მე ბავშვობიდან მაინტერესებს სხვა ქვეყნების კულტურების შესწავლა და მათი მოსახლეობისგან ახალი ჩვევების ათვისება. ჯერ კიდევ ბავშვობაში, როდესაც ოჯახთან ერთად თურქეთში ბიძაჩემს ვესტუმრე, მივხვდი, რომ ყველაზე საინტერესო რამ ადამიანების ცხოვრებაზე დაკვირვებაა. სხვა ენა, ტანსაცმელი ან ეროვნული სამზარეულოს თავისებურებები – ყველაფერი ეს ზედაპირულია. ყველაზე საინტერესო მხოლოდ ცხოვრებაში, რუტინულ ქცევებში ჩანს.

სტუდენტობის პერიოდში, 3 თვით უზბეკეთში, კიდევ ორი თვით კი აზერბაიჯანში მომიხდა ცხოვრება, რადგან უნივერსიტეტმა იქ გაგვგზავნა საზაფხულო პრაქტიკაზე. ისე გამოვიდა, რომ იქაც და აქაც ვცხოვრობდი ოჯახში და არა სასტუმროებში.

ორივე ოჯახი მუსლიმური იყო. გულწრფელად ვიტყვი, მანამდე ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული ცრურწმენები მქონდა, მაგრამ გადავწყვიტე, ამისთვის დამკვირვებლური ცნობისმოყვარეობით შემეხედა. შედეგად, ოჯახებთან თბილი ურთიერთობა დავამყარე და მათგან ბევრი რამ ვისწავლე. ის დრო ჯერ კიდევ თბილად მახსოვს.

დღეს კი გაგაცნობთ აღმოსავლური ქვეყნების მოსახლეობის ზოგიერთ ჩვევას და გეტყვით, თუ რა და რატომ უნდა ვისწავლოთ მათგან დასავლელებმა. არაფერს გაძალებთ, უბრალოდ გირჩევთ!

ახალი, კარგი ჩვევები

არ ვიტყვი, რომ ეს რამე უჩვეულო ჭეშმარიტება ან რაღაც ისეთია, ცხოვრებას მთლიანად რომ ცვლის. არა, ეს საკმაოდ ბანალური რამაა, რაზეც ადრე უბრალოდ არ ვფიქრობდი. მეჩვენება, რომ ეს სწორი ჩვევებია, ამიტომ ისინი ავითვისე. მათ ჩემი ცხოვრება რადიკალურად არ შეუცვლია, მაგრამ მნიშვნელოვნად კი ნამდვილად გააუმჯობესა.

ხელების დაბანა ჭამამდე და ჭამის შემდეგ

გადავუსწრებ კომენტარებს და ვიტყვი: დედაჩემმა მასწავლა ხელების დაბანა. უბრალოდ, ჩვენს ოჯახში არ შეიძლება იმის თქმა, რომ ამ პროცესს ძალიან დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ. მთავარია, რომ დავიბანოთ, როდესაც ქუჩიდან სახლში შემოვდივართ. აღმოსავლეთის ქვეყნების მკვიდრებს ამ პროცესზე ოდნავ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. მათი წესების თანახმად, ჭამის წინ ხელები ისე უნდა დაიბანოთ, რომ წყლის წვეთები ხელებზე დაგრჩეთ, ჭამის შემდეგ კი კვლავ უნდა დაიბანოთ და კარგად გაიმშრალოთ.

აზერბაიჯანური ოჯახის დედა მკაცრად მისდევდა ამ წესს და მეც მათთან ერთად ავითვისე იგი. ახლა ეს არის ჩვევა, რომელსაც ვერც კი ვამჩნევ. თუმცა, სწორედ ეს დამეხმარა გავმხდარიყავი სისუფთავის მოყვარული ადამიანი და ჩემი ყოფაცხოვრება ბევრად უფრო სუფთა გამეხადა. ტელეფონი, ლეპტოპი, მაგიდა – ყველაფერი ეს უფრო სუფთა გახდა. ახლა აღარ მჭირდება ისეთი სიხშირით ნებისმიერი ადგილიდან თითების ანაბეჭდის წმენდა.

პირის გამოვლება

მუსლიმები, ჭამის წინ და მის შემდეგ, პირსაც ივლებენ. თავიდან ამ ჩვევამ ძალიან გამაკვირვა, შემდეგ კი დამაინტრიგა. საბოლოოდ, მე თვითონაც დავიწყე ამის კეთება. უბრალოდ, ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად ისინი პირის ღრუს სავლებს იყენებენ. ცხადია, ჩემი ღრძილების მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდა და პირის ღრუში ცუდი სუნიც აღარ მაწუხებს.

არ შეუბეროთ საჭმელს

ბავშვობაში, როცა ვწუწუნებდი, რომ საჭმელი ცხელი იყო, დედაჩემი მეუბნებოდა: “პირი არ გაქვს? შეუბერე!” თურქი დედისგან ამას ნამდვილად ვერ მოისმენთ. თურქეთში საკვებზე შებერვა საერთოდ არ არის მიღებული, ეს ყურანშიც კი არის ნათქვამი. ამიტომ ისინი არ ჭამენ ძალიან ცხელ საჭმელს, ელოდებიან, სანამ ყველაფერი გაგრილდება.

ვფიქრობ, ამაში ნამდვილად დევს აზრი. მართალია, ეს ჩემთვის რელიგიის ნაწილი არ არის, მაგრამ სხეულისთვის სარგებელი აშკარად მოაქვს. ეს ხელს უწყობს ნელა ჭამას და კიდევ იმას, რომ არ ვჭამოთ ზედმეტად ცხელი საკვები. კვების სპეციალისტების აზრით, სასარგებლოა სწორედ თბილი საკვების მიღება. ასე რომ, ამ ჩვევით ექიმების რეკომენდაციებსაც ვიცავთ.

ჭამეთ პატარა ლუკმებით და ახალ ლუკმაზე უარის თქმა, სანამ წინა კარგად არ დაიღეჭება

ალბათ, ფიქრობთ, რომ ძალიან მარტივი წესებია, მაგრამ რამდენად ხშირად იცავთ თქვენ მათ? მე, მაგალითად, ამას იშვიათად ვაკეთებდი. ყოველთვის სწრაფად ვჭამდი. აღმოსავლელები კი ნელ-ნელა ჭამენ, ლუკმებს კარგად ღეჭავენ. კიდევ ერთი წმინდა სარგებელი მომნელებელი სისტემისთვის.

ჰიგიენური შხაპი ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად

ერთ-ერთი ჩვევა, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, არის ჰიგიენური შხაპის ფართო გამოყენება. იმ დროს, არც კი ვიცოდი, რომ მსგავსი რამ შესაძლებელი და საჭირო. თუმცა, ახლა სახლში მეც მაქვს სპეციალური მოწყობილობა. ვფიქრობ, ეს ბევრად მოსახერხებელია და ბანალურადაც კი ზრდის ჰიგიენის დონეს.

ყველა ამ წესს სასარგებლოდ მივიჩნევ. ჩემი აღმოსავლური არდადეგებიდან შემდეგ 5 წელზე მეტი გავიდა, მე კი მათ დღემდე არ ვღალატობ. ახალი ჩვევები ჩემთვის ჩვეულებად იქცა და მათ ათვისებას ნამდვილად არ ვნანობ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი