ამერიკელმა გოგონამ მოჩვენებების დეტეკტორი თავის 117 წლის სახლში ჩართო და გადაწყვიტა, იქაურობას გაცლოდა

კეიტ ტეილორი ბავშვობიდანვე ფიქრობდა მოჩვენებებზე, რადგან დედამისი მას ხშირად ეუბნებოდა, რომ მათ საცხოვრებელ სახლში ბედნიერი მოჩვენებები ცხოვრობდნენ. გაზრდის შემდეგ იგი ნიუ-იორკში გადავიდა და ორ მეგობართან ერთად ისტორიულ შენობაში დასახლდა. ამ აპარტამენტებში მეოცე საუკუნის დასაწყისში მილიონობით იმიგრანტი ჩამოდიოდა საცხოვრებლად და მათი უმრავლესობა აქვე ასრულებდა სიცოცხლეს. ეს რეგიონი ცნობილი იყო ტუბერკულიოზის ეპიდემიით დაღუპული ადამიანების დიდი რიცხვითა და მართლაც გაუსაძლისი ცხოვრების დონით.

სწორედ ამიტომ, ერთ დღეს სახლში მარტო დარჩენილი კეიტი იმაზე დაფიქრდა, ჰყავდა თუ არა მას ორზე უფრო მეტი თანამოსახლე. ამ მისტიურ კითხვაზე პასუხის საპოვნელად მან ელექტრომაგნიტური ველების გასაზომი ხელსაწყო მოიპოვა, რომლის დახმარებითაც ელექტრომაგნიტური ველების გაზომვა დაიწყო საკუთარ სახლში. ამ ხელსაწყოზე დატანებული ეტიკეტის მიხედვით, როდესაც სახლში მოჩვენებების აქტივობები შეიმჩნევა, მაშინ ეს ხელსაწყო სწორედ ასეთ ანომალიურ ცვლილებებს აფიქსირებს მაგნიტური ველების გაზომვის საშუალებით.

პირველად მან ქუჩა შეამოწმა, სადაც საზომი ხელსაწყო გიჟივით აციმციმდა. ამან გოგონა არ შეაშინა, რადგან მსგავსი აქტივობა მისი აზრით შესაძლოა მანქანების მოძრაობასაც კი გამოეწვია. ამის შემდეგ კეიტი სახლის კიბეს აუყვა. ეს სივრცე მართლაც მკვლელობის სცენას გავს წითელი საღებავებისა და სიძველის დამსახურებით, რის გამოც გოგონას არ გაკვირვებია, როდესაც კიბეზე ასვლისას ხელსაწყომ ანომალიების დაფიქსირება დაიწყო. ამის გამო მან კიბე სწრაფად აირბინა და კორიდორში გადაინაცვლა, სადაც მისდა გასაკვირად, არანაირი ანომალია არ დაუფიქსირებია საზომ ხელსაწყოს.

ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც გოგონა საკუთარი სახლის კარებს მიუახლოვდა. სწორედ კართან ახლოს დაიწყო გიჟივით ციმციმი ხელსაწყოს საზომებმა, რამაც გოგონა ძალიან შეაშფოთა, თუმცა არ გაუკვირვებია, რადგან იგი ამას მოელოდა კიდეც. ასეთი შედეგის შემდეგ გოგონა კარის გაღებისთანავე ანომალიური აქტივობების გაუარესებას ელოდა, თუმცა მისდა გასაკვირად მისაღებ ოთახში არანაირი ტალღები არ დაუფიქსირებია ხელსაწყოს. იგივე სიმშვიდე დაფიქსირდა სააბაზანოშიც და ამან გოგონა ძალიან გაახარა, რადგან მოჩვენებებით სავსე სააბაზანოში შხაპის მიღება მართლაც ძალიან შემაშფოთებელ აზრს წარმოადგენს.

საბოლოოდ იგი საძინებელს ესტუმრა. კეიტს ყველაზე მეტად სურდა, რომ სწორედ მისი დასაძინებელი სივრცე ყოფილიყო თავისუფალი ანომალიებისგან და დაზაფრულმა გოგონამ თვალდახუჭულ მდგომარეობაში მოატარა ხელსაწყო მის საძინებელს. საბედნიეროდ აქაც არანაირი ანომალია არ დაფიქსირებულა.

საბოლოო შეჩამების მიხედვით, გოგონას არ გაკვირვებია, რომ მის აპარტამენტს უცნაური ტალღები ახასიათებს. თუმცა იგი ძალიან დაამშვიდა იმან, რომ მისი სახლის შიგნით ანომალიები არ დაფიქსირდა, რადგან კეიტის განცხადებით მისთვის ორი თანამოსახლის ყოლა უკვე საკმარისია. იგი საკუთარ თავს ამხნევებს იმით, რომ გარეთ მყოფ მოჩვენებებს მის სახლში შემოსვლა არ შეუძლიათ. თუმცა, იგი მაინც შუქის ჩაქრობის გარეშე იძინებს.