
ძალიან უჩვეულო შემთხვევა მოხდა ბელაბრის ფრანგულ კომუნაში. იქ მდებარეობს სახლი, რომელშიც არის ოთახი, რომელიც უკვე 100 წელია დაკეტილია. ასეთი არაორდინარული ნაბიჯის გადადგმა ყოფილ მფლობელებს დრამატულმა მოვლენამ აიძულა. 1918 წელს დაიღუპა მათი ვაჟი – ახალგაზრდა ფრანგი ოფიცერი. მშობლებმა არა მხოლოდ დატოვეს ყველაფერი ისე, როგორც იყო მათი შვილის სიცოცხლეში, არამედ მოისურვეს, რომ მისი ოთახი მინიმუმ 500 წლის განმავლობაში ყოფილიყო კონსერვირებული.
ბელაბრის (საფრანგეთი) კომუნაში არის უნიკალური სახლი, რომლის პოპულარობა მთელ ქვეყანაში გავრცელდა. ასეთი პოპულარობა ძველმა შენობამ მას შემდეგ მოიპოვა, რაც ერთმა მეპატრონემ გახსნა ოთახი, რომელიც პრაქტიკულად 100 წლის წინ ამოქოლეს. სწორედ მისი აღმოჩენა და მასში აღმოჩენილი წარმოუდგენელი რელიქვიები გახდა ნომერ პირველი ახალი ამბავი მედიაში და სოციალურ ქსელებშიც კი.
მაგრამ მოდით დავიწყოთ ამ უჩვეულო მოვლენის წინმავალი ისტორიით. როგორც ამბობენ, ამ სახლში ცხოვრობდა როშეროების ოჯახი (Rochereau), რომლებსაც ჰყავდათ ვაჟი, ჰუბერტი (Hubert) – უმცროსი ლეიტენანტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაამთავრა სამხედრო სკოლა. მაგრამ 1918 წლის 26 აპრილს ოჯახის ცხოვრება შეწყდა – ახალგაზრდა კაცი, რომელიც პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა, ფლანდერაში ბრძოლის ველზე მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
ამ ტრაგედიამ მშობლებს უბიძგა მისი ოთახი პირადი ნივთებით, ორდენებით და იმ მიწის ნამცეცებითაც კი, სადაც იგი თავდაპირველად დაკრძალეს, ერთგვარ მუზეუმად ექციათ. მასში ისინი ცდილობდნენ შეეგროვებინათ ყველა ობიექტი, ნივთი და ფოტო, რომლებიც ასე თუ ისე კავშირში იყო მათ შვილთან. ხოლო იმისათვის, რომ არავის დაერღვია ის ატმოსფერო, რომელიც მათი შვილის სიცოცხლის განმავლობაში სუფევდა, გადაწყვიტეს ოთახი ამოექოლათ – მამამისმა კარი მთლიანად აგურით ამოქოლა.
საინტერესო ფაქტი: 17 წლის შემდეგ, უცნობი მიზეზით, მშობლებმა სახლი ან მიყიდეს ან აჩუქეს გენერალ ეჟენუ ბრიდუს. უძრავი ქონების გადაცემისას, ჰუბერტის მშობლებმა ერთადერთი პირობა წაუყენეს – მათი შვილის ოთახი 500 წლის განმავლობაში კონსერვირებულ მდგომარეობაში უნდა დარჩენილიყო.
დრო გავიდა, სახლმა არაერთი მფლობელი გამოიცვალა და გასული საუკუნის ბოლოს დენიელ ფაბრმა – იმ გენერლის შვილიშვილის ქმარმა, რომელმაც ერთ დროს სახლი მიიღო, გაარღვია აგური და შევიდა ოთახში, რომელშიც როშეროების ოჯახის რელიქვია ინახებოდა.
ნანახმა იმდენად შეაძრწუნა მეპატრონე, რომ მან კომუნის ხელმძღვანელობა მიიწვია, რათა მათ საკუთარი თვალით ენახათ ერთგვარი დროის კაფსულა. ერთადერთი, რაც მას სურდა, იყო, რომ ჟურნალისტებს არ დაესახელებინათ მისამართი და სახლის მახლობლად სიუჟეტები არ გაეკეთებინათ, რათა ფოტოებით შეუძლებელი ყოფილიყო მისი ადგილმდებარეობის დადგენა. მას ტურისტებისა და სხვადასხვა გაზეთებიის კორესპონდენტების შეჭრის ეშინოდა, რომლებიც მის სახლს საიდუმლო ოთახში შეჭრის მიზნით შტურმით აიღებდნენ.
“როდესაც იქ შედიხართ, გეჩვენებათ, რომ დრო გაჩერდა.” – თქვა ბელაბრის მერმა ლორან ლაროშმა მას შემდეგ, რაც მან ეს უჩვეულო ოთახი დაათვალიერა. მერი კვლავ იმედოვნებს, რომ ერთ დღეს გამოჩნდება მეცენატი, რომელიც ოთახს გამოისყიდის, მას მუზეუმად აქცევს და კომუნის საკუთრებად გახდის.
თავად დენიელ ფაბრე კი ასეთი იდეით აღფრთოვანებული არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისტორიის პატივისცემის გამო, მან პირობა დადო, რომ ოთახი უცვლელი დარჩებოდა, იმის მიუხედავად, რომ ჰუბერტის მშობლების სურვილს არ გააჩნია იურიდიული ძალა და მას არ აკავშირებს რაიმე ემოციური დამოკიდებულება გარდაცვლილ ოფიცერთან და მის ნივთებთან.
მიუხედავად სახლის ამჟამინდელი მფლობელის პირობისა, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დარჩება, კომუნის ხელმძღვანელობა კვლავ ღელავენ იმაზე, რომ მისმა შთამომავლობამ ან სხვა მფლობელებმა შეიძლება სიტყვა არ შეასრულონ. უფრო მეტიც, ზოგი ნივთი იმდენად დაძველებული იყო, რომ მათ თვალწინ დაიშალა.
ეს განსაკუთრებით ეხება იმ მუნდირს და სხვა ტანსაცმელს, რომლებიც ჩრჩილმა ძალიან დააზიანა, მაგრამ დენიელ ფაბრი და მისი შვილიშვილები გვარწმუნებენ, რომ ისინი არ აპირებენ რაიმე ნივთის აღდგენას და შეხებასაც კი, რომ არ დაიკარგოს “ის განსაკუთრებული ემოციური მუხტი, წარსულთან შეხების შეგრძნება”.
ვინაიდან ეს კერძო საკუთრებაა, მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება დაჟინებით მოითხოვოს რაიმე, მაგრამ იმედს მაინც არ კარგავენ, რომ საიდუმლო ოთახში დაცული ყველა ექსპონატი შეგიძლიათ იხილოთ არა მხოლოდ ფოტოებში.
ასეთ აღმოჩენებს ყოველთვის აქვთ ისტორიული მნიშვნელოვა, რადგან სწორედ ისინი ინახავს საგნებსა და ნივთებს, რომლებსაც ნამდვილად იყენებდნენ ამა თუ იმ დროის მონაკვეთში.