დაკეცეთ ჯინსები ასე და კარადაში იმაზე მეტი ადგილი გაჩნდება, ვიდრე გჭირდებათ

Tik Tok-ზე უამრავი საინტერესო და უცნაური პოსტი ქვეყნდება, თუმცა ახლახანს მისი დახმარებით მსოფლიომ ძალიან საჭირო ხერხი აღმოაჩინა. alifestyleforall საკმაოდ ცნობილი პროფილი გახდა მას შემდეგ, რაც მან ჯინსების სწორად დაკეცვის ინსტრუქცია გამოაქვეყნა, რომლის საშუალებითაც სათავსოს პატარა სივრცის ოპტიმიზირება იდეალუადაა შესაძლებელი. ალბათ ყველას აწუხებს შარვლების შენახვის პრობლემა, რადგან ისინი ყოველთვის დიდ ადგილს იკავებენ.

უნდა დავკიდოთ თუ არა ჯინსები საკიდზე? თუ უჯრებში უნდა ჩავალაგოთ? ამ და სხვა მსგავს კითხვებზე პასუხს ეს ვიდეო გაგცემთ, რომელსაც უკვე 110 ათასზე მეტი მოწონება დაუგროვდა.

ეს საკმაოდ მარტივი ხრიკია, რომელიც რატომღაც ჩვენი უმრავლესობისთვის შეუმჩნეველი იყო. ვიდეოში ნაჩვენებია ქალის მიერ ოთხი შარვლის დაკეცვის პროცესი. იგი მათ რიგრიგობით კეცავს საკუთარი ორიგინალური ხრიკის დახმარებით, რაც მას ეხმარება მთელი სამოსის ერთ, პატარა გროვად ქცევაში შარვლების მარტივად შესანახათ. თანაც რაც მთავარია, ასე დაკეცვა ჯინსებს ნაკეცების გაჩენისგანაც კი იცავს.

თუ ამ ხრიკის გამოყენების შემდეგაც არ გყოფნით სივრცე გარდერობში, შეგიძლიათ უფრო დიდი ყუთები მოძებნოთ შარვლებისა და ფეხსაცმელების ჩასალაგებლად, ხოლო მაისურების დასაკიდად კედელზე ორი ჯოხის დამაგრება დამატებით სათავსოს შექმნის. უფრო ზღაპრული ინტერიერის მისაღებად, შეგიძლიათ ხის ტოტებიც კი გამოიყენოთ საკიდებად: