რატომ დგას თქვენი ოთხფეხა მეგობარი კედელთან ასე: 7 ძალიან საყურადღებო შესაძლო მიზეზი

1. ტვინის დაავადებები

ასეთი ქცევა შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ თქვენს ცხოველს ტვინში ანთება აქვს. როგორც წესი შუახნის ძაღლები და ახალგაზრდა ძაღლები გამოირჩევიან ამ დაავადებით, რაც კატებში უფრო იშვიათია. ანთების სიმპტომებია კრუნჩხვები, უჩვეულო ქცევა, ენერგიის ნაკლებობა და ზოგჯერ სიცხეც.

2. მეტაბოლური აშლილობა

მსგავსი აშლილობა შეიძლება ერთ ორგანოში გამოვლინდეს ან მთელი სისტემა დააინფიციროს. ასეთი პრობლემები შთამომავლობას მშობლებისგან გადაეცემა. კატებშიც და ძაღლებშიც ამის ყველაზე ხშირი სიმპტომი დიაბეტი და ჰიპოთერიოზია.

3. თავის ტრამვა

თავის ტრამვას ცხოველები ძლიერი დარტყმის შედეგად ან ავარიის დროს იღებენ. ასეტი ტრამვით გამოწვეული პრობლემები 2 კატეგორიად იყოფა. პირველია მთავარი სიმპტომები, რომელიც პირდაპირ და განუკურნავ ზიანს აყენებს ცხოველის ტვინს. მეორადი პრობლემების კატეგორიაში შედის ტრამვიდან რამდენიმე წუთის შემდეგ გაჩენილი ქალის შიდა ჰიპერტენზია, რომელსაც ფიზიკური და ბიოქიმიური დაზიანება იწვევს.

4. ღვიძლის პრობლემები

ღვიძლის მთავარი ფუნქცია სხეულიდან საზიანო ნივთიერებების გატანაა. მისი პრობლემები ცხოველებისთვის შესაძლოა სერიოზულ საშიშროებად იქცეს. ძაღლებში ღვიძლის დაზიანებას ძაღლებში ჰეპატიტი და დიაბეტია. კატებში ამას ინფექციური პერიტონიტი და ლეიკემია იწვევს.

5. ნერვული სისტემის დაავადებები

ცხოველებში ნერვული სისტემის პრობლემების ყველაზე აშკარა სიმპტომებია პარალიზება, კრუნჩხვები და კანკალი. ასეთი პრობლემები ცენტრალური ნერვული სისტემიდან მოდის და ყველაზე დაზიანებული ნაწილების სიაში შეიძლება შედიოდეს ტვინი, ხერხემალი და ნერვები. ამის გამომწვევი მიზეზია მოწამვლა, შთამომავლობით გადმოცემული დაავადებები და არაჯანსაღი დიეტა. ნერვული სისტემის პრობლემების შემჩნევა ცხოველში შეიძლება მაშინ, თუკი შეატყობთ, რომ მათ უჭირთ მოშარდვა, თვალების დახამხამება და კარგად დანახვა.

6. ტვინის სიმსივნე

ასეთი სიმსივნეები როგორც წესი მოხუცებულ კატებსა და ძაღლებში ჩნდება. მათი შემჩნევა შესაძლებელია მაშინ, როდესაც ცხოველს უჭირს ფიქრი, სიარული, აქტიურობა და სუნთქვა.

7. ტოქსინების ზემოქმედება

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ძაღლი ან კატა შეიძლება კედელზე თავის მიდებით ისვენებდეს, ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლა გახლავთ. ამის უამრავი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. მაგალითად ადამიანის საჭმელის ჭამა, მედიკამენტების ჭამა ან ისეთი ქიმიკატების ჭამა, როგორიცაა თაგვის, მცენარეების ან ბაღის წამალი.