ეს რჩევები დაგეხმარებათ საუკეთესო საოჯახო ავტომობილის შერჩევაში

ოჯახური ავტომობილები უამრავი ფორმის და ზომისაა თანამედროვე ბაზარზე. მათ ინტერიერზე დიზაინერები განსაკუთრებული მონდომებით ფიქრობენ, რადგან სურთ მძღოლებს შესთავაზონ ყველაზე უფრო დიდი სივრცე და სკამების კომფორტული განლაგების სისტემა. ამიტომ წარმოგიდგენთ ყველაზე უფრო კომფორტულ საოჯახო მანქანებს, რომლების დიზაინიც იდეალურად პასუხობს ნებისმიერი მოგზაურისა თუ ოჯახის წევრის მოთხოვნებს:

Honda HR-V

სკამების განლაგება მართლაც იდეალურია ჰონდას ამ უნიკალურ მოდელში. იგი “მაგიური სკამების” სისტემითაა მოწყობილი და მისი უკანა სკამების გაყოფა და დაკეცვაა შესაძლებელი. თუმცა, ამ მოდელის სკამების აკეცვა ასევე მაღლაც შეგიძლიათ, რათა მაღალი ან არაორდინალური ზომის ნივთები მოათავსოთ მანქანის უკანა ნაწილში. ეს ერთი შეხედვით მარტივი დიზაინის ასპექტია, თუმცა იგი ძალიან დიდ სივრცეს გიქმნით ნებისმიერი სახის ბარგის გადასატანად.

Ford Puma

ამ მანქანის დაბალი ბარგის განყოფილება თანამედროვე დიზაინის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. იგი არამარტო 80 ლიტრით უფრო დიდ სივრცეს გთავაზობთ თქვენი ბარგის ჩასადებად, არამედ მისი დახმარებით 115 სანტიმეტრის სიმაღლის ნივთების გადატანაც მარტივადაა შესაძლებელი. მას ასევე გააჩნია წყალგამძლე ზედაპირი და სანიაღვრე სისტემა, რის გამოც ამ განყოფილების წყლით გაწმენდა ძალიან მარტივია. ასევე მასში სველი ფეხსაცმელებისა და ტალახიანი სპორტული მოწყობილობების ჩადებაც არ წარმოადგენს პრობლემას.

Peugeot Traveller

თუკი ისეთ მანქანას ეძებთ, რომლის გამოყენებითაც რვა ადამიანს უპრობლემოდ ამგზავრებთ, მაშინ ეს ავტომობილი საუკეთესო არჩევანია თქვენთვის. მწარმოებელი ამ ავტომობილის ორ, განსხვავებული სიგრძეების მქონე ვარიანტს გვთავაზობს. მისი სივრცე მრავალნაირად შეგიძლიათ მოაწყოთ რელსებზე მდგარი სავარძლების მარტივად მოძრაობის საშუალებით. ასევე სკამების მთლიანად მოხსნაც კი შეგიძლიათ. შესაბამისად, მინი ავტობუსის მსგავსი სკამების განლაგებისა, შეგიძლიათ ამ ავტომობილში უფრო კომფორტული სივრცეც მოაწყოთ, ერთმანეთისკენ მიტრიალებული ოთხი სკამით და მათ შუაში ჩამდგარი მაგიდით.

Land Rover Discovery

ეს ავტომობილი მართლაც ერთი თავით მაღლა დგას მის კონკურენტებთან შედარებით მაშინ, როდესაც საქმე არაორდინალურ გზებზე გამავლობასა და პრაქტიკულობას ეხება. მასში ასევე მარტივად თავსდება 7 ზრდასრული ადამიანი. თანაც, თუკი ზედმეტი მგზავრები არ გყავთ, მაშინ გამოუყენებელი სკამები თავისით იკეცება ელექტრონულად.

Skoda Superb

საშუალოდ ბრიტანელ მძღოლებს წელიწადში 133 დღე წვიმაში სიარული უწევთ. სწორედ ასეთ დროსაა ეს ავტომობილი გამოსადეგი, რადგან მის კარში სწორედ ქოლგის ჩასადებია ჩაშენებული. ამ ავტომობილის შემქმნელს ყოველთვის სურდა მძღოლებისთვის ცხოვრების გამარტივება, რის გამოც ამ მანქანის კორპუსში ასევე მოთავსებულია ყინულის საწმენდიც.