რისი თქმა სურს თქვენს მანქანას: მართვის პანელზე ანთებული კოდების განმარტება

შესანიშნავი რამაა, როდესაც მანქანას შეიგრძნობთ. დიდხნიანი გამოცდილების მქონე მძღოლებს ძრავის ხმაზე შეუძლიათ გაიგონ, რა სახის პრობლემა აქვს მათ მანქანას. მაგრამ თანამედროვე მანქანებს მრავალი სენსორი და გადამწოდი და ელექტრონული ძრავის კონტროლიც კი აქვთ. ასეთი მანათობელი ნიშნების გაშიფვრა ყოველთვის შეუძლებელია ინტუიციურად, რადგან ვარიანტების უზარმაზარი რაოდენობა არსებობს. ეს ძალიან დამაბნეველია და ზოგჯერ მძღოლებსაც კი აშინებს.

იმის გასაგებად, თუ როდის მოძრაობთ უსაფრთხოდ და როდის უნდა გაგზავნოთ მანქანა ავტოსერვისში, უნდა იცოდეთ, როგორ გაშიფროთ სიმბოლოები ხელსაწყოების პანელზე. ჩვენი რედაქცია კი სიამოვნებით გაგაცნობთ მათ დანიშნულებას.

ნიშნები ხელსაწყოების პანელზე

უნდა აღინიშნოს, რომ პანელზე ყველა ნათურა კრიტიკულ გაუმართაობაზე მიუთითებს. ნიშნების ქვეშ მანათობელი ნათურების ინდიკაცია ფერების მიხედვით 3 ჯგუფად იყოფა.

1. წითელი ნიშნები

ასეთი ინდიკატორები საფრთხეზე მიუთითებს. საჭიროა პრობლემების გადასაჭრელად ზომები მიიღოთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ნიშანი ანათებს, შეიძლება თუ არა მანქანით მოძრაობის გაგრძელება.

2. ყვითელი ნიშნები

ისინი მიუთითებენ გაუმართაობაზე, ავტომობილის მართვისთვის რაღაც ზომების მიღების ან მის ავტოსერვისში გატარების აუცილებლობაზე.

3. მწვანე ნიშნები

ისინი გაწვდით ინფორმაცია ავტომობილის სერვისული ფუნქციების და მათი აქტივობის შესახებ.

თუ დაფაზე არსებული ნიშანი ანათებს, არ ღირს მისი უგულებელყოფა. ჩვენ განგიმარტავთ 64 სიმბოლოს მნიშვნელობას. თქვენ შეძლებთ გაუგოთ თქვენს მანქანას და ასევე დაეხმაროთ თქვენს მეგობრებს რთულ პერიოდში.

1. აკუმულატორის ნიშანი ანათებს, თუ გამტარ ქსელში ძაბვა ეცემა, ხშირად ეს პრობლემა დაკავშირებულია გენერატორის მიერ აკუმულატორის ბატარეის დატენვის არარსებობის გამო. ჰიბრიდული ძრავის მქონე მანქანებს, ასეთი ინდიკატორი დამატებული აქვს ბოლოში MAIN წარწერით.

2. გაფრთხილება ნაწილაკების ფილტრის შესახებ.

3. საწვავის ეკონომიის რეჟიმი ჩართულია.

4. შორს მხედველი ფარები ჩართულია.

5. სანისლე ფარები ჩართულია (წინა).

6. ადაპტური წინა ფარები.

7. ახლომხედველი ფარები.

8. სანისლე შუქები ჩართულია (უკანა).

9. წინა ფარების რეგულირების ნიშანი. ავტომატური რეგულირების სისტემების გაუმართაობაზე საუბრობს შუქის დახრის კუთხე. მას დიაგნოსტიკა სჭირდება.

10. წვიმისა და სინათლის სენსორი.

11. ელექტრონული გასაღები ვერ მოიძებნა.

12. გასაღები ვერ მოიძებნა.

13. გასაღების ბატარეის შეცვლაა საჭირო.

14. ჰაერის ფილტრი დაბინძურებულია.

15. ანთებული ფარების ნიშანი.

16. სტოპ-სიგნალი არ მუშაობს.

17. რამდენიმე ფარა არ მუშაობს.

18. გაუმართავია ხელის მუხრუჭი.

19. ავტომატური გადაცემათა კოლოფი გაუმართავია.

20. გარე განათების ჩართვის ინდიკატორი.

21. უსაფრთხოების ღვედი არ არის შეკრული.

22. გაუმართაობა.

23. უსაფრთხოების ბალიში გამორთულია.

24. ავარიის შემთხვევაში აირბაგები არ იმუშავებენ.

25. დახმარების სისტემა პარკირებისას.

26. საწვავის ფილტრის გაუმართაობა.

27. გამრეცხი სითხის დაბალი დონე.

28. მანქანის კარების სიმბოლო. შეიძლება გაფრთხილებდეთ დაუხურავი კარის შესახებ.

29. ტრაილერის მოწყობილობის გაფრთხილება.

30. საწვავის დაბალი დონე.

31. წყალი საწვავის ფილტრში.

32. სამუხრუჭე ანტიბლოკირების სისტემებისგაუმართაობა.

33. სამუხრუჭე ხუნდების გაცვეთის სიმბოლო.

34. ჩართული კრუიზ-კონტროლის ნიშანი.

35. კრუიზ-კონტროლი არ მუშაობს.

36. საჭის ბორბლის გაუმართაობა.

37. ხელის მუხრუჭის ნიშანი ანათებს არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხელის მუხრუჭის ბერკეტი გააქტიურებულია (აწეული), არამედ იმ შემთხვევებშიც, როდესაც სამუხრუჭე ხუნდები გაცვეთილია ან სამუხრუჭე სითხის შევსება/შეცვლაა საჭირო. ელექტრონული ხელის მუხრუჭის მქონე ავტომანქანაზე, მდგარი სამუხრუჭე ნათურა შეიძლება განათდეს ავარიული გამომრთველის ან სენსორის გაუმართაობის გამო.

38. საჭიროა გადაცემათა კოლოფის განბლოკვა სამუხრუჭე პედალზე დაჭერით.

39. დააჭირეთ გადაბმულობის პედალს.

40. აალების სანთლების მუშაობის ინდიკაცია.

41.  მოძრაობის ზოლის შეცვლა.

42. კატალიზატორის გადახურება.

43. მომატებული ტემპერატურა ძრავში.

44. საინფორმაციო შეტყობინების ინდიკატორი.

45. ჩართულია მოსახვევი სიგნალები.

46. კაბრიოლეტის სახურავის გაუმართაობა.

47. კაპოტი ღიაა.

48. ავტომობილის დაბალი სიჩქარე / მთიდან დაშვების რეჟიმის სისტემა.

49. მანძილის საშიში შემცირება.

50. უკანა სპოილერის გაუმართაობა.

51. ქუჩაში უარყოფითი ტემპერატურის შესახებ გამაფრთხილებელი ინდიკატორი.

52. ქუჩაში ყინვაა.

53. ამორტიზატორების გაუმართაობა.

54. გაფრთხილება პნევმატური საკიდის შესახებ.

55. მიუთითებს ძრავაში არსებული ფუნქციების (ხშირად რომელიმე სენსორის გაუმართაობაზე) ან გადამცემის ელექტრონულ ნაწილზე.

56. საჭის მექანიზმის (კალონკის) ბლოკირება.

57. უკანა მინის გათბობა.

58. წვიმის მაუწყებელი.

59. ძრავის გაუმართაობა.

60. საქარე მინის ავტომატური წმენდა.

61. სტაბილიზაციის სისტემა გამორთულია.

62. საქარე მინის გაცხელება.

63. ზეთის მიწოდების დაბალი წნევა.

64. საბარგული ღიაა.

იმ სიგნალების უგულებელყოფა ნამდვილად არ ღირს, რომლებიც თქვენს მანქანაზე ციმციმებს. არ დაგავიწყდეთ 6 თვეში ერთხელ თქვენი მანქანის დიაგნოსტიკა სერიოზული გაუმართაობების პროფილაქტიკისთვის.