აი, რამდენი რამის დამზადება შეიძლება უბრალო ქსოვილის ტომრისგან

ტომარა იაფი მასალაა და შეიძლება სახლში გეგდოთ კიდეც და არ იყენებდეთ. თავისი დანიშნულების გარდა, მისი მეშვეობით ბევრი სასარგებლო და ორიგინალური რამის შექმნა შეიძლება. წარმოგიდგენთ იდეებს, რომლებიც განსაკუთრებულ ძალისხმევას და ცოდნას არ საჭიროებენ, ამიტომ ყველასათვის ხელმისაწვდომია.

  1. ტომარა-ქოთანი

გაუკეთეთ ყვავილებს ორიგინალური ქოთანი. დამატებით დაგჭირდებათ ლენტი. ეკო სტილის ქოთნები სახლს სიმყუდროვეს შესძენენ.

  1. ჩანთა

ტომრისგან ჩანთის შეკერვისას ნუ ინერვიულებთ მის გამძლეობაზე, რადგანაც ის ძალიან საიმედო მასალაა. სურვილისამებრ შეგიძლიათ გარეცხოთ სარეცხი მანქანაში. ფორმა აირჩიეთ ნებისმიერი, ისევე როგორც ზომა. ტომრის ჩანთა მოხერხებულია საყიდლებისთვის და სანაპიროზე გასასვლელად.

  1. სკივრი ნივთების შესანახად

შექმენით პრაქტიკული სკივრი ნებისმიერი ნივთის შესანახად. ამისათვის აიღეთ პლასტიკური ყუთი, რომელიც როგორც წესი გამოიყენება ნივთების შესანახად, შემოაკარით მუყაო და სინთიპონი შემდეგ კი იზრუნეთ გაფორმებაზე. დეტალების მიმაგრება მოხერხებული იქნება წებოს თოფის მეშვეობით. მორთეთ ხელოვნური ყვავილებით, ლენტებით, მძივებით თუ ქსოვილებით.

  1. ქილები მარცვლეულისთვის

ტომარა და მცირე დეტალები ქილას ხელოვნების ნიმუშად აქცევს. ასეთ ლამაზ ჭურჭელში შეგიძლიათ შეინახოთ ჩაი, მარცვლეული, საკმაზები, კანფეტები და სხვა პროდუქტები. ტომრის ქილაზე მიწებება შესაძლებელია წებოს თოფით. ატლასის ლენტები კი დეკორს უფრო მიმზიდველს გახდის.

  1. სამახსოვრო ალბომი

ხელნაკეთობები ყოველთვის უფრო მეტად ფასობს. შექმენით ფოტოების ან ჩანაწერების ალბომი თავად – ამის გაკეთება გესიამოვნებათ კიდეც.

  1. მაგიდის ტილო

შეგიძლიათ შეკეროთ ხელსახოცები მაგიდისთვის და ჭურჭლის მოსათავსებელი ტომრები. თუ ინდივიდუალურად გააფორმებთ უნიკალურ ნაწარმს მიიღებთ.

  1. კარის დეკორი

დროდადრო დეკორი უნდა შეიცვალოს და ინტერიერი განახლდეს. მოამზადეთ კარზე ჩამოსაკიდი გვირგვინი ტომრისგან ყვავილების, ლენტების, ხის ტოტების, ნაძვის თუ ქვების გამოყენებით. ჩართეთ ფანტაზია.

  1. მსუბუქი დამატება

ტომრისგან შეგიძლიათ შეკეროთ კომფორტული ბალიშიც ბინისა თუ ტერასისთვის. მორთეთ ნაქარგით.

  1. ნათურა

ორიგინალურად გამოიყურება ტომრით მორთული სანათი. შეგიძლიათ გამოაცოცხლოთ ნივთი დეკორაციის შეცვლით.

  1. სანთლები

ხანდახან გვსურს განსაკუთრებული შემთხვევისთვის ჩვეულებრივი ნივთებიც განსაკუთრებულად მოვრთოთ. ამაშ ტომარაც დაგვეხმარება, რომლის მეშვეობითაც სანთლები განახლებულ იერს მიიღებენ. დამატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ ტოტები, ბალახი ან ქაღალდის ყვავილები.

  1. ანგელოზი

ანგელოზი სასიამოვნო საჩუქარია. ისინი ავთენტურად გამოიყურება და ნებისმიერ ინტერიერს ალამაზებს. მსგავსი ფიგურებისთვის გამოიყენეთ მუყაოს კონუსი.

  1. სუფრა

მიაკერეთ ტომარას ლენტები და სხვა სასურველი დანართი – ბრწყინვალე ეფექტს მიაღწევთ. ის, ასევე ადვილი მოსავლელია.

თქვენ რაში იყენებთ უკვე გამოუსადეგარ ქსოვილის ტომრებს?