უახლესი ტექნოლოგიები თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე: #4 ყველაზე მეტად მჭირდება

ჯანსაღი ცხოვრების წესსზე გადასვლა არც ისეთი მარტივია, როგორიც ძილის წინა ფიქრებში წარმოგვიდგენია ხოლმე: საჭიროა სწორი კვება, სითხის საჭირო რაოდენობის მიღება და ფიზიკური აქტივობები. ამ გარდასახვის გასამარტივებლად, წარმოგიდგენთ ჭკვიან მოწყობილობებს, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების დაწყებაში დაგეხმარებათ.

1. KOR Nava ჭკვიანი ბოთლი

ეს ბოთლი სხვებისგან განსხვავდება, რადგან მასში ჩაშენებულია ქოქოსის ქერქის ფილტრი, რომელიც ჩვეულებრივ წყალს უფრო გემრიელს და სუფთას ხდის.

2. Santo სწრაფად გასაშრობი პირსხახოცი

ამ პირსახოცის გამოყენება ვარჯიშის დროს იდეალურია. მაგალითად როდესაც კლდეზე მიცოცავთ და ბევრი ოფლი მოგდით, ეს პირსახოცი ნებისმიერ სითხეს სწრაფად შეიწოვს და თანაც ჯიბეში მარტივად ჩაეტევა.

3. Tinké პულსის სენსორი

ეს სენსორი საშუალებას გაძლევთ გააკონტროლოთ თქვენს სისხლში არსებული ჟანგბადის რაოდენობა, გულის ცემის და სუნთქვის რიტმი. ამ ინფორმაციის მისაღებად მასზე უბრალოდ თითის დადებაა საჭირო.

4. Picooc ჭკვიანი საზომი

ამ საასწორს შეუძლია აკონტროლოს თქვენი წონა და დაგეხმაროთ ჯანმრთელობაზე ზრუნვაში. იგი გამოითვლის თქვეს წონას, სხეულის მასას, ცხიმის პროცენტულ მაჩვენებელს და კუნთების მასასაც კი. მთელი ეს ინფორმაცია თქვენს სმარტფონში ინახება.

5. Kolibree ჯაგრისი

ეს ჯაგრისი აკონტროლებს სწორად იხეხავთ თუ არა თქვენს კბილებს. იგი ყოველჯერზე აანალიზებს ინფორმაციას და მას თქვენს სმარტფონში აგზავნის. იგი გაძლევთ რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირად უნდა გამოიხეხოთ კბილები და რა ზონებს უნდა მიაქციოთ უფრო დიდი ყურადღება.

6. SteriPEN წყლის გამფილტრავი

ეს შვეიცარიული გამოგონება ულტრაიისფერ სხივებს იყენებს წყალში არსებული ბაქტერიების 99.9 პროცენტის მოსაკლავად. მას შეუძლია 50 ლიტრი წყალიკ 1 წუთში გაფილტროს. მასზე მოთავსებული სტიკერი შეგატყობინებთ იმას, თუ როდისაა წყალი უსაფრთხო დასალევად.

7. BioScarf

ბიოსკარფი ჰაერს ფილტრავს და ამცირებს სასუნთქი სისტემების დაავადებებს. იგი ძალიან გამოსადეგია ალერგიული ადამიანებისთვის და დაბინძურებულ არეში მცხოვრები მოსახლეობისთვის. ბიოსკარფი იმ კომპონენტებისგანაა დამზადებულ, რომელიც გვიცავს ალერგენებისგან და ვირუსებისგან.

8. Atmotube ჰაერის ხარისხის საზომი

ეს პორტაბელული მოწყობილობაა, რომელიც თქვენს ირგვლივ ჰაერს აანალიზებს და გატყობინებთ მასში არსებული საზიანო გაზების რაოდენობის შესახებ. იგი ასევე გაძლევთ ინფორმაციას ტემპერატურისა და ნესტიანობის ცვლილებების შესახებაც, რაც ძალიან სასარგებლოა, თუ ასთმა ან ალერგიები გაწუხებთ.

9. The smart საძილე ნიღაბი

ამ ნიღბის სენსორები ტვინის იმპულსებს აანალიზებენ და მათი მიხედვით შესაფერის მუსიკას პოულობენ, რომელიც დაძინებაში გეხმარებათ. თქვენი დაძინებისთანავე მუსიკის ხმა იკლებს და შემდეგ ითიშება. დილით კვლავ ირთვება მუსიკა, რომელიც გამოღვიძებაში გეხმარებათ სტრესის გარეშე.

10. ZipStitch წებოვანი პლასტირი

ამ პლასტირის საშუალებით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ქირურგიული ნაკერები და ასევე იგი პირველადი დახმარებისთვისაც გამოდგება მაში, თუკი საავადმყოფოდან შორს იმყოფებით. იგი აჩერებს სისხლდენას და გიცავთ შრამებისგან.