ენ ჰეთევეი თავისი ქანთრის სტილის სახლის დათვალიერებას გვთავაზობს

როგორც ბევრი მოელოდა, ენ ჰეთეუეისა და ადამ შულმანის კალიფორნიაში მდებარე სახლი მართლაც განსაკუთრებული დიზაინით გამოირჩევა. ამ შენობის ისტორია ჯერ კიდევ წინა საუკუნის დასაწყისიდან იწყება, როდესაც შვეიცარიული სტილის სასახლეს წარმოადგენდა, თუმცა 1917 წელს ხანძარმა გაანადგურა და მისი ახლიდან აშენება გახდა საჭირო. მას თავის დროზე ივ სენ ლორანი ფლობდა, მის შემდეგ კი სახლი რეჟისორმა ვეს ანდერსონმა იყიდა და თავისებური ჰიპსტერული სტილის ასპექტები შესძინა შენობას.

ლეგენდების მიხედვით ამ სახლში ანდერსონი და დეივიდ ბოუი საახალწლო წვეულებებს ერთად მართავდნენ. მდიდარი ისტორიის მქონე სახლის ინტერიერზე ზრუნვა ოსკაროსანმა მსახიობმა და მისმა მეუღლემ დიზაინერ პამელა შამშირისთან ერთად გადაწყვიტეს. ჰეთეუეის თქმით პამელამ ამ შენობის დიზაინზე ზრუნვას მართლაც მთელი ენერგია დაახარჯა.

შულმანის თქმით წყვილი ამ სახლის დანახვისთანავე მოიხიბლა მისი საოცარი პანორამული ვიზუალით. მსახიობის განცხადებით ეს შენობა წარმოადგენდა რომანტიკისა და იდეალური დიზაინის საუკეთესო კომბინაციას. წყვილი ამ სახლის დიზაინზე ფიქრისას ისტორიულ შვეიცარიულ სასახლეებს ათვალიერებდა ინსპირაციის მისაღებად.

სახლის ინტერიერის იდეალურობის აღქმა პირველ რიგში მისი ფართო მუსიკალური ოთახიდან იწყება, რომელიც თავდაპირველად საცეკვაო დარბაზად იყო ჩაფიქრებული. მეოცე საუკუნის დროინდელი დისკოს ბურთით გაფორმებულ ეს დარბაზი გაფორმებულია პიანინოთი, მოოქროვილი მაგიდით და უამრავი კომფორტული სავარძელით ჰეთეუეისა და შულმანის ხშირი სტუმრებისათვის. მსახიობის თქმით ეს ოთახი სახლის გულს წარმოადგენს, სადაც მის მუსიკოს მეგობრებს სიმღერა შეუძლიათ.

იგივე ხასიათით გამოირჩევა სამზარეულოც, სადაც გრძელი და წვრილი კუნძული იდეალურ წერტილს წარმოადგენს საჭმლის მოსამზადებლად სტუმრებთან ერთად. სასიამოვნო ლურჯი და ღია მწვანე ფერებით გაფორმებული სამზარეულოდან გასვლა პირდაპირ საოცნებო სასაუზმო ოთახშია შესაძლებელი, რომლის კედლებიც ორიგინალური პეიზაჟების გამომხატველი ვიზუალითაა გაფორმებული. სასაუზმე ოთახის ავეჯი მოიცავს ასევე შუასაუკუნეების დროინდელი იტალიელი დიზაინერის მიერ დამზადებულ სკამების ნაკრებს.

დიზაინერის თქმით ცნობილ წყვილს ფერების აღქმის განსაკუთრებული ნიჭი აქვთ, რამაც წვლილი შეიტანა მისაღები ოთახისა და მუსიკის ოთახის გაფორმებაში. სახლის ამ ნაწილებში ატმისფერი და ბურგუნდის ფერი ინტერიერს შეხვდებით, რომლის ინსპირაციასაც გუჩის მაისური წარმოადგენს. მუსიკის ოთახში წარმოდგენილი ხალიჩის ოქროსფერ ვიზუალზე გავლენა ასევე 2015 წლის მეტ გალაზე წარმოდგენილი რიანას კაბის დიზაინმაც იქონია გავლენა, რომელიც იმპერიული ყვითლით იყო გაფორმებული. დიზაინერის თქმით ცნობილი წყვილი ასევე საკმაოდ გამოირჩევა ვარდისფერის სიყვარულითაც, რის გამოც მთავარი საძინებლის გადასაფარებელი სწორედ ნაზი ვარდისფერითაა გაფორმებული.