მოქმედი მეთოდი: როგორ გავაღვივოთ ნებისმიერი თესლი

საიდუმლო არ არის, რომ თესლის გაღვივება შესანიშნავი მეთოდია, რომელიც საშუალებას გაძლევთ სწრაფად განსაზღვროთ ამ მასალის ზრდის ენერგია, დააჩქაროთ ზრდა და გაიგოთ აღმოცენების პროცენტულობა. დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ რამდენიმე ნაცად მეთოდს, რომლებიც დაგეხმარებათ თესლის გაღვივებაში მის დარგვამდე, 100%-იანი შედეგით.

როგორ გავაღვივოთ თესლი

დაგჭირდებათ:

  • ჰიგიენური საფენი
  • თესლი
  • მაკრატელი
  • წყალი

მუშაობის წესი

1. ფრთხილად ამოჭერით ჰიგიენურ საფენის ზედა ფენა სამი მხრიდან.

2. გასაღვივებლად მზა თესლი საფენის შიგნითა ფენაში განათავსეთ.

3. ზედა ფენა დააფარეთ და უხვად დაასხით წყალი.

შემდეგ უმჯობესია საფენი თბილ, კარგად განათებულ ადგილას დადოთ. ასევე საჭიროა საფენში ტენიანობის დონის მონიტორინგი. რამდენიმე დღეში თქვენ ნახავთ შედეგს. კარგი თესლი მესამე დღესვე მოგცემთ შედეგს, უვარგისი კი უბრალოდ არ გაღვივდება.

იხილეთ მეტი ხრიკი ჰიგიენური საფენის გამოყენებით:

ასევე ეფექტურია თესლის გაღვივება მარლის გამოყენებით. ამისთვის საჭიროა შემდეგი რამ მოამზადოთ.

დაგჭირდებათ:

  • მარლის ნაჭერი
  • თესლის სადეზინფექციო საშუალება
  • პლასტმასის სახურავი
  • პოლიეთილენის პაკეტი

მუშაობის წესი

1. თესლი ნებისმიერი სადეზინფექციო საშუალებით დაამუსავეთ. ასეთი საშუალებები შეგიძლიათ მებაღეობის მაღაზიებში შეიძინოთ.

2. ორ ფენად დადეთ მარლა და მასზე მცენარის თესლი მოათავსეთ. შემდეგ სახურავს ცოტაოდენი თბილი წყალი დაასხით და მარლა თესლებთან ერთად ჭურჭელში გადაიტანეთ.

3. პლასტმასის თავსახური თესლებთან ერთად პატარა პოლიეთილენის პაკეტში მოათავსეთ, გაკვანძეთ და გამათბობელი ბატარეის გვერდით დადეთ.

გაღვივების ამ მეთოდსაც სჭირდება მარლაზე ტენიანობის შემოწმება ყოველ 2 დღეში ერთხელ. კარგ მოსავალს გისურვებთ!