შეაფასეთ ლივ ტაილერის საოცარი სახლი, რომელიც ნიუ-იორკის მდიდრულ უბანში მდებარეობს

ლივ ტაილერი მანჰეტენის ერთ-ერთი ყველაზე შარმიანი და მდიდრული უბნის ცხოვრების წესთან ასოცირდება. მისი სახლი სწორედ West Village-ის ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარეობს. ფოტოგრაფები მას ხშირად აფიქსირებენ საკუთარი უბნის ქუჩებში ძაღლის გასეირნებისას, ბავშვის ეტლთან ერთად სეირნობისას ან უბრალოდ მაღაზიაში ფეხით გადასვლის დროს. მან ახლახანს შეიძინა ლონდონში ბინა, თუმცა იგი საკუთარ მშობლიურ სახლად მაინც მის მანჰეტენურ ოთხ სართულიან სასახლეს მიიჩნევს.

სწორედ ტაილერისთვის დამახასიათებელი პატარა დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენის ჩვევამ აქცია ეს სახლი განსაკუთრებულ შენობად. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში აგებული აგურის შენობამ მრავალჯერ გამოიარა გარემონტების პროცესი იქამდე, სანამ ცნობილი მსახიობი შეიძენდა მას 2001 წელს. თუმცა, ტაილერის მიერ ჩატარებული განახლების სამუშაოები მართლაც უდიდესი სიყვარულით იყო სავსე, რადგან მან ყოველ დეტალში საკუთარი ხასიათი ჩააქსოვა. უამრავ არქიტექტორთან შეხვედრის შემდეგ ლივმა არჩევანი ბენ პეტრეზზე შეაჩერა, რადგან მის მიერ წარმოდგენილი სახლის ნახაზები ხელით იყო დახაზული მაშინ, როდესაც მისმა კონკურენტებმა მსახიობს კომპიუტერული გრაფიკით დამუშავებული გეგმები წარუდგინეს.

ტაილერი იხსენებს, რომ იგი ძალიან ახალგაზრდა იყო, თუმცა ძალიან სურდა თვითონ წარემართა მთელი ის პროცესი, რომელიც ამ სახლს პირვანდელ დიდებას დაუბრუნებდა. განახლებისას მან ყველა ფანჯარა და კარი განაახლა და სახლი სრულიად გაარემონტა. ერთადერთი რამ, რაც ამ სახლში ხელუხლებლად დატოვეს კიბე იყო, თუმცა მისი დეტალების ხელახლა გაკეთება გახდა საჭირო.

ძველებური დიზაინის ვიზუალის მისაღებად მსახიობმა ქალაქგარეთ აღმოჩენილი ფარდულის მიერ მოწოდებული ძველებური ხეები გამოიყენა იატაკების დასამზადებლად, ხოლო ფანჯრებში პოლონური შუშები ჩასვა, რომელიც შუქს სრულიად განსხავებულად ირეკლავს. ტაილერი უამრავ საათს ატარებდა დიზაინერების გუნდთან ერთად მის უბანში მდებარე რესტორანში, სადაც ისინი გულდასმით განიხილავდნენ უამრავ დიზაინის დეტალსა და ინტერიერის ასპექტებს.

დაგეგმარებასთან ერთად, მსახიობი ოფლის დაღვრასაც არ ერიდებოდა და კედლების ჩამონგრევასა და მათ განახლებაში თვითონაც იღებდა მონაწილეობას ყოველდღიურად. იგი დიდ დროს ატარებდა ელექტრიკოსებთან, სანტექნიკოსებთან და მხატვრებთან ერთად, რათა გულმოდგინედ შეესწავლა რა და როგორ კეთდებოდა მის სახლში. მისი თქმით შეიძლება სახლი მართლაც ძალიან გაალამაზო გარემონტებისას, თუმცა თუკი ყველაფერს ხარისხიანად არ გააკეთებ, მაშინ სახლის ინტერიერი მალე ჩამოიშლება.