
1. არსებობს განსხვავება სისუფთავესა და პედანტურობას შორის
თქვენი სახლი შეიძლება სუფთა იყოს, თუმცა სუფთად არ გამოიყურებოდეს მის ოთახებში ღიად დაყრილი სათამაშოების, ტანსაცმელის წიგნების, ქაღალდების და სხვა აქსესუარების გამო. გაწმენდასთან ერთად აუცილებელია ზედაპირებზე მოთავსებული ნივთების დალაგებაც თავის ადგილზე.
2. უსარგებლო ნივთები
თქვენი სახლის დანაგვიანება არასაჭირო ნივთებით ძალიან მარტივია. ნუ იყიდით ისეთ ნივთებს, რომლებიც უკვე გაქვთ სახლში. მესამე კბილის ჯაგრისი, მეათე ჭიქა და მაგალითად ახალი ლამფა არ იყიდოთ იქამდე, სანამ არ მოიფიქრებთ რას მოუხერხებთ ძველებს. სახლის დალაგებისას კითხეთ თქვენ თავს გაბედნიერებთ თუ არა რაიმე კონკრეტული ნივთი? თუ პასუხი უარყოფითია, თავიდან მოიშორეთ იგი.
3. ყუთი არასწორ ადგილას დადებული ნივთებისთვის
არავინაა იდეალური. ზოგჯერ სტუმრების მოულოდნელად მოსვლის შემთხვევაში გვიწევს სწრაფად მოვაწესრიგოთ სახლი და უაზროდ დაყრილი ნივთები ჩქარა დავმალოთ. ასეთი შემთხვევებისთვის კარგია თუ გამოყოფთ ერთ ყუთს. ასეთ სიტუაციაში ყველაფერი ზედმეტის ჩაყრა მასში ძალიან მოსახერხებელია, რადგან სტუმრების წასვლის შემდეგ მხოლოდ ეს ყუთი გექნებათ გადასარჩევი და ყველაფერი თავის ადგილას დასადები.
4. გასვლამდე ოთახის შემოწმება
ოთახიდან გასვლის წინ გაიყოლეთ თან ერთი ისეთი ნივთი, რომლის ადგილიც ამ ოთახში არაა. ეს ჩვევა ძალიან დაგეხმარებათ. ოთახიდან შეიძლება გაიყოლოთ ჭუჭყიანი ჭიქები, წიგნი, ტანსაცმელი ან რაიმე მსგავსი. თქვენი სახლი უფრო მყუდრო ფორმას შეუმჩნევლად მიიღებს.
5. დალაგება განსატვირთად
დალაგება და გაწმენდა იდეალური ჩვევაა ისეთ მომენტში, როდესაც რაიმეზე ფიქრობთ და აზრების ორგანიზება გჭირდებათ. ეს პროცესი საკმაოდ განმტვირთავიც კი შეიძლება იყოს, რადგან მისი შესრულებისას ოთახებთან ერთად გონებასაც ალაგებთ. თუკი დალაგების პროცესებს დასაწყნარებელ ჩვევებად აქცევთ, მათი შესრულება რუტინის ნაცვლად უფრო ადვილად გადასატანი სიტუაციის სახეს მიიღებს.