იაპონელმა არქიტექტორებმა შექმნეს კუბური სახლი შუშის კედლით, რომელსაც კიბე შუაზე ყოფს

კიბე არის სტრუქტურა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ერთი სიმაღლიდან მეორეზე გადაინაცვლოთ, და ინტერიერში მისი გამოყენებით ვერავის გააკვირვებთ. მაგრამ იაპონელი არქიტექტორები ჩარჩოებს გასცდნენ კიბეების ტრივალური გამოყენებით. მათ დააპროექტეს არასტანდარტული კუბური სახლი, რომლის გამჭვირვალე მხარეს გიგანტური სკულპტურული სტრუქტურა დგას, რომელიც შენობის ფასადის გავლით ეზომდე გადის. იგი გახდა არა მხოლოდ ორიგინალური გაფორმება, არამედ იქცა დამაკავშირებელ ჯაჭვად იმ დიდი ოჯახის რამდენიმე თაობისთვის, რომლებიც ერთი სახურავის ქვეშ ცხოვრობდნენ.

მოგეხსენებათ, ტოკიოში კერძო სახლების მშენებლობა დიდ პრობლემას წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ კვადრატული მეტრის ფასი უფრო და უფრო ზევით იწევს, სრულფასოვანი საცხოვრებლის შესაქმნელად თავისუფალი მიწის ნაკვეთიც პრაქტიკულად არ არსებობს. ამ მიზეზით, იაპონელმა არქიტექტორებმა ისწავლეს ისეთი კომპაქტური სახლების დაპროექტება, რომლებიც მიწის პაწაწინა არარეგულარული ფორმის მიწაზეც კი დაეტევა, და შედეგად მიღებული სახლი ხშირად რაიონის ნამდვილ ღირსშესანიშნაობადაც კი იქცევა. ჩვენ აქამდეც გვისაუბრია უნიკალურ კონცეფციებზე, მაგრამ ერთი სახლი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

ტოკიოს წყნარ რაიონში, ხის პატარა სახლში, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა სამი წევრისგან შემდგარი ოჯახი, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს საცხოვრებელი მიწის ძალიან პატარა კუნძულზე აღმოჩნდა, რომელიც მრავალსართულიან სახლებს შორის მოექცა,თანაც ადამიანების რაოდენობა გაორმაგდა. ამიტომ, მათ უფრო ფართო საცხოვრებლის აშენებაზე დაიწყეს ფიქრო, მით უმეტეს, რომ სახლში უკვე სამი თაობა ცხოვრობდა.

ოჯახმა საერთო სახლის აშენება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა შეიტყვეს, რომ ყველას შეეძლო ერთი სახურავის ქვეშ ისე, რომ თითოეულ წყვილს და მათ შვილებს საკუთარი სივრცე ექნებოდათ. დიზაინერულმა სტუდია Nendo-მ ოჯახს ძალზე ორიგინალური პროექტი შესთავაზა, რომელშიც სახლი პატარა ეზოს გარდა ნაკვეთის მთელ ტერიტორიას მოიცავდა.

რა შეიძლებოდა მოეფიქრებინათ, რომ სახლი ნამდვილად უნიკალური გამხდარიყო? მოგეხსენებათ, იაპონელი დიზაინერები და არქიტექტორები ფანტასტიკური კონსტრუქციებისა და ექსტერიერების შექმნის ოსტატები არიან. შედევრების სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება კოტეჯის პროექტიც, რომელიც უზარმაზარ ყუთს ან კუბს უფრო ჰგავს, რომელშიც ფანჯრები მხოლოდ სამხრეთ მხარესაა.

არქიტექტორებმა შექმნეს კიბე, რომელიც დამაკავშირებელი ელემენტი გახდა. და თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი სახლის იმ ნაწილში მდებარეობს, სადაც ჩვეულებრივი კედლის ნაცვლად უზარმაზარი პანორამული ფანჯრებია დამონტაჟებული და ჩანს, თუ როგორ ეშვება იგი მე-3 სართულიდან – აღტაცებასა და გაოცებას ზღვარი არ ექნბეა.

საინტერესო ფაქტი: სკულპტურული კიბე, რომელიც სახლის დიაგონალის გასწვრივ გადის, ყველა სართულს შორის გამყოფი-შემაერთებელი ადგილების ნაცვლად არის ჩაფიქრებული, თითოეულ მათგანზე კი ცალკეული ოჯახი და ცალკე პატარა შვილები ცხოვრობენ. ასეთი ეფექტური დეტალის გამო, საოჯახო კოტეჯმა, რომელიც ყველა თვალსაზრისით უჩვეულოა, მიიღო “კიბის სახლის” წოდება.

ვინაიდან ხანდაზმული წყვილს უჭირს გადაადგილება, და მათ “ოჯახში” კიდევ 8 კატა ცხოვრობს, მათთვის პირველი სართულია გამოყოფილი, საიდანაც პირდაპირ საკუთარ ეზოში გადიხართ. იმის მიუხედავად, რომ ეზოს ზომები მნიშვნელოვნად შემცირდა, პროექტის ავტორებმა მაინც მოახერხეს მასში ძველი ხურმის ხის დატოვება, რომელიც აქ ხის სახლის აშენების შემდეგ იზრდება და სახლის მეპატრონეებისთვის ძალიან ძვირფასია.

მეორე სართულს “ყველაზე ახალგაზრდა” ოჯახური წყვილი იკავებს, მესამე სართული კი ბავშვების საჭიროებებზეა ადაპტირებული, რომელთათვის იქ არა მხოლოდ სათამაშო ზონა, არამედ საძინებელი, საკუთარი სააბაზანო ოთახი და სამუშაო ადგილებია მოწყობილი.

მიუხედავად იმისა, რომ მასიური სკულპტურული კიბე ვიზუალურად ჰყოფს სივრცეს, იგი ფაქტობრივად მთელს ოჯახს აერთიანებს, რადგან მისი გაფართოებული ადგილების ყოველ დონეზე საერთო დასასვენებელი ზონებია მოწყობილი, სადაც არა მხოლოდ იქ მცხოვრებ დაქორწინებულ წყვილებს და ბავშვებს შეუძლიათ საჭმლის მომზადება, სადილობა ან ვახშმობა, წიგნების კითხვა, დასვენება ან ყვავილების მოვლა, არამედ დროის გატარება მეგობრების კომპანიაში.

მთელი სამხრეთის ფასადი სრულიად ღიაა ცნობისმოყვარე თვალისთვის, სტრუქტურის შიგნით მხოლოდ რამდენიმე სხვა დანაყოფები მალავს საძინებლებს გარე სამყაროსგან. პროექტის ავტორებმა ოსტატურად დამალეს სააბაზანო ოთახები და ტუალეტები თავად სკულპტურულ კიბეში. იქვე შექმნეს მოძრავი კიბის მარში, რომლითაც შეგიძლიათ მოხვდეთ ყველა სართულზე და ქუჩაში გასასვლელთან.

ეს ფარული ზონები მხოლოდ იმიტომ შეიქმნა, რომ თავად არასტანდარტული კიბის საფეხურები – ჩვეულებრივი ბუტაფორიაა და ქუჩაში გასასვლელი უბრალოდ არ არსებობს. კიბის ფრთა გამონაკლისის გარდა, მხოლოდ ორანჟერეად გამოიყენება უხვი გამწვანებით, ასევე დამატებით “სასეირნო ზონად” კატებისა და პატარა ბავშვებისთვის.

ყველას ისე არ გაგვიმართლა, როგორც ამ იაპონელებს, რომლებმაც დიდი ხნის წინ მოახერხეს მიწის ნაკვეთის შეძენა. თანამედროვე ახალგაზრდობა, რომელიც ტოკიოში სამუშაოს და უკეთესი ცხოვრების მოსაძებნად ჩავიდა, 6-10 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა-ოთახებში იჭყლიტება.