილი, შესაძლოა საკმაოდ ღირებული გამოდგეს. ტრენდები იცვლება და ფასეულობებიც მერყეობს, თუმცა მაგალითად გიტარები ყოველთვის დიდი ღირებულებით გამოირჩევიან.
ორიგინალური სამკაულები
სამკაულები მაინცდამაინც რეალური არ უნდა იყოს იმისათვის, რომ ძვირადღირებულად ჩაითვალოს. თუკი ისინი კონკრეტული ინდივიდუალური დიზაინითაა დამზადებული და ასევე ხელნაკეთია, მაშინ მათი ფასი შესაძლოა საკმაოდ მაღალი იყოს.
ვინტაჟური სამოსი და აქსესუარები
ვინტაჟური სამოსი მხოლოდ სტილის გამო არ გამოირჩევა. მათ დასამზადებლად გამოყენებული მასალაც ასევე იძენს ფასს დროთა განმავლობაში და ამის გამო ვინტაჟური სამოსი საკმაოდ ძვირადღირებული შეიძლება იყოს.
ვინტაჟური ფოტოები
ვინტაჟური ფოტოების ღირებულებაზე უამრავ ფაქტორს აქვს გავლენა. მათი შინაარსი, ფორმატი და მდგომარეობა ამაში უდიდეს როლს თამაშობს. ისინი ასევე ყველა ანტიკურ მაღაზიაში შეგხვდებათ, რის გამოც მათი ძებნა ზედმეტ დროს არ დაგაკარგვინებთ.
სუნამოს ბოთლები
ბევრ ადამიანს სჯერა, რომ სუნამოს ბოთლები ღირებული მხოლოდ მაშინაა, როდესაც ისინი ცნობილი ბრენდის მიერაა დამზადებული. თუმცა, პარფიუმერიის ამ აქსესუარების ღირებულება თვითონ ბოთლებზეა დამოკიდებული.
მეისენური ფაიფური
ავთენტური მეისენური ფაიფური, რომელიც გერმანიაშია დამზადებული, შესაძლოა ძალიან ძვირადღირებული იყოს, თუკი კარგ მდგომარეობაშია შენარჩუნებული. მათი ფასი რამდენიმე ათას დოლარსაც კი შეიძლება აღწევდეს.
ძველი ჩემოდნები
ეს დიდი, ლამაზი ჩემოდნები, რომელიც ანტიკურია და სკამად, ფეხის დასადებად ან ყავის მაგიდად იყენებთ, შესაძლოა ძალიან ძვირადღირებული გამოდგეს. ძველი ჩემოდნები საკმაოდ ფასობს, თუკი ისინი ცნობილი ბრენდის მიერაა დამზადებული.
წიგნების პირველი გამოცემები
ბევრი ადამიანი ძველ წიგნებს მარტო იმიტომ ყიდულობს, რომ ისინი ლამაზები გახლავთ. თუმცა, მათი პირველი გამოცემის პოვნა შესაძლოა ძალიან დიდი ფულის მომტანი გამოდგეს. ბევრი საშუალება არსებობს იმისა, რომ წიგნის პირველი გამოცემის ფასი შეამოწმოთ. ამიტომ მათი პოვნისას ჭკვიანური გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ გაგიმარტივდებათ.
Pyrex-ის ფერადი ჭურჭელი
ამ საკმაოდ გამძლე და ფერადი სამზარეულოს აქსესუარების ფასი 1000 დოლარიდან 3000 დოლარამდე მერყეობს.
სპორტული აქსესუარები
ადამიანები ხშირად ყრიან საკოლექციო და სამახსოვრო ნივთებს მათზე დაკვირვების გარეშე. ავტოგრაფები და მსგავსი სამახსოვრო აქსესუარები, რომლებიც მაგალითად გარდაცვლილ სპორტსმენებს ეკუთვნით, შესაძლოა საკმაოდ ძვირადღირებული გამოდგეს.