7 უკიდურესად ვიწრო სახლი, რომლებიც თითქოს მალე ჰაერში გაიდღვიბება

ვიწრო ან თხელი სახლები, რომლებსაც ხშირად სახლსაც ვერ ვუწოდებთ, ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ შენობებად ითვლება, რომლებიც ადამიანებს ოდესმე შეუქმნიათ. გასაგებია, რომ თანამედროვე ცხოვრება საკუთარი წესებით მოქმედებს და ცდილობს მიწის თითოეული ნაკვეთი გამოიყენოს, და უმეტეს შემთხვევაში, გვერდით მცხოვრები მეზობლის საზიანოდ. მაგრამ, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლება ასეთ სივრცეში ადამიანმა იცხოვროს, მაინც ღირს იმის აღიარება, რომ ამ შენობათაგან ბევრი დიზაინერული აზროვნების სასწაულად და მშენებლების ოსტატობად ითვლება.

1. 2.5 მ სიგანის ვიწრო სახლი ნადაში, ჰიოგოს პრეფექტურაში (იაპონია)

იაპონიის ტერიტორიის 70% მშენებლობისთვის ასოლუტურად გამოუსადეგარია, ამიტომ მოქალაქეების უმეტესობა იძულებულია სიტყვასიტყვით “დაიპყროს” თითოეული გასავლელი სახლებს შორის, საკუთარი სახლის ასაშენებლად. ამის ნათელი მტკიცებულება გახდა ორშვილიანი ოჯახისთვის შექმნილი საცხოვრებლის პროექტი, რომელიც FujiwaraMuro Architects-მა შეიმუშავა.

არქიტექტორებმა მოახერხეს საცხოვრებელი ფართის მოწყობე მიწის პატარა ნაკვეთზე, სხვადასხვა შენობების შუალედში. მათ შეძლეს შეექმნათ ნამდვილი სახლი მხოლოდ 2.5 მ სიგანის სივრცეში, მაგრამ რამდენიმე სართულის ხარჯზე შესაძლებელი გახდა 36 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართბის და სრულფასოვანი ავტოფარეხის მოწყობა. ვინაიდან შენობის ფასადზე სახლის მეპატრონეებს არ სურდათ დიდი ფანჯრების დაყენება, რათა პირადი ცხოვრება სხვებისგან ფარულად შეენარჩუნებინათ, ისინი პირდაპირ სახლის სახურავზე გააკეთეს, ასე რომ, სახლი ბუნებრივი შუქის უკმარისობას ნამდვილად არ განიცდის.

2. თანამედროვე სახლი კიოტოს წყნარ რაიონში (იაპონია)

იაპონური სტილის საცხოვრებლის დიზაინი მოდური ტენდენცია ხდება, ვინაიდან ადამიანები სულ უფრო და უფრო მიისწრაფვიან სიმარტივისა და უბრალოებისკენ, და ამასთან არც კომფორტის და ელეგანტურობის შესახებ ავიწყდებათ. კიოტოს წყნარი მოშორებული რაიონის ქუჩაზე მდებარე ეს სახლი, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს.

მიუხედავად იმისა, რომ იგი მეზობელ შენობებს შორის ვიწრო ნაკვეთში არის აშენებული, საკმაოდ ელეგანტურად და ჰარმონიულად გამოიყურება. უფრო მეტიც, მცირე სიგანემ საერთოდ არ იმოქმედა კომფორტსა და საცხოვრებელ ფართზე, რადგან იმის ხარჯზე, რომ შესაძლებელი გახდა 3 სრულფასოვანი სართულის შექმნა, რეზიდენციის ფართმა 230 კვ.მ შეადგინა – ეს საკმარისზე მეტი იყო ერთი ოჯახისთვის.

3. ყველაზე ვიწრო სახლი “La Casa Estrecha” სან-ხუანში (პუერტო რიკი)

ძველი სან-ხუანის ქუჩებში სეირნობისას შეამჩნევთ უჩვეულოდ ვიწრო ორსართულიან სახლს, რომელიც ცნობილია როგორც “La Casa Estrecha”. ქალაქის ყველაზე უჩვეულო სახლი, რომელიც სიგანეში მხოლოდ 1,52 მეტრია, სიღრმეში კი 11 მეტრი, ძველი კოლონიური შენობების ორ კორპუსს შორის მდებარეობს. მიწის ამ პატარა ნაკვეთით არქიტექტორმა ანტონიო ალვარესმა ისარგებლა, რომელმაც მისი კომფორტულ სახლად გადაქცევა მოახერხა.

მიუხედავად პატარა ტერიტორიისა, სახლი ყოველმხრივ კეთილმოწყობილია და იგი აღჭურვილია კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ზონებით: მისაღებით, სასადილო ოთახით, სამზარეულოთი, სააბაზანო ოთახითა და საძინებლით. მართალია, სრულმასშტაბიანი აბაზანის დაყენება ვერაფრით მოხერხდა, ამიტომ ოჯახს მოუწია საშხაპე კაბინით, უნიტაზითა და ნიჟარით დაკმაყოფილებულიყვნენ.

საინტერესო ფაქტი: “La Casa Estrecha” შესულია გინესის რეკორდების წიგნში და ის მსოფლიოს 12 ყველაზე ვიწრო სახლთაგან ერთ-ერთია.

4. თანამედროვე ვიწრო სახლი “NA House” ხოშიმინიში (ვიეტნამი)

საკმაოდ ორიგინალური რეზიდენცია “NA House” გამოჩნდა ხოშიმინის ერთ-ერთ ქუჩაზე. 3.5 x 18 მ-ის მიწის პატარა ნაკვეთზე არქიტექტურულმა კომპანია NatureArch Studio-მ შექმნა კომფორტული და თანამედროვე სახლი, რომელშიც ყველაფერია და უფრო მეტიხ კი მთელი ოჯახის კომფორტულად ცხოვრებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ვიეტნამში ასეთი მშენებლობა უძველესი დროიდან ხორციელდება და ვიწრო სახლით ან მაღაზიით იქ ვერავის გააკვირვებთ, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც სავაჭრო რიგებია განლაგებული, ეს კოტეჯი მაინც გამოირჩევა თანამედროვე დიზაინითა და მოდური ფორმებით.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია შუშით შემოსაზღვრული აივნები და პათიო, რომელიც ვიწრო კორპუსის შიგნით ზედა სართულზეა მოწყობილი. არანაკლებ საინტერესოა ინტერიერის დიზაინი და ოთახების განლაგებაც, რომლებსაც შეუძლიათ თანამედროვე ტექნიკით, სრულყოფილი კეთილმოწყობითა და მოდური გაფორმებებით დაიკვეხნონ.

5. “63,02 გრადუსის” სახლი ნაკანოში (ტოკიო)

ძალიან უჩვეულო სახლი, რომელიც ვიზუალურად გიგანტური დიაგონალის LCD ტელევიზორს ჰგავს, ტოკიოში, ნაკანოს ერთ-ერთი რაიონის მოსახვევში მდებარეობს. დიზაინერული აზროვნების ამ სასწაულს “63,02 გრადუსი” უწოდეს. ასეთი უცნაური სახელი სახლმა იმის გამო მიიღო, თუ როგორ არის განთავსებული სახლის ქუჩაზე გამოსასვლელი კუთხე. მიუხედავად იმისა, რომ ეს შენობა იაპონიაში ერთ-ერთ ყველაზე პატარა სახლად ითვლება, იგი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს თავისი ზომებით, რადგან გამვლელებს უკვირთ, თუ როგორ დგას იგი ასე მყარად და არ ეცემა და ასევე იწყებენ იმის წარმოდგენას, თუ როგორ შეუძლიათ მასში ცხოვრება.

როგორც გაირკვა, არქიტექტორებს ჯო ნაგასაკას და ტოშიჰარუს, რომლებმაც ეს სახლი შექმნეს, მსგავსი მდებარეობის კუთხე ისე უმიზეზოდ არ აურჩევიათ. ამ განსაკუთრებული დიზაინით მათ სახლის სტაბილურობა უზრუნველყვეს და მეპატრონეს ქუჩის საკმაოდ საინტერესო ხედი წარმოუჩინეს. ინტერიერის სრული ასკეტიზმის მიუხედავად, დამკვეთი პროექტით კმაყოფილი დარჩა, რადგან არქიტექტორებმა მოახერხეს სახლის ძალიან პატარა ნაკვეთზე დატევა.

6. ვიწრო სახლი როტერდამში (ნიდერლანდები)

3,5 მეტრის სიგანის ეს ექსპერიმენტული სახლი, რამდენიმე არქიტექტორის, გვენდოლინ ჰუცმანის და მარინ ბოტერმანის და კომპანია JagerJanssen architected BNA-ერთიანი ძალებით დაპროექტდა და რეალობად იქცა. მათი ვიწრო თაუნჰაუსი “skinnySCAR” მიზნად ისახავს აჩვენოს, თუ როგორ შეიძლება სასარგებლოდ გამოიყენოთ სახლებს შორის არსებული ნაკვეთები ქვეყნის უმეტესი ქალაქების ისტორიული ნაწილის განვითარებაში. ახლა კარიბჭე საღამოობით შიშს არ მოგგვრით, არამედ გაგაოცებთ თავისი ორიგინალური სტრუქტურით, რომლის წყალობითაც ახალგაზრდებმა მოახერხეს ჰარმონიულად ჩამჯდარიყვნენ როტერდამის ძველი რაიონის არქიტექტურაში.

ეჭვგარეშეა, რომ ასეთი ტიპის ობიექტები განსაკუთრებულ სირთულეებს იწვევს სწორედ მშენებლობის თვალსაზრისით, რადგან უმეტეს შემთხვევაში მძიმე ტექნიკის გამოყენება შეუძლებელია, ხოლო საცხოვრებელი ფართის ვერტიკალური მოწყობა ძლიერი საძირკვლისა და მყარი კონსტრუქციის შექმნას მოითხოვს. მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები შესაძლებელს ხდის გაუმკლავდეთ ამ რთულ დავალებასაც, განსაკუთრებით მაშინ, თუ სწორად გააკეთებთ გაანგარიშებას და პროექტის პატარა დეტალებსაც კი გაითვალისწინებთ.

 

ამ საცხოვრებელი კორპუსის შემთხვევაში, ბიჭებს მოუწიათ რამდენიმე ზონის შეწირვა, მათ შორის სრულფასოვანი იატაკის საფარისაც, რათა დაფარვის მასა შეემცირებინათ, ამიტომ ახლა ტრადიციული პარკეტის ან ლინოლეუმის ნაცვლად მათ ბადე აქვთ გამოყენებული… მაგრამ მეორეს მხრივ, ამას შესაძლებელი გახადა საცხოვრებელი სახლი უფრო ნათელი გამხდარიყო და ნებისმიერ მომენტში დივნის ნაცვლად, ჰამაკში დაესვენათ.

7. ვიწრო ბაღის სახლი ტოკიოს შუაგულში (იაპონია)

როგორც უკვე აღვნიშნეთ, არასტანდარტული სახლების უმეტესი ნაწილი იაპონიაში მდებარეობს და ისინი ყველაზე მოულოდნელ ადგილებში, ნებისმიერი უსწორმასწორო ფორმის პატარა ნაკვეთებზე შენდება. ასეთი ობიექტებით განსაკუთრებით ცნობილია ტოკიო, სადაც მიწის ნაკვეთის ფასები ღრუბლებამდე აღწევს. ეს 4 სართულიანი ბაღის სახლი, რომელიც Ryue Nishizawa-ს მიერ არის შექმნილი, ქალაქის ცენტრში მდებარე უზარმაზარ ცათამბჯენებს შორის მდებარეობს, მაგრამ შენობა არ დაიკარგა და ქალაქის არქიტექტურის ღირსეული გაფორმება გახდა.

მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას კედლები თითქმის საერთოდ არ აქვს, რადგან იგი ფოლადის კონსტრუქციისა და მინისგან არის დამზადებული, გამონაკლისი მხოლოდ ბეტონის იატაკი გახლავთ. ამასთან, საცხოვრებელი ფართი ისე არის გადანაწილებული, რომ პირადი ცხოვრება საიმედოდ იმალება მდიდრული მწვანე სივრცეების და სპირალის კიბის უკან, რომელიც საძინებელს, მისაღებსა და სააბაზანო ოთახებს ქალაქის დატვირთული ქუჩებისა და ცნობისმოყვარე თვალებისგან გამოყოფს.

არა მხოლოდ თანამედროვე რეალობები კარნახობენ საკუთარ წესებს შენობების დიზაინში, ძველ დროშიც ხშირად აშენებდნენ უცნაურ ნაგებობებს.