წყვილმა ვიქტორიანული სასამართლოს შენობა იყიდა და ულამაზეს სახლად გადააკეთა

როდესაც ისეთი ადგილების ჩამონათვალს ადგენთ, რომლებიც კრეატიულ ადამიანებს სახლებად გადაუკეთებიათ, მაშინ შეუძლებელია ასეთ ადგილად სასამართლოს შენობა მოიაზროთ. თუმცა, ასეთი არაორდინალური ფაქტი მაინც მოხდა ინგლისში. ბრისტოლში მცხოვრებმა ოჯახმა ადრე ვიქტორიანული ეპოქის სასამართლოს შენობა იყიდა და მართლაც საოცარ სახლად გადააკეთა. თუმცა, სამწუხაროდ ახლა ამ სახლში წყვილისთვის ზედმეტად დიდი სივრცეა გამოუყენებელი, რადგან მათი შვილები გაიზარდნენ და სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად.

უძრავი ქონების სააგენტოს მიხედვით ეს სახლი 1 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ეს შეიძლება ძვირად მოგეჩენოთ, თუმცა ამ შენობაში ფასის შესაბამისი ინტერიერი ნამდვილად დაგხვდებათ. აღნიშნული კომპლექსი 150 წლის წინ იქნა აშენებულ იდა თავდაპირველად სახლის ფუნქციების ასათვისებლად საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. მას სასამართლოსა და პოლიციის შენობის ფუნქციები ჰქონდა შეთავსებული.

ვიქტორიანული სტილის არქიტექტურით გამორჩეული სახლის ორნამენტები იდეალურადაა შემონახული, მათ შორის ბუხარი, თაღოვანი ჭერი და ძველი საკნებიც კი. მის პირველ სართულზე ოთხი მისაღები ოთახია განთავსებული, რომლებიც დასასვენებლად და სასწავლ ოთახებად გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ ეს შენობა ადრე სასტუმროდაც გამოიყენებოდა, რის გამოც დამატებითი შემოსავლის მსურველი ოჯახებისთვის მისი ყიდვა მომგებიანი იქნება.

სახლში ჯამში 5 საძინებელია საკუთარი აბაზანებით, ასევე აქ ნახავთ 2 სამზარეულოს, სავარჯიშო დარბაზს, საუნას და სათამაშო ოთახსაც კი.

სამ უდიდეს საძინებელს ასევე საკუთარი ჯაკუზებიც კი გააჩნიათ.

ამ სახლის ახალი პატრონები ასევე შეძლებენ ისიამოვნონ საკუთარი ბაღით, ტბით და ჩანჩქერითაც კი, რაც იდეალურად განტვირთვის საშუალებას იძლევა.