9 შესანიშნავი ხრიკი, რომლებიც სამზარეულოში ყოფნას გაგიმარტივებთ

სამზარეულოში ფუსფუსი ყველა დიასახლისს უყვარს, თუმცა კერძების მომზადების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და მეტ-ნაკლებად რთულიცაა. სწორედ ამიტომ, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ 9 ხრიკს, რომლებიც ყოველდღიურ პრობლემებს მარტივად დაგაძლევინებთ.

1. გათალეთ პომიდორი უფრო ადვილად

პომიდორის ყველაზე სწრაფად და მარტივად გასათლელად გაუყარეთ მასში ჩანგალი და დაიჭირეთ ცეცხლის თავზე რამდენიმე წამით.

2. დაიცავით ხელები ცხარე წიწაკის დაჭრისას

ხელთათმანების ნაცვლად ხელების დასაცავად შეგიძლიათ ბოსტნეულის ან ზეითუნის ზეთი გამოიყენოთ. წიწაკის დაჭრამდე შეიზილეთ 1 კოვზი ზეთი ხელებზე. ეს კანს დაზიანებისგან დაიცავს.

3. გამოწურეთ ვაშლის წვენი კომფორტულად

თუ საწური არ გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ შედოთ ვაშლი საყინულეში მის გაყინვამდე. ამის შემდეგ შეგიძლიათ იგი გამოიღოთ და დააცადოთ ბოლომდე ჩამოდნობა. ასეთ დროს ხელით მისი ჭიქაში ჩაწურვა ძალიან ადვილი იქნება.

4. გამოიყენეთ მიქსერი ხორცის დასაქუცმაცებლად

მიქსერის გამოყენებით ნებისმიერი ტიპის ხორცის – ქათმის, ღორის თუ საქონლის ნაჭრების დანაწევრებაა შესაძლებელი. უბრალოდ ჩართეთ მიქსერი დაბალ სიჩქარეზე და მოათავსეთ მასში ხორცი 2 წუთით, შემდეგ კი დაუმატეთ საყვარელ კერძს.

5. დაჭერით მწვანილები უფრო სწრაფად პიცის საჭრელით

პიცის საჭრელი ბორბალი ორივე მხარეს ტრიალებს, რაც იდეალურად შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი პატარა პროდუქტების დასაჭრელად, როგორიცაა მწვანე ხახვი და სხვა სახის მწვანილები.

6. გამოიყენეთ შესაკრავიანი პარკი ნიორის შესანახად

ყოველი ვახშმის მომზადებისას ნიორის დაჭრა და გასუფთავება დიდ დროს გვართმევს. ამიტომ შეგიძლიათ მისი დიდი ოდენობა ერთ ჯერზე დაჭრათ და შესაკრავიან პარკში ჩააწყოთ. ასეთი პაკეტების საყინულეში შედებით მათ მარტივად შეინახავთ, რადგან საჭიროების შემთხვევაში მისი გამოღება და სასურველი ზომის ნიორის ჩამოტეხვა მარტივი იქნება.

7. გაწმინდეთ გრილის ზედაპირი კარტოფილით

უბრალო კარტოფილს შეუძლია ხორცის და თევზის შეწვა გაგიადვილოთ. გაჭერით იგი შუაზე და წაუსვით გრილის ზედაპირს. კარტოფილის წვენი გრილის ზედაპირზე დამცავ ბარიერსაც კი შექმნის, რომელიც დელიკატური ხორცების შეწვაშიც კი დაგეხმარებათ.

8. გაფცქვენით ნიორი დანის გარეშე

ამისთვის მხოლოდ ჯამი დაგჭირდებათ. ჩაასხით მასში თბილი წყალი და ჩაყარეთ ნიორი 5 წუთით. ამის შემდეგ იგი ძალიან მარტივად გაიფცქვნება.

9. გამოიყენეთ ფქვილი ავოკადოს სწრაფად დასამწიფებლად

ჩამარხეთ ავოკადო ფქვილით სავსე ჯამში და ეს მისი დამწიფების პროცესს ააჩქარებს. ფქვილი ამას ავოკადოში ეთილენის გამოყოფის წახალისებითა და ზედმეტი ნესტის შეწოვით ახერხებს.