ეს 10 ნივთი სახლიდან დიდი ხნის წინ უნდა მოგეშორებინათ

დაგროვების ერა სრულდება, ამიტომ დროა ვისწავლოთ როგორ ვიცხოვროთ ოდნავ მინიმალისტურად. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ყველა ნივთი და ობიექტი, რაც ჩვენს სახლში ინახება, საჭირო და აუცილებელია. მაშინ უცნაურია, რატომ არ ვიყენებთ ზოგჯერ ზოგიერთ ნივთს წლების განმავლობაში, ან პირიქით, ვინახავთ იმ უსარგებლო ნივთებს, რომლებიც სახლში არც უნდა შემოვიტანოთ.

ზედმეტი საყოფაცხოვრებო ტექნიკა

ტოსტერი, რომელიც სამზარეულოში უკვე რამდენიმე წელია დევს, მაგრამ მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ გამოიყენება. ძველი ფენი, რომლის გადაგდებაც გვენანება, თუმცა იგი უკვე დიდი ხანია ახლით ჩავანაცვლეთ. გატეხილი მულტი სახარში, რომლის შეკეთებასაც უკვე სამი წელია აპირებთ, მაგრამ ამისთვის ვერაფრით მოიცალეთ.

სია უსასრულოდ შეიძლება გავაგრძელოთ. ამიტომ, თქვენ უნდა აიღოთ და ყველა ამ ტექნიკას კრიტიკულად შეხედოთ. შეაფასოთ, რამდენჯერ გამოიყენეთ ესა თუ ის ნივთი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. შემდეგ უნდა გათავისუფლდეთ ყველა უსარგებლო ნივთისგან ნებისმიერი გზით: გადაყაროთ, გააჩუქოთ, გაყიდოთ.

ძველი დამტენი მოწყობილობები

ის ძველი მობილური ტელეფონები სახლში უკვე აღარ გაქვთ, დამტენები კი დაგრჩათ. დაგვეთანხმეთ, რომ მათ აღარასოდეს გამოიყენებთ, ამიტომ მათ რაღაც უნდა მოუხერხოთ. ნოსტალგია ძლიერი რამაა, მაგრამ ნუ მისცემთ მას უფლებას გზაზე გადაგეღობოთ უსარგებლო ნივთებისგან სივრცის გათავისუფლებისას.

ძველი მობილური ტელეფონები და დამტენები სპეციალურ შემგროვებელ პუნქტს უნდა გადასცეთ, რადგან მათი ზოგიერთი ნაწილი შეიძლება რეციკლირებადი იყოს. მოიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტში თქვენს ქალაქში ამგვარი დაწესებულებების შესახებ. ამრიგად, ბუნებასაც დაეხმარებით, თუ გასცემთ და არ გადააგდებთ ნაგავსაყრელზე.

დღიურების გროვა

ბევრს აქვს ეს სისუსტე – ლამაზი დღიურების შეგროვების სურვილი, მაგრამ მათში არასოდეს არაფერს წერენ. ყოველწლიურად, მათი “მთა” უფრო და უფრო იზრდება: ეს არის საჩუქრები და იმპულსური შენაძენები, რომელთა გადაყრაც ძალიან გვენანება.

თქვენ უნდა მოიკრიბოთ ძალები და აირჩიოთ მხოლოდ საუკეთესოები, შემდეგ კი ისინი დანიშნულებისამებრ გამოიყენოოთ. დანარჩენი შეგიძლიათ დაურიგოთ მეგობრებს, რომლებიც, გვერწმუნეთ, ძალიან კმაყოფილი დარჩებიან ასეთი მოულოდნელი საჩუქრით. ან შეგიძლიათ ეს უსარგებლო ნივთები მაკულატურაში ჩააბაროთ, ან საბავშვო ბაღს გადასცეთ.

მიტოვებული ჰობი

საშინლად რთულია გადააგდოთ ის, რაც ერთ დროს შთაგაგონებდათ. ემოციების სიმძიმე ნოსტალგიისგან, უკმაყოფილების გრძნობა საკუთარი თავის მიმართ და იმედები, რომ ერთხელაც დაუბრუნდებით მიტოვებულ საქმიანობას, საშუალებას არ გაძლევთ რაციონალურად შეხედოთ ამ ნივთებს.

ამიტომ ნუ დაივიწყებთ, რომ ყველაფრის შეძენა შეიძლება, თუ კვლავ მოინდომებთ ძველ საქმიანობასთან დაბრუნებას. მაგრამ ახლა დადგა დრო წარსული უკან მოიტოვოთ. ყველა ზედმეტი ნივთი შეიძლება გასცეთ, გაყიდოთ, გააჩუქოთ, სადმე ქუჩაში დადოთ, სადაც მას ის აიღებს, ვისაც უფრო მეტად სჭირდება.

სუვენირები

მრავალჯერადი შუშის ფიგურები, სასანთლეები, ფერადი მაცივრის მაგნიტები და ბარათები. საჩუქრები, რომელთა გადაყრაც გვეუხერხულება, მაგრამ საერთოდ არ გვჭირდება. მოძებნეთ ადამიანები, რომლებსაც ეს ნივთები გაახარებს და ყოველგვარი სინანულის გარეშე აჩუქეთ ისინი.

სახლში ზედმეტი ნივთების შენახვა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გაჩუქეს ან სადღაც დასვენებისას შეიძინეთ, – ნიშნავ საკუთარი თავისგან სიცოცხლის ენერგიის წართმევას. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, თუ რა სწრაფად გაქრება ყველა ეჭვი და მწუხარება, როდესაც სრულიად ცარიელ ტუმბოს დაინახავთ.

წიგნები, რომლებსაც არ კითხულობთ

დიახ, ლამაზი სახლის ბიბლიოთეკის შექმნა, თუნდაც პატარა ზომის, ძალიან მაგარია. მაგრამ რა აზრი აქვს ამას, თუ იგი წიგნებითაა სავსე, რომლებიც არასდროს წაგიკითხავთ? და გამოტყდით, რომ ამ წიგნების უმრავლესობას არც კი წაიკითხავთ. ამაში საშინელი ან სამარცხვინო არაფერია, ხდება ხოლმე.

თქვენ უნდა გადაალაგოთ თითოეული წიგნი და იკითხოთ: “წავიკითხავ ამ წიგნს?”, შემდეგ გულწრფელად უნდა უპასუხოთ საკუთარ შეკითხვას, ყურადღება არ უნდა მიაქციოთ სინანულის გრძნობას. ყველა არჩეულმა წიგნმა რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს თქვენი სახლი. რას მოუხერხებთ მათ, თქვენი გადასაწყვეტია.

ძველი თეთრეული და პირსახოცები

უკვე დროა დაემშვიდობოთ ძველ ტექსტილს, რომელმაც დიდი ხანია დაკარგა გარეგნული იერი. თუ სახლში გაქვთ რაღაც, რომლის სტუმრებთან გამოჩენის გრცხვენიათ, ნიშნავს, რომ იგი თავიდან უნდა მოიშოროთ. იგივე ეხება ძველ გაცრეცილ ჭურჭელს. უმჯობესია გქონდეთ ნაკლები ნივთები, მაგრამ ხარისხიანი, ვიდრე ბევრი გაცვეთილი ხარახურა.

აქტუალობა დაკარგული ნივთები

უსარგებლო ნივთებმა, რომლებიც 90-იან ან 2000-იან წლებში მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ აქტუალობა დაკარგა, თქვენი სახლი უნდა დატოვონ. კომპაქტური დისკები, სამაგიდო თამაშები ნახევარი საჭირო ბარათებისა და ჩიპების გარეშე. აგრეთვე კასეტები, ძველი სასკოლო რვეულები, პირგადასაღები ქაღალდის შეკვრა და ა.შ.

ქაღალდის ქვითრები

აზრი არ აქვს ქაღალდის ამ ფურცლების შენახვას, განსაკუთრებით დღეს. ამ ქვითრებზე მელანი საკმაოდ სწრაფად კარგავს ფერს, ამიტომ ამ ფორმით ინფორმაციის შენარჩუნება სრულიად არაპრაქტიკულია. შეგიძლიათ ქვითარს ფოტო გადაუღოთ, შემდეგ კი გადააგდოთ იგი. თუ მისი შენახვა ერთი წლის განმავლობაში გჭირდებათ, მაშინ იგი მხოლოდ ერთ ყუთში შეინახდეთ და ზოგჯერ დაალაგეთ.

თუმცა, უმჯობესია, რომ ფინანსები ელექტრონული ფორმით შეინახოთ. ამისათვის თქვენ შეგიძლიათ თავად შექმნათ ცხრილები ან სპეციალური მობილური აპლიკაციებით ისარგებლოთ. ამაში ზოგიერთი მობილური ბანკიც დაგეხმარებათ.

დარწმუნებული ვართ, რომ ამ ხარახურა ნივთების მეათედიც კი არ დავასახელეთ, რომლებიც სინდისის ქენჯნის გარეშე შეგიძლიათ გადაყაროთ ან გაყიდოთ. მთავარია ამ საქმეს გონივრულად მიუდგეთ: არ მიხვიდეთ უკიდურესობამდე, მაგრამ ნურც საკუთარ თავს მოიტყუებთ.