8 ნივთი, რომლებიც სააბაზანოდან ახლავე უნდა გაიტანოთ

სააბაზანო იშვიათად გამოირჩევა სიდიდით, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ არ უნდა იყოს ზედმეტი ნივთები. აბაზანაში ყოფნა მაქსიმალურად კომფორტული უნდა გახადოთ, რათა საღამოს და დილის რიტუალებმა სიხარული მოგანიჭოთ და არა დისკომფორტი. ჩვენ გეტყვით, რა ანაგვიანებს თქვენს სველ წერტილს.

1.  ჰიგიენური საშუალებების მინი-ვერსიები

როცა სამოგზაუროდ მიდიხართ, არ გსურთ თან დიდი მოცულობის შამპუნი, ბალზამი და შხაპის გელი წაიღოთ, რადგანაც ისინი დიდ ადგილს წაიღებენ. ამ შემთხვევაში მინიატურული ავრიანტები დაგეხმარებათ. ისინი არ დატვირთავენ ჩემოდანს და ყველაფერი საჭიროც თან გექნებათ. მაგრამ, თუ ახლოეს თვეებში მოგზაურობას არ გეგმავთ, უარი თქვით სტრატეგიულ მინი-შეფუთვებზე.

ყოველდღიურ ცხოვრებაში, როცა ხელთ სტანდარტული ნივთები გვაქვს, პატარა შეკვრები აბსოლიტურად უსარგებლოა. ამიტომაც ნუ დატვირთავთ სააბაზანოს. შეინახეთ ცალკე ყუთში და მოათავსეთ კარადაში, რათა ხელს არ გიშლიდნენ.

2. საშუალებები ვარცხნილობისთვის და თმის მოვლისთვის

ახლა საქმე ეხება არა შამპუნებსა და ბალზამებს, არამედ ზეთებს, ნიღბებს და შრატებს, რომლებსაც გოგონები დიდი რაოდენობით ყიდულობენ და დროდადრო მათი არსებობა ავიწყდებათ. თუ ამ კატეგორიის ქალებს მიეკუთვნებით, ესეიგი დროა შეამოწმოთ თქვენი მარაგი. აუცილებლად შეხედეთ ვადას – თუ გასულია, ესეიგი ნაგვის ყუთში უნდა მოისროლოთ.

ასევე, სააბაზანოში ნუ დატოვებთ საშუალებებს, რომლებსაც ამა თუ იმ მიზეზით არ იყენებთ. შეგიძლიათ აჩუქოთ მეგობრებს ან მოახდინოთ უტილიზაცია. მალე შეამჩნევთ, რომ სააბაზანო უფრო მოწესრიგებული გახდება და საჭირო ნივთებისთვის ადგილი გამოთავისუფლდება.

3. თმის სამაგრები

ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს პუნქტი მნიშვნელოვანი არაა, რადგანაც თმის რეზინები და სამაგრები თაროებზე მინიმალურ ადგილს იკავებენ. მაგრამ, მინიატურული ზომის მიუხედავად, ისინი სააბაზანოში ვიზუალურ ხმაურს ქმნიან. შედეგად, თუ ბინაში წესრიგია, მაინც ქაოსის შეგრძნება იჩენს თავს. ამიტომაც გადაარჩიეთ თმის აქსესუარები და მოახდინეთ მათი სორტირება: ყველა დაზიანებული სამაგრი გადააგდეთ, დანარჩენი მოათავსეთ ქილაში, ყუთში ან კონტეინერში. სასურველია, თუ ის თვალთახედვის არეში არ გაგეჩხირებათ, მითუმეტეს თუ იშვიათად ხმარობთ.

4. წამლები

ადამიანები ყურადღებას აქცევენ წამლების უკუჩვენებებსა და გამოყენების ინსტრუქციას, მაგრამ არა შენახვის წესებს. მედიკამენტების უმრავლესობა კი არ შეიძლება დატენიანებულ ადგილას შევინახოთ, სადაც მუდამ ტემპერატურის ცვლილებაა. თუ აბებს, სიროფებს, კაფსულებს სააბაზანოში ინახავთ, აუცილებლად შამოწმეთ მათი შენახვის პირობები. ისინი, რომლებსაც არასწორად ინახავდით, უნდა გადაყაროთ.

წყალში ხსნადი კაფსულები და აბები კანალიზაციაში ჩარეცხეთ, ჩვეულებრივები დაჭყლიტეთ ფხვნილის მიღებამდე და შეფუთეთ თავსახურიან ქილაში, რათა უპატრონო ძაღლები და კატები ვერ მიწვდნენ. ძლიერი პრეპარატები კი უტილიზაციისთვის აფთიაქვს ან საავამდყოფოს გადაეცით.

5. გამოყენებული სამართებელი

ხშირ შემთხვევაში, ქალების და კაცებიც გამოყენებულ საპარსებს ვივიწყებთ და მათ არ ვაგდებთ. იმისათვის, რომ ოთახი უფრო მოწესრიგებულად გამოიყურებოდეს და არც ინფექცია შეგეჭრათ, გააკონტროლეთ სამართებლების გამოყენება.

6. ძველი ღრუბელი

ძველი ღრუბელი და ქისაც აფუჭებს სააბაზანოს ინტერიერს. ისინი აკლებენ მას ესთეტიკას. ამიტომაც, ჩაანაცვლეთ ისინი ახლით. ასე იზრუნებთ აბაზანის ინტერიერზეც და საკუთარ სილამაზეზეც.

7. ბოთლები და ყუთები

შამპუნების, კრემების ბოთლები და ყველანაირი ქილები, აბაზანაში ბევრ თავისუფალ ადგილს იკავებენ. როგორც კი საშუალება გათავდება, თამამად გათავისუფლდით მისი ჭურჭლისგან. უმჯობესი იქნება თუ ერთნაირი კონტეინერებს ან ჭურჭელს შეიძენთ, რომლებშიც მოთავსებთ ხოლმე ახალ საშუალებებს და მათ სხვადასხვანაირ ბოთლებს მაშნვე გადააგდებთ.

კიდევ ერთი ვარიანტია ლამაზი კალათის შეძენა და ბოთლების მასში მოთავსება.

8. ძველი სუნამოები

მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ ტუალეტის წყალი 3 წელს ძლებს. ამ დროის მანძილზე სუნამოს სურნელი უარყოფითად იცვლება, შემადგენლობაც. ამიტომაც ნუ შეაგროვებთ დიდ ფლაკონებს. უმჯობესია თუ პატარა ეგზემპლარებს დაჯერდებით. ამ შემთვევაში ყველა სუნამოთი ისარგებლებთ, რაც გაქვთ მათი ვადის გასვლამდე. რაც შეეხება ტუალეტის წყალს, რომელიც აბაზანის თაროზე დევს, როგორც კი პირვანდელ სურნელს დაკარგავს, გადააგდეთ.