თუ სახლში ასეთი სუნი დგას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ზომებს

ნესტის სუნი

თუკი ასეთი სურნელი თქვენი სამზარეულოდან, სააბაზანოდან ან სარდაფიდან გამოდის, მაშინ შეიძლება სერიოზული პრობლემა გქონდეთ. ასეთი სუნი ძირითადად კედლის მიღმა წყლის გამოჟონვის მიერაა გამოწვეული, რის გამოც მისი შემჩნევისას სჯობს მალე დაკეტოთ სახლში წყალი და კედლები შეამოწმოთ. შავი ობის პოვნის შემთხვევაში აუცილებლად დაურეკეთ პროფესიონალს მის მოსაშორებლად.

დამწვრობის სუნი

თუკი აშკარაა ხანძარს ვერ ხედავთ და არც ბუხარი გინთიათ, მაშინ შესაძლოა დენის შესაერთებელი წერტილების პრობლემა გქონდეთ. ამას ყველაზე ხშირად კედლის მიღმა გატარებული სადენების გადახურება იწვევს.

სააბაზანოს სუნი

თუკი სააბაზანოს სურნელი ზედმეტად მკვეთრი გეჩვენებათ, მაშინ ხელოსანს უნდა დაურეკოთ სასწრაფოდ. ეს შეიძლება კანალიზაციის გაჭედვის და სითხის დაგროვების ნიშანი იყოს. ასეთ დროს შესაძლოა მილებში აალებადი გაზებიც კი დაგროვდეს.

ჭუჭყიანი ძაღლის სუნი

ჭუჭყიანი ცხოველის სუნთან შეხება ძაღლის პატრონებს ხშირად აქვთ და ეს მათთვის ნაცნობი სურნელია. თუკი ძაღლი არ გყავთ ან თქვენი შინაური ცხოველი კარგად დაბანილია, მაშინ სახლში ასეთი სუნის გაჩენა შესაძლოა კედლის მიღმა მკვდარი ქვეწარმავლების არსებობაზე მიანიშნებდეს.

სიგარეტის სუნი

შესაძლოა სახლში დიდი ხნის მანძილზე არავინ მოწიოს, თუმცა სიგარეტის სუნი მაინც შენარჩუნდეს. ამის მიზეზი ისაა, რომ კვლევების მიხედვით თამბაქოს ნარჩენები ადვილად იჭედება კედლებისა და ხალიჩების ზედაპირზე და მისი გააქტიურება შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. ამის თავიდან ასაცილებლად ყველა ოთახის ზედაპირების ჩამორეცხვა იქნება საჭირო.

ახალი საღებავის სუნი

ახალი საღებავის სუნი შეიძლება უცნაურად სასიამოვნოც კი იყოს. თუმცა, მეცნიერების თქმით გაშრობისას საღებავი ჰაერში საკმაოდ საშიშ ქიმიკატებს გამოყოფს, რომლის შესუნთქვაც შესაძლოა ძალიან საშიში გამოდგეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. ამისგან თავის დასაცავად საღებავის ყიდვისას შეამოწმეთ მის შემადგენლობაში VOC კომპონენტის შემცველობა, რადგან მისი სიმცირე უფრო უსაფრთხო პროდუქტს ასახავს.

გაფუჭებული კვერცხის სუნი

გოგირდს და გაფუჭებულ კვერცხს იმდენად არასასიამოვნო სუნი აქვთ, რომ ისინი ცუდ სურნელთან ასოცირდება. ასეთი სუნის გაჩენა შეიძლება თქვენი საკანალიზაციო მილების გაჭედვის და მათში გაზების დაგროვების ბრალი იყოს. ეს ასევე შეიძლება ასეთ დროს მილებმა წყლის გაყვანილობაც დაანაგვიანოს, რის გამოც ამ პრობლემას მალევე უნდა მიხედოთ.

გაზის სუნი

თუკი გაზის სუნს იგრძნობთ, მაშინვე დაურეკეთ გაზის კომპანიას და არანაირ შემთხვევაში არ ეცადოთ გაზის გაჟონვის კერის პოვნას ასანთის ანთებით ან რაიმე მსგავსი ხერხით.