$31-მილიონიანი ქონება: დეივიდ და ვიქტორია ბექჰემების სახლი უნდა ნახოთ, რომ დაიჯეროთ

ცნობილი წყვილი ლონდონში, ჰოლლანდ პარკში ცხოვრობს მათ ოთხ შვილთან ერთად. ვიქტორია და დეივიდი ბრუკლინთან, რომეოსთან, კრუზთან და ჰარპერთან ერთად 31 მილიონი ფუნტის ღირებულების მართლაც საოცარ სასახლეში ცხოვრობენ. წყვილმა დაახლოებით 8 მილიონი დახარჯა 2016 წელს ამ შენობის განახლებისთვის. ლამაზი დეკორაციებით გაფორმებულ ბინას საკუთარი სავარჯიშო დარბაზი, ღვინის სარდაფი და განცალკევებული ნაწილიც კი აქვს იმისათვის, რომ ყველაზე უფროსმა შვილმა ბრუკლინმა განცალკევებით თავისუფლად იცხოვროს.

შესასვლელი:

ვიქტორია ბექჰემმა შთამბეჭდავი შესასვლელის ფოტო საკუთარ ინსტაგრამზე, ჰელოუინის წინ გამოაქვეყნა. ეს მართლაც იდეალური სივრცეა სადღესასწაულო დეკორაციების ჩამოსაკიდებლად. შესასვლელი ასევე რკინის სახურავითაა და ძვირფასი, შავი დეკორაციებით დაფარული ქვაფენილითაც გამოირჩევა.

სავარჯიშო დარბაზი

ბექჰემების სავარჯიშო დარბაზი მრავალფეროვანი კარდიოვასკულარული მოწყობილობებით გამოირჩევა, რომელიც იდეალურია ფიტნესის მოყვარულთათვის. ვიქტორიამ გაამხილა, რომ იგი ყოველ დილას 1 საათს ატარებს სარბენ ბილიკზე და შემდეგ სხვა ტონუსის გამაუმჯობესებელ ვარჯიშებს ასრულებს.

შესასვლელი დერეფანი

ვიქტორიას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოში მისი ვიზუალის გარდა ფანების ყურადღება ძალიან ლამაზმა შესასვლელმაც მიიქცია. აქ თქვენ ნახავთ მონოქრომირებული ფერების სქემას, რომელიც იდეალურად ერწყმის შავ და თეთრ იატაკის ფილებს და კედლებზე ჩამოკიდებულ ორიგინალურ განათებებს. მის ცენტრში ფართო კიბეა მოთავსებული, რომელსაც პირველ სართულზე დიდი ფანჯარა აფორმებს. როგორც ცნობილ დიზაინერს შეესაბამება, ეს დერეფანიც ულამაზესი ჭაღით და შემდეგ ოთახში გამავალი თაღოვანი კარებებითაა გაფორმებული.

მისაღები ოთახი:

მისაღები ოთახი სახლის წინა ნაწილში მდებარეობს და ფანჯრებითა და ორნამენტებით გაფორმებული ჭერითაა გალამაზებული. აქ ერთმანეთს იდეალურად ერწყმის კრემის ფერი საღებავი და ყვავილებით გაფორმებული შპალერი. ოჯახის წევრებს ამ ოთახში განტვირთვისას მასში მოთავსებული ბუხრის წინ დაჯდომა და დასვენება შეუძლიათ.

სამზარეულო

უმაღლესი კლასის სამზარეულოს ტექნიკით და შავი კარადებით გაფორმებული ეს ოთახი ბექჰემების სახლის ერთ-ერთ გამორჩეული ნაწილია. ორიგინალური ხითა და შუქით გაფორმებული თაროები დამატებით სივრცეს ქმნის აქსესუარების შესანახად. მათთან ერთად აქ შეხვდებით გიგანტურ ტელევიზორსაც, რომელსაც დეივიდისას და ვიქტორიას გართობა შეუძლია საჭმლის მომზადების დროს. ოთახის ცენტრში მოთავსებული კუნძული ბარის სკამებითაა გარშემორტყმული, რომლის თავზეც ტაფებია ჩამოკიდებული. აქ ასევე შეხვდებით დიდ გაზქურასაც, რომელიც ექვს წევრიანი ოჯახისთვის იდეალურია. მასზე შესაძლებელია შებოლილი, შემწვარი, მოხარშული და სხვა უამრავი სახის კერძის მომზადება თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით. აქ ასევე განთავსებულია პროფესიონალური ყავის დანადგარიც.

სასადილო ოთახი:

სასადილო ოთახი მთელი სახლის მსგავსად ულამაზესი ხის იატაკით გამოირჩევა, რომელზეც გრძელი ხის სასადილო მაგიდა და სკამები დგას. ვიქტორიამ ეს მაგიდა ყვავილებით სავსე ულამაზესი ვაზებით გააფორმა. სკამების თავზე იდეალური განათებაა გადმოკიდებული, ხოლო ოთახის სიმყუდროვეს იდეალურად ერწყმის ბუხარი და მის თავზე მოთავსებული მრგვალი სარკე.

სააბაზანო

ვიქტორიას სააბაზანოს იატაკი მარმარილოთია დაფარული. მისი დეკორაციები მოიცავს დიდ სარკესა და ყვავილებით სავსე ვაზებს. ამ აბაზანაში გადაღებულ ვიდეოებს წყვილი ხშირად ავრცელებს. ვიქტორია ძირითადად მაკიაჟის წასმის პროცედურებს აზიარებს ინსტაგრამზე, ხოლო დეივიდმა გამოაქვეყნა ორიგინალური ფოტო, რომელშიც რომეოს წვერის გაპარსვას ასწავლის. ფოტოზე ასევე ჩანს ჩარჩოში ჩასმული სურათი, რომელშიც ვიქტორიას ერთ-ერთი მოდის შოაუ ასახული. ფოტოებში ასევე ჩანს სააბაზანოს დიდი კარადაც და ორნამენტებით მორთული ჭაღიც.

ბაღი:

დეივიდის და ვიქტორიას ბაღს საკმაოდ დიდი სივრცე უკავია, რომელშიც დასასვენებელი ვერანდა და სახატავი სივრცეა განთავსებული. აქ გასაბერი აუზისთვისაც კი საკმარისი სივრცეა. ცნობილი ოჯახი ზაფხულის ცხელ დღეებში სწორედ მისი საშუალებით ერთობა. ლამაზ ბაღში ასევე კარავიცაა გაშლლილი, რომელშიც ბავშვები ისვენებენ და თამაშობენ. ხეები ფერადი ნათურებითა და ლამფებითაა გაფორმებული, რაც ამ სივრცეს ღამით იდეალურ ადგილად აქცევს დასასვენებლად.