როგორ გამოვიყენოთ ძველი საპნის ნარჩენები

თანამედროვე პრეპარატები ბაღსა და ბოსტანში ყოველთვის უსაფრთხო არ არის, როგორც ჩვენ ვისურვებდით. გარდა ამისა, საჭირო მომენტში, აუცილებელი პრეპარატი შეიძლება უბრალოდ არც აღმოგვაჩნდეს ხელთ. თანაც, ქიმიური საშუალებებით დამწიფებულ მოსავალს ჯანსაღ პროდუქტებად ნამდვილად ვერ ჩავთვლით.

ასეთ ვითარებაში დაგეხმარებათ საშინაო, დროის მიერ ნაცადი საშუალებები, რომლებიც თავიანთი ნატურალურობის წყალობით უსაფრთხო და ეფექტურია. როგორც თვითნაკეთი მასალა, გამოგადგებათ უბრალო საყოფაცხოვრებო ან კოსმეტიკური საპონი. იგი ხელმისაწვდომია თავისი დაბალი ფასის გამო და თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება.

საპონი ბაღში

იმისათვის, რომ ბაღი პატარა და დიდი ზომის მავნებლებისგან დაიცვათ, დაწყებული ძუძუმწოვრებით და დამთავრებული მწერებით, თქვენ რამდენიმე თვითნაკეთი საშუალება დაგჭირდებათ.

თქვენ დაგჭირდებათ

  • საპნის რამდენიმე ნატეხი
  • ქსოვილი ან მზა ნაჭრის ტომარა
  • დანა
  • სტეპლერი
  • ხის საკიდები

მუშაობის პრინციპი

1. მსხვილად დაჭერით საპონი და ისინი ქსოვილის ტომრებზე მოათავსეთ.

2. ტომრების კიდეები სტეპლერით დაამაგრეთ, საპონი რომ არ გამოვარდეს. ნახვრეტები მჭიდროდ არ დახუროთ – საპნის სუნი თავისუფლად უნდა გაიფანტოს.

3. ბაღის პერიმეტრზე ხის საკიდები განათავსეთ და მათზე საპნიანი ტომრები ჩამოკიდეთ.

4. შეგიძლიათ საპნის ნარჩენები წვრილად დაფშვნათ და მცენარეს ან ნიადაგს მოაყართ, მავნებლებისგან დამატებითი დაცვის უზრუნველსაყოფად.

სუნი, რომელსაც საპონი გამოყოფს, მავნებლებს აღიზიანებს საკმარისი სიმძაფრით, რათა ისინი თქვენს ნაკვეთზე აღარ გამოჩნდნენ. წვიმის დროს კი სუნი უფრო ძლიერდება.

გახსოვდეთ, რომ საპონი რეგულარულად უნდა შეიცვალოს, რათა მიღწეული ეფექტი არ შესუსტდეს. ყურადღება გაამახვილეთ არომატულ მყარ საპონს – სწორედ მისგან მიიღებთ მაქსიმალურ ეფექტს. ნეიტრალური არომატის საპონს სასურველი ეფექტი არ ექნება.

მავნებლებთან ბრძოლის ამ მეთოდის მთავარი უპირატესობა მისი განსაკუთრებული ნატურალურობაა. საპონი არ ტოვებს მავნე ნივთიერებებს ხილზე, ბოსტნეულსა და ფლორის წარმომადგენლებზე. იგი აბსოლუტურად უსაფრთხოა ცხოველების ჯანმრთელობისთვის, რომლებსაც შეაშინებთ, ისევე როგორც გარემოსთვის.

ეს მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდი აქტიურად გამოიყენება მას შემდეგ, რაც მოდაში კვლავ შემოვიდა ორგანული მიწათმოქმედება. გამოიყენეთ ეს მეთოდი და ნახავთ, რამდენად ლამაზი და უსაფრთხო შეიძლება იყოს თქვენი მიწის ნაკვეთი.