ქუჩაში ქცევის წესები: არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ ეს ნივთები ძირიდან

როდესაც მიწაზე რაღაცას ვხედავ, ხელები ავტომატურად მიიწევს მის ასაღებად. ქმარი ყოველთვის მეჩხუბება, რომ ყველაფერი სახლში მიმაქვს, რასაც ვიპოვი. “ქუჩაში მოქცევის წესებში ნათქვამია: არსებობს ნივთები, რომელთა ქუჩიდან აღება არ ღირს არავითარ შემთხვევაში. ამგვარი ქმედებების შედეგებმა შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე ან ფინანსურ მდგომარეობაზე!” – მეუბნებოდა ქმარი.

ალბათ, ამაში დავეთანხმები მას, რადგან მართლაც, გადაგდებული ნივთები შეიძლება რასასურველი და საზიანოც კი იყოს კეთილდღეობისთვის და არა მხოლოდ.

ქუჩაში ქცევის წესები

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, ტროტუარიდან რა ნაპოვნი ნივთები არ უნდა აიღოთ. საჭიროა დროულად გაჩერდეთ!

საფულე ფულით

განსაკუთრებით ფრთხილად იყავით მიწიდან ფულით საფულის ან ჩანთის აღებისას. მაშინაც კი, თუ თქვენ არ აპირებთ ამ მონაპოვრის თქვენთვის დატოვებას, და მისი მფლობელის პოვნა გსურთ, დაკარგული საფულე შეიძლება თაღლითების ხაფანგი აღმოჩნდეს.

როგორც კი ნაპოვნ საფულეს აიღებთ, მაშინვე გამოჩნდება მოწმე, რომელიც საფულეში არსებული თანხის ნახევარს მოგთხოვთ, შემდეგ კი გამოჩნდება თავად მეპატრონე, რომელსაც შეეძლება ქურდობაში დაგადანაშაულოთ. ამიტომ, თუ გრძნობთ, რომ უკან ვიღაც მოგსდევთ ან საეჭვო ადამიანები მოგყვებათ – გაიარეთ, მიწიდან არაფერი აიღოთ!

ქინძისთავები, ნემსები და შპრიცები

თავადაც დაიმახსოვრეთ და შვილებსაც უთხარით, რომ მიწიდან ქინძისთავების, ნემსების და მით უმეტეს შპრიცების აღება უკიდურესად საშიშია. დიდია რაიმე სახის ინფექციის დაჭერის რისკი.

ასევე, ასეთ ნივთებს შეუძლიათ ნეგატიური ენერგიის გადატანა, რადგან უმეტესწილად, გასაჭრელი და გასახვრეტი ნივთები მეპატრონეების მიერ დაკარგული კი არა, გააზრებულად არის გადაყრილი. ყველა სახის ნემსი და ქინძისთავები შთანთქავს სახლის და მისი მფლობელების დაავადებების ნეგატივს.

დანა

არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოთ და აიღოთ “ობოლი” დანები. რა იზამთ, თუ მისმა მფლობელმა დანაშაული ჩაიდინა? მასზე თქვენი თითის ანაბეჭდებიც დარჩება, რის შემდეგაც საქმე სამართალდამცავ ორგანოებთან გექნებათ. შედეგად, შესაძლებელია სასამართლო პროცესი ჩატარდეს, რაც ნამდვილად არ გჭირდებათ.

SIM-ბარათი

უცხო SIM-ბარათიც ასევე უმჯობესია გადააგდოთ! სავარაუდოა, რომ მეპატრონემ იგი თავიდან მოიშორა, რადგან შემთხვევით მისი დაკარგვის შესაძლებლობა ძალიან მცირეა. შედეგად, ტელეფონში ამ ბარათის ჩართვით, თქვენ შესაძლოა არასასურველი ზარები შემოგივიდეთ, მათ შორის კრედიტორების და კოლექტორებისგან.

ყურსასმენები

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოდესმე თავში მოგივიდეთ აზრად ქუჩაში ნაპოვნი მეორადი კბილის ჯაგრისის ან პირსახოცის გამოყენება. ამავე მიზეზით, არ ღირს ტელეფონის აქსესუარის ან ყურსასმენის აღება, რომელიც ვიღაცამ ქუჩაში შემთხვევით დატოვა.

ქაფ-რეზინზე, რომელიც ყურსასმენის დასამზადებლად გამოიყენება, გროვდება დიდი რაოდენობით ბაქტერია, რამაც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას.

სარკე

თუნდაც ქალის პატარა, საყვარელი სარკე, რომელიც ტროტუარზე უდანაშაულოდ დევს, შეიძლება ძალიან არასასურველი მონაპოვარი იყოს. თუ სარკე ქუჩაში გადააგდეს, არა მხოლოდ მისი აღება არ შეიძლება, არამედ მასში ჩახედვაც კი საშიშია.

რაც მთავარია, ნამდვილად არ ღირს ქუჩიდან გატეხილი სარკის აღება. და არ აქვს მნიშვნელობა სარკე რა მეხსიერებას ინახავს. პირს, რომელიც ასეთ ნივთს აღმოაჩენს, საფრთხე ემუქრება და შესაძლოა იგი სერიოზული დაავადებით დაავადდეს.

ძველი მონეტები

ხშირად, ასეთი მონეტები შეიძლება დაწყევლილი იყოს მისი მფლობელის გასანადგურებლად. შედეგად, მიწიდან ასეთი მონაპოვარის აღებისას, შეიძლება საკუთარი თავი სრულ განადგურებამდე მიიყვანოთ და ვერც გააცნობიეროთ, რა გახდა ფინანსური კრახის მიზეზი.

დაიჯერებთ თუ არა ამას, თქვენი საქმეა. ნებისმიერ შემთხვევაში, თითოეულ ნივთს საკუთარი ამბავი და მიზეზი აქვს, თუ რატომ აღმოჩნდა იგი ქუჩაში. ქუჩაში ქცევის წესები სერიოზული რამეა, ნუ დაარღვევთ მათ, რომ არ დააზიანოთ საკუთარი თავი და ოჯახი!