
ახალი ენის სწავლა ადვილი არ არის და ვერც მათ მასწავლებლებს ვერ ჩაანაცვლებს ვერაფერი. თუმცა, ახალი აპლიკაციები სულ უფრო მეტ და ორიგინალურ ვარიანტს გვთავაზობს პროცესის დასაჩქარებლად და გასამარტივებლად. ვებსაიტებთან შედარებით, ისინი უფრო ინტერაქტიულ და საინტერესო გზებს გვთავაზობა მიზნის მისაღწევად. სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ 5 ყველაზე მოხერხებულ აპლიკაციას, რომლებიც ენის შესწავლაში დაგეხმარებათ:
1. Duolingo
ამ აპლიკაციამ თამაშისა და ენის შესწავლის ასპექტები იდეალურად შეუთავსა ერთმანეთს. სწორედ ამიტომ, იგი უკვე 300 მილიონზე მეტ მომხმარებელს ითვლის. აპი მარტივი დიზაინით გამოირჩევა და მისი კურსები მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე ადამიანების მიერაა შედგენილი, არა რაიმე ალგორითმის მიერ.
ეს აპლიკაცია უფასოა, თუმცა შეგიძლიათ მისი პრემიუმ პაკეტის შეძენაც 9.99 დოლარად, რომლის გამოყენების დროსაც რეკლამებს აღარ იხილავთ. ამჟამად მისი გამოყენებით 25 ენის სწავლა შეგიძლიათ.
2. HelloTalk
ეს აპლიკაცია ლაპარაკის პრაქტიკის უზრუნველყოფაზეა გათვლილი და ცდილობს ყოველდღიური საუბრებით გამოწვეული სტრესის შემცირებას. მისი გამოყენებით უკავშირდებით მასწავლებლებს, რომლებიც თავიანთ მშობლიურ ენაზე გესაუბრებიან. თანაც, მათაც სურთ თქვენი ენის სწავლაც, რაც აპლიკაციით სარგებლობის მთლიან პროცესს უფრო საინტერესოს ხდის. თანაც, მისი სამესიჯო პლატფორმა თქვენ მიერ ტექსტში გამოტოვებულ სიტყვებს ავტომატურად ავსებს სწორი სიტყვებით და საუბარს გიადვილებთ.
3. Mindsnacks
ეს აპლიკაცია ბევრად უფრო გამორჩეული სათამაშო ინტერფეისით გამოირჩევა. მის მიერ შემოთავაზებულ ყველა ენის კურსს თან ახლავს 8-9 თამაში, რომლებიც ლექსიკონისა და გრამატიკის შესწავლაში გეხმარებათ. მისი დიზაინი სასიამოვნო, მრავალფეროვანი და მომხიბლავია, თანაც მისი დაკავშირება შესაძლებელია მონიტორთანაც, გაკვეთილების უკეთესი ვიზუალიზაციისთვის.
4. Busuu
ეს სოციალური ენების შესწავლის აპლიკაციაა. იგი წარმოდგენილია ინტერნეტში, ანდროიდსა და IOS პლატფორმაზეც. ამჟამად, ეს უფასო აპლიკაცია 12 ენის სწავლის საშუალებას გაძლევთ. მისი ფუნქციების დახმარებით, ისწავლით სიტყვებს, მარტივ დიალოგებსა და საუბრებთან დაკავშირებულ კითხვებს. თანაც ყველა დიალოგი სწორედ მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე ავტორების მიერაა ჩაწერილი, რაც მათ სწავლას უფრო აადვილებს.
5. Babbel
ეს გახლავთ სერვისის შეკვეთაზე მორგებული პროგრამა, რომელიც 2008 წელს დაარსდა. მისი უფასო ვერსია 40 ენის სწავლას გთავაზობთ. ლექსიკონის სწავლებით იწყება ყველა კურსი, რომლებიც სურათებით გიმარტივებთ სწავლას. თანაც, სწავლებისას კურსების დონე თქვენი ცოდნის მიხედვით იცვლება და მთლიანადაა მორგებული სტუდენტის ცოდნაზე. მაგალითად თუ ენას სწავლის პროცესი შეწყვიტეთ, ეს აპლიკაცია სწავლის პროცესის იქიდან გაგრძელებაში დაგეხმარებათ, სადაც გაჩერდით.