
როგორ გავზარდოთ ფინიკის პალმა სახლის პირობებში და შეიძლება თუ არა ამ მიზნისთვის მაღაზიაში ნაყიდი ფინიკის კურკის გამოყენება? ბოლო კითხვაზე, ჩვენ თამამად გიპასუებთ “კი”!
თუ თქვენ მოთმინების უნარი გაქვთ, მაშინ 3-4 წელიწადში ჩვეულებრივი კურკა, რომელსაც დაუფიქრებლად ვაგდებთ ნაგავში, გადაიქცევა თვალისმომჭრელ მწვანე სილამაზედ, რომელიც მისი ბულბულის მსგავსი ფოთლებით გაწმენდს ჰაერს და რომელიც არ საჭიროებს ინტენსიურ ზრუნვას და შესანიშნავად ავსებს თანამედროვე ინტერიერს.
როგორ გავზარდოთ ფინიკის პალმა
იგი ადამიანებს და ცხოველებს უზიარებს საკვებს, იცავს აუზებს დაშრობისგან, ადგილობრივ მოსახლეობას ცხელ დღეებში მზის სხივებისგან იცავს და მოსახლეობა მას სახლების მშენებლობისთვის და ნივთების წარმოებისთვის იყენებს.
XIX საუკუნეში, ფინიკის პალმები კეთილშობილური სახლების პოპულარულ დეკორაციად იქცა. დღეს, მზა პალმის ხე შეგიძლიათ ყვავილების მაღაზიაში შეიძინოთ, თუმცა, ზრდასრული მცენარე ძვირი ღირს და დიდი დრო სჭირდება ახალ “საცხოვრებელთან” შესაგუებლად.
ამიტომ, გაცილებით საინტერესოა კურკებისგან ფინიკის პალმის გაზრდა საკუთარი ხელებით. ასეთი “ფენიქსი” არის ლამაზი, უპრეტენზიო და რაც მთავარია, თქვენი ბინის პირობების შესაბამისად ადაპტირება შეუძლია.
სამწუხაროა, რომ თქვენი პალმისგან ფინიკებს ვერ შეჭამთ. ხე ყვავილობს და ნაყოფს იძენს მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი სიმაღლეში 15 მეტრს აღწევს. საშინაო პირობებში კი, დაგვეთანხმებით, რომ ეს შეუძლებელია.
ჩასარგავი მასალის მომზადება
კურკის გაზრდის დასაჩქარებლად, მისი ზედა უხეში ფენა ზუმფარის ქაღალდით მოაშორეთ. კიდევ ერთი გზა არსებობს. მზა კურკები 80 გრადუსამდე ტემპერატურის ცხელ წყალში მოათავსეთ და მასში რამდენიმე წუთით გააჩერეთ.
დარგვამდე კურკები ერთი დღის განმავლობაში ქილაში, თბილ წყალში მოათავსეთ. შემდეგ პლასტმასის კონტეინერში ნოტიო ბამბის დისკები ჩაალაგეთ და კურკები იქ გადაიტანეთ.
ბამბიანი კონტეინერი ბატარეაზე მოათავსეთ, რათა უზრუნველყოთ ნერგების ოპტიმალური ტემპერატურა. ორი კვირის შემდეგ, ფესვები უნდა გამოჩნდეს. ეს კი ნიშნავს, რომ დროა კურკები მიწაში გადარგოთ.
კურკების დარგვა
კურკები, რომლებმაც ყველა მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს, საერთო ფართო კასრში ჩარგეთ. შეავსეთ იგი ტორფის (ნახერხის) და ქვიშის ან პალმის ხეებისთვის მზა ნაზავით. უზრუნველყეთ ოპტიმალური ტემპერატურა გაღვივებისთვის 25-30 გრადუსი.
თესლი გაღვივებას 40 დღეში დაიწყებს და 50-60 დღის შემდეგ ძლიერი, პატარა ზომის ვერტიკალური ფოთოლი გამოჩნდება.
როდესაც ფინიკის პალმის ახალგაზრდა ნარგავები სიმაღლეში 10 სმ-ზე მეტს მიაღწევს, ისინი ცალკეულ ჭურჭელში გადაიტანეთ. გამოიყენეთ ქოთნები 9-12 სმ დიამეტრით. მოამზადეთ ნიადაგის ნარევი 4 ჰუმუსის ნაწილის, ქვიშის 2 ნაწილის, ტორფის 1 ნაწილისა და ტურფის მიწის 2 ნაწილისგან.
პალმის მოვლა
იმის გათვალისწინებით, რომ ფინიკის ხის სამშობლო ტროპიკებია, მისთვის სასარგებლო იქნება მზის სინათლე, ზომიერი ტენიანობა, რბილი ფხვიერი ნიადაგი და მაღალი ტემპერატურის რეჟიმი.
პალმის ფოთლები პერიოდულად უნდა დანამოთ თბილი წყლით. ზაფხულში, ზრდის პერიოდში, მცენარეს უხვად მორწყვა სჭირდება. ქოთანი მზისკენ ისე უნდა მიაბრუნოთ, რომ ფოთლის ისარი ოთახისკენ იყოს მიმართული. ასე, პალმა გაშლილად, თანაბრად გაიზრდება და არა მხოლოდ ერთი მიმართულებით.
ხუთ წლამდე ასაკის ახალგაზრდა მცენარეს ყოველწლიური გადანერგვა სჭირდება; ხანდაზმულს კი მხოლოდ მაშინ, თუ ამის საჭიროება არსებობს, რადგან ფინიკის პალმას არ უყვარს, როდესაც აწუხებენ.
იმის დადგენა, რომ მცენარეს რაღაც არ მოსწონს, შესაძლებელია მისი ფოთლების მდგომარეობის შეცვლით. ჩვეულებრივ, ისინი შავდება მზის ნაკლებობის, ცუდი მორწყვის, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების და ორმხრივი ქარის გამო.
ძველად პალმის ფოთოლი მშვიდობის, ტრიუმფისა და გამარჯვების სიმბოლო იყო. ახლა თქვენ იცით, როგორ გაზარდოთ ფინიკის პალმა კურკებისგან. ჩარგეთ კურკები მიწაში, და ფინიკის პალმა თქვენს სახლს პატარა, მყუდრო ოაზისაც გადააქცევს.