
გარემოს დაცვის სააგენტომ დაადგინა, რომ სახლის ჰაერის დაბინძურება ბევრად უფრო უარესი შეიძლება იყოს ვიდრე გარეთ არსებული ჰაერისა. ამის მიზეზი ისაა, რომ სახლის კედლების გავლით ჰაერის მოძრაობა შეუძლებელია და მავნე ნაწილაკები მარტივად შეიძლება დაგროვდეს ოთახში, რასაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია. ჰაერის გამფილტრავი მოწყობილობები ძილის დროს ფილტვების ბუნებრივად მუშაობასაც უწყობენ ხელს, რამეთუ ღამით ამ ორგანოს აქტივობა მცირდება.
ამჟამად, ბაზარზე უამრავი განსხვავებული ტიპის გამფილტრავი მოწყობილობა არსებობს, თუმცა მათგან საუკეთესო ვარიანტები სწორედ ამ სიაშია წარმოდგენილი:
1. GermGuardian AC4825
ეს მოწყობილობა მართლაც ხელმისაწვდომი გახლავთ, რადგან მისი ფასი Amazon-ზე 89.99 დოლარია. თუმცა, იგი მაინც ახერხებს მტვრისა და ალერგენების 99.97%-ის გაფილტრვას. მისი ულტრაიისფერი ტექნოლოგია ანადგურებს ბაქტერიებსა და ჰაერის სხვა დამაბინძურებელ ელემენტებს. იგი საუკეთესო შედეგს საშუალო ზომის ოთახში იძლევა.
2. Coway AP-1512HH
თუკი სპეციალური ბიუჯეტი გაქვთ გაწერილი სახლის მოსაწყობად, მაშინ ეს ხელსაწყო სწორედ თქვენთვისაა. მისი ეკონომიური ინტერფეისის წყალობით იგი ენერგიას მხოლოდ საჭიროების მიხედვით ხარჯავს. უამრავი შეფასების მიხედვით იგი საკმაოდ შედეგიანი, გამძლე და ხელმისაწვდომია. მას Amazon-ზე $199.99-ად შეიძენთ.
3. PowerPure AP03 ჰაერის მფილტრავი და დამატენიანებელი
ეს ხელსაწყო იდეალურია მათთვის, ვისაც მთელი წლის განმავლობაში ჰაერის გამფილტრავი მოწყობილობის ქონა სურს სახლში და ასევე მშრალი თვეების დროს სახლში ჰაერის დამატენიანებელი სჭირდება. იგი მიკროსკოპული ზომის ჰაერის ნაწილაკების გაფილტვრას ახერხებს და ასევე 4 ლიტრიანი წყლის ავზის დახმარებით ოთახში ჯანსაღი და საკმარისად ტენიანი ატმოსფეროს შექმნას ახერხებს. იგი ჩუმად მუშაობს და ასევე ეხმარება სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებს. მისი შეძენა Amazon-ზე 349 დოლარადაა შესაძლებელი.
4. Dyson
ეს მოწყობილობა სამი ფუნქციით გამოირჩევა. იგი ჰაერს ფილტრავს, ასევე გააჩნია მისი გათბობის ფუნქცია ზამთარში და ასევე ტემპერატურის გაგრილების ფუნქცია ვენტილატორების დახმარებით ზაფხულის ცხელი დღეებისთვის. იგი ჭკვიანი ალგორითმის დახმარებით თვითონ აკონტროლებს ჰაერის ასპექტებს და ავტომატურად ცვლის ტემპერატურასაც, რისთვისაც თავისით რთავს გამათბობელს ან ვენტილატორს საჭიროების შემთხვევაში. მისი ყიდვისთვის 599.99 დოლარია საჭირო.
5. MUJI
მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ჰაერი იმდენად დაბინძურებულია, რომ ამ მოწყობილობის შექმნისთვის მაღალი კლასის ტექნიკა იქნა გამოყენებული. მისი დახმარებით, MUJI ორმაგი ვენტილატორით და მტვრისა და სუნის 360-გრადუსიანი გაფილტვრის უნარით გამოირჩევა. მის მიერ გამომუშავებული ჰაერის ნაკადით ეს მოწყობილობა ფილტრავს ალერგენებსა და სუნის გამომწვევ ნაწილაკებს. მისი ჭკვიანი ალგორითმი, აგრეთვე, აფიქსირებს მტვრის ნაწილაკების სიჭარბესაც, რის დროსაც ზრდის ჰაერის მიმოქცევის სისწრაფეს. მისი დამონტაჟებისთვის ოფისი საუკეთესო ადგილად ითვლება. ამისათვის 690 დოლარის გადახდა მოგიწევთ.