
ბევრი თვლის, რომ კატა მეტისმეტად პატივმოყვარე ცხოველია. ამ თვალსაზრისით, ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ კატისთვის რამე ახლის სწავლება თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ისინი არც კი ცდილობენ ამის გაკეთებას.
მიუხედავად ამისა, უნდა გესმოდეთ, რომ კატის მოვლა მხოლოდ მის გამოკვებასა და მოფერებას არ ნიშნავს. სხვა საკითხებთან ერთად, შინაურ ცხოველებზე ზრუნვა მათ გაწვრთნასაც გულისხმობს, რათა ამ საყვარელ ფუმფულა ცხოველებთან ერთად ცხოვრება უფრო კომფორტული და მშვიდი იყოს.
დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ კატის ტუალეტის თავიდან მოშორებაში. მაშ ასე, ვასწავლოთ კატას უნიტაზის გამოყენება.
როგორ გავწვრთნათ კატა
ყველამ იცის, რომ ოთხფეხა მეგობრებიან სახლში ბევრად უფრო რთულია სისუფთავის შენარჩუნება, ვიდრე მათთვის, ვისაც სახლში შინაური ცხოველი არ ჰყავს. ეს პრობლემა განსაკუთრებით კატის მეპატრონეებს ეხება.
კატის “ტუალეტიდან” მომავალი უსიამოვნო სუნი დიდ გავლენას ახდენს სახლის საერთო ატმოსფეროზე (და არა ამ სიტვყის კარგი გაგებით). გასაკვირი არ არის, რომ მოხერხებულმა მეკატეებმა დაიწყეს გამოსავლის ძიება და მალე იპოვეს კიდევაც.
კატების გამოცდილი პატრონები აცხადებენ: “იმისათვის, რომ კატის ტუალეტის წმენდას სამუდამოდ დააღწიოთ თავი, თქვენ უბრალოდ უნდა ასწავლოთ კატას უნიტაზში მოსაქმება.” და თუ ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს გადახედავთ, მიხვდებით, რომ ეს ნამდვილად ძალიან მარტივია.
როგორ მივაჩვიოთ კატა უნიტაზს
1. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ წვრთნისთვის ყველაზე შესაფერისი კანდიდატი ჯანმრთელი კატაა 1 წლის ასაკიდან. ცხოველები, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, უმჯობესია არ შეაწუხოთ, მათი მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად.
2. რაც შეეხება წვრთნის დაწყებას, პირველ რიგში, კატის ყუთი პირდაპირ უნიტაზის გვერდით უნდა დადგათ და მხოლოდ რამდენიმე დღე უნდა დაელოდოთ, რათა ცხოველმა შეძლოს ახალ პირობებთან შეგუება. ეს სწავლების პროცესში ცხოველს ზედმეტ სტრესს ააცილებს თავიდან.
შემდეგი დღეების განმავლობაში, იმის მიხედვით, თუ რამდენად მშვიდად რეაგირებს კატა ცვლილებებზე, თანდათანობით გაზარდეთ კატის ყუთის სიმაღლე. მის ასამაღლებლად, შეგიძლიათ მუყაოს ყუთები ან სხვა ნებისმიერი ნივთი გამოიყენოთ.
ნუ დააჩქარებთ საყვარელ ცხოველს და ყუთს მაშინვე ნუ მოათავსებთ წინაზე რამდენიმე დონით უფრო მაღლა. ასე თქვენ საერთოდ გაუქრობთ კატას სურვილს, იპოვოს ადგილი საჭიროებასთან გამკლავებისთვის.
3. პირველი ეტაპის დასასრულს, სიმაღლის მოსამატებლად, გადადით ძველ ტაბურეტზე. მნიშვნელოვანია, რომ მისი სავარძელი დაახლოებით იმავე დონეზე იყოს, რომელზეც უნიტაზის სახურავია.
როდესაც კატა აითვისებს საჭირო სიმაღლეს, ყუთი პირდაპირ უნიტაზზე გადადგით. წვრთნის ეს ეტაპი ყველაზე პრობლემურია, რადგან ყუთი ყოველ ჯერზე უნდა აიღოთ და წებოვანი ლენტით კვლავ დააწებოთ უნიტაზზე. მაგრამ გვერწმუნეთ, საბოლოო შედეგი ამად ღირს.
ეს მინიმუმ 5 დღის განმავლობაში უნდა გაკეთდეს, რათა ცხოველის მეხსიერებაში დაფიქსირდეს ინფორმაცია ტუალეტის ადგილმდებარეობის შესახებ.
4. შემდეგ ყუთი მთლიანად უნდა აიღოთ და უნიტაზის რგოლზე დაამონტაჟოთ კატის გაწვრთნის სპეციალური სისტემა. მისი დამზადება თავადაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ, ან უბრალოდ შეიძინეთ იგი ნებისმიერ ზოომაღაზიაში.
ეს სისტემა წარმოადგენს ხებოჭკოვანი დაფის სარტყლებს, რომელთა ხვრელიც დროთა განმავლობაში, თანდათან უნდა გაფართოვდეს.
წვრთნის დასასრული
საბოლოო ჯამში, სისტემისგან მხოლოდ ერთი თხელი სარტყელიღა რჩება, რომელიც მსუბუქად ჩანს უნიტაზის თავსახურის ქვეშ. ეს რგოლი უსაფრთხოდ შეიძლება მოხსნათ, რადგან კატას იგი აღარ დასჭირდება.
საშუალოდ, კატისთვის ასეთი სწავლება დაახლოებით ერთი თვე გრძელდება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ჯიუტია თქვენი საყვარელი ცხოველი.
განსაკუთრებით მორჩილი ცხოველები წვრთნას სულ რაღაც 1,5-2 კვირაში უმკლავდებიან. გამონაკლის შემთხვევებში, შეიძლება საერთოდ არ გამოგივიდეთ კატის გაწვრთნა. აქედან გამომდინარე, არ გირჩევთ დაუყოვნებლივ გადააგდოთ მისი ყუთი, სანამ არ დარწმუნდებით, რომ კატა სრულად მიეჩვია ახალ ადგილს.