ანდრეა ბოჩელის ძრვისპირა სასახლე იტალიური ოცნების ხორცშესხმაა

750 კ/მ ფართობის მქონე ვილის ყიდვა სწრაფი გადაწყვეტილება არ გახლავთ, თუმცა ოპერის ცნობილი მომღერლისთვის ეს მართლაც სწრაფად მოხდა. ბოჩელის თქმით მან ინსტიქტით იგრძნო, რომ სწორედ ამ სახლში უნდა გაეზარდა საკუთარი შვილები და ამიტომაც მაშინვე იყიდა. რათქმაუნდა, მართლაც ძნელია პირველივე ნახვისას არ მოიხიბლოთ ამ იტალიური ვილით, რომელიც ტოსკანის სანაპიროზე მდებარეობს. ეს შენობა მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან ოთხმოცდაათიან წლებამდე მდიდრული ჰოტელის დანიშნულებასაც კი ასრულებდა. თუმცა, მის ყიდვამდე ანდრეა ბოჩელიმ პროფესიონალ არქიტექტორს ჰკითხა რჩევა. ეს მისი ძმა იყო, ალბერტო ბოჩელი, რომელიც კარგად იცნობს ანდრეას და ზუსტად იცის ის, თუ რა სჭირდება მის ოჯახს და თვითონ მომღერალს. ბოჩელის ოჯახი 5 წევრისგან შედგება. იგი საკუთარ მენეჯერზე, ვერონიკა ბოჩელიზეა დაქორწინებული და სამი შვილი ჰყავს, ამოსი, მატეო და ვირჯინია.

1 წლიანი განახლების პროცესმა სახლი საბოლოოდ 3 გამოყოფილ სივრცედ გაყო, რაც ვილის სამ სხვადასხვა სართულს მოიცავს. პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები და სასადილო ოთახები, მეორე სართულზე ოფისი, ბოჩელის სტუდია და სტუმრების მისაღები ოთახია განთავსებული. მესამე სართული მთლიანად საძინებლებსა და კერძო სივრცეებს უკავია. აქედან მართლაც საოცარი ზღვის და მთების ხედები იშლება. ასევე სერიოზული განახლებები ჩაუტარდა ისეთ შიდა სისტემებს, როგორიცაა გათბობა, წყლის გაყვანილობა და ელექტრონული სისტემები. დამონტაჟდა ახალი ფანჯრები და მთლიანად შეიცვალა იატაკი.

ბოჩელი ტურებით მოგზაურობის გარდა ყველაზე მეტ დროს სწორედ ამ ვილაში ატარებს, რის გამოც მისი იდეალურად მოწყობა მნიშვნელოვანი საკითხი იყო. მისი თქმით საუკეთესო მივლინებათ სწორედ ამ სახლში გატარებული დრო ითვლება, რადგან აქ საუკეთესოდ გრძნობს თავს ოჯახთან ერთად და სადილობისას იმპროვიზებული კონცერტებიც არ აკლია.

ბევრი მომგვალებული კუთხისა და ინტერიერის მსგავსი დიზაინის გამო სახლი იდეალურია მუსიკალური აკუსტიკისათვის. სწორედ ამ ასპექტის გასაუმჯობესებლად იქნა არჩეული სპეციალური ფორმის ავეჯიც. ამ ულამაზესი ვილის გარდა ცნობილი წყვილი სახლის მოპირდაპირედ მდებარე სანაპირო კლუბის მფლობელიცაა. მათი თქმით, ბოჩელის და მის მეუღლეს სურდათ შეექმნათ ისეთი ბიზნესი, რომელიც მათსავით გულთბილი და განმტვირთავი აურის მატარებელი იქნებოდა. აქ თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ საოცარი ზღვის ხედებითა და გამორჩეული სამზარეულოთი.

ვილა მოწყობილია ძველი იტალიური მმართველი კლასის ტრადიციების მიხედვით იქნა მოწყობილი. ამ პერიოდში ვილის მფლობელებს პირდაპირი წვდომა ჰქონდათ მათი სახლის წინ მდებარე სანაპიროზე. მათი მოახლეები ყველაფერს ამზადებდნენ იმისათვის, რომ მათი უფროსები კომფორტულად ჩასულიყვნენ ზღვაში გასაცურად. ანდრეა ბოჩელის თქმით, ამ სახლის შექმნისას მას და მის ოჯახს სურდათ შეექმნათ ელეგანტურობისა და პრაქტიკულობის ნაზავი, რომელიც იქნებოდა ტრადიციისა და ინოვაციის შუა წერტილი. მათ სურდათ ყველაფერს ჰქონოდა დასვენების, ხელოვნების და ბუნების ერთობის შეგრძნება.