
ლუკ მაბოტმა ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის ორგანიზაციას საკუთარ სახლში დარჩენა შესთავაზა უფასოდ. იორკშირში მდებარე სახლის დათმობასთან ერთად ცნობილი მოდელი ექიმებს ყველანაირი სახლის გადასახადის დაფარვასაც შეპირდა. The Love Islan-ის ფინალისტი მის ძმასთან ერთად იმყოფება იზოლაციაში და სურს, რომ მისი ცარიელი სახლი სასარგებლო მიზნის მისაღწევად გამოიყენოს.
ასეთი კეთილი ჟესტის შესახებ მან ინსტაგრამზე 1.2 მილიონ გამომწერს ასეთი ტექსტით აცნობა: “იმედი მაქვს ყველაფერი კარგადაა და ყველა უსაფრთხოდაა. მე ამჟამად ჩემი ძმის სახლში ვარ, მის პარტნიორთან და ძმიშვილთან ერთად. ჩემ სახლში არავინაა, ამიტომ თუკი NHS-ში მუშსაობთ, ექიმი ან ექთანი ხართ, დამიკავშირდით და რაიმეს მოვიფიქრებთ, თუკი დასარჩენი ადგილის პოვნა გიჭირთ. მე გადავიხდი ყველაფრის, გაზის, წყლის, ელექტროენერგიის, ქირის ფასს. ამაზე ნერვიულობა არ მოგიწევთ. ეს ადგილია, სადაც შეგიძლიათ დარჩეთ, თუკი არ გსურთ, რომ თქვენი ოჯახის წევრებს კორონავირუსი გადასდოთ. დამიკავშირდით და რამეს მოვიფიქრებთ”
ლუკი აღნიშნული სახლის ინტერიერს ხშირად აზიარებდა სოციალურ ქსელებში. მას მინიმალისტური მონოქრომული მისაღები ოთახი, დიდი გარდერობის ოთახი და საკუთარი მუსიკის ოთახიც კი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მოდელმა საყვარელი ნივთები ძმის სახლში გადაიტანა, მაინც აშკარაა რომ მის საკუთარ სახლში დარჩენა მაინც იდეალური ვარიანტი იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით პანდემიასთან ბრძოლის პროცესში.
მოდელმა ცნობილი ტელეშოუს ზამთრის სეზონში მესამე ადგილი დაიკავა დემი ჯონსთა ერთად. ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია მათი დაშორების შესახებაც, რადგან ფანების თქმით ვარსკვლავები სოციალურ ქსელებში ერთმანეთის პოსტებს ხშირად აღარ პასუხობენ. თუმცა, დემი ჯონსმა იუთუბზე გამოქვეყნებულ განცხადებაში გაამხილა, რომ წყვილი კვლავ ერთადაა, თუმცა მათ იზოლაციის პერიოდის ცალცალკე გატარება ამჯობინეს.