სარეცხი და კოსმეტიკური საშუალებების ეკონომიურმა გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს თქვენი დანაზოგი. გარდა ამისა, ეს არის ნამდვილად პასუხისმგებლიანი დიასახლისის ინდიკატორია, რომელიც მისი ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნავს. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ საპნის მოხმარების შემცირების რამდენიმე გზაზე. ნარჩენებისგან თხევადი საპნის დამზადება კი ერთ-ერთი მათგანი გახლავთ.

თხევადი საპონი ნარჩენებისგან

კარანტინის პერიოდში, მაღაზიაში გასვლაც კი რაღაც არაორდინალური და პრობლემური გახდა. და თუ სასურსათო მაღაზიები ჯერ კიდევ ღიაა, სხვა მრავალი მაღაზია უკვე რამდენიმე დღეა დახურულია. ეს შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ უფრო მოვუფრთხილდეთ იმათ, რაც გვაქვს.

თუ კოსმეტიკურ და სარეცხ საშუალებებს ცოტა უფრო რაციონალურად გამოიყენებთ, შეძლებთ მარტივად გაზარდოთ მათი მოხმარების ვადა. თქვენ უბრალოდ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენ საშუალებას კარგავთ იმის გამო, რომ ამა თუ იმ პროდუქტს დაუფიქრებლად ძალიან ბევრს ხარჯავთ.

როგორ გავზარდოთ კოსმეტიკური და სარეცხი საშუალებების მოხმარების ვადა

თხევადი საპნის მოხმარების შესამცირებლად, საკმარისია დისპენსერში ცოტაოდენი წყალი დაამატოთ. ეს ოდნავ განაზავებს მის კონცენტრაციას, თუმცა პროდუქტი გაცილებით დიდხანს გეყოფათ.

მაგრამ მყარი საპონი, როგორც წესი, ყველაზე მეტად ზარალდება სასაპნეში წყლის არსებობის გამო. შეეცადეთ ყოველ ჯერზე გადაღვაროთ ზედმეტი წყალი ხელების დაბანისას. შეგიძლიათ დამოუკიდებლად დაამზადოთ სასაპნე ღრუბლის პატარა ნაჭრისგან. მაშინ წყალი პირდაპირ ნიჟარაში ჩაიღვრება.

ნარჩენების გადაყრა არ ღირს. მათი გამოყენება შესაძლებელია თხევადი საპნის შესაქმნელად, რომლის შესახებაც ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ. ასევე ნარჩენები შეგიძლიათ ჩაალაგოთ ბადეში ან გეტრში. ასეთი ხელნაკეთი სახეხი შეგიძლიათ ტანსაცმლის ან ჭურჭლის გასარეცხად გამოიყენოთ.

სხეულის საპნის ნარჩენები დაალაგეთ ტანსაცმლის თაროზე, რომლებსაც დროებით არ იცვამთ. ეს ხელს შეუწყობს კარადაში სასიამოვნო სურნელის შენარჩუნებას და გააქრობს უსიამოვნო სუნს.

კონდიციონერისა და შამპუნის ქილები უმჯობესია ჩაბრუნებულ მდგომარეობაში შეინახოთ. ასე თქვენ ნამდვილად გამოიყენებთ პროდუქტს ბოლო წვეთამდე. და თუ კონდიციონერი სრულიად მოულოდნელად გათავდა, შეგიძლიათ დამოუკიდებლად მოამზადოთ იგი. მის დასამზადებლად ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი გამოგადგებათ, რომელსაც შეგიძლიათ დაუმატოთ კვერცხი, თაფლი ან ბანანიც კი.

თუ გსურთ საყვარელ სუნამოს სიცოცხლე გაუხანგრძლივოთ, ნუ შეინახავთ მათ ღია ადგილას. მზის სინათლე და ტენიანობა დამღუპველია ასეთი პროდუქტისთვის. ასევე შეგიძლიათ გაუფრთხილდეთ საყვარელი კრემის ყველა სასარგებლო თვისებას.

როგორ დავამზადოთ თხევადი საპონი საპნის ნარჩენებისგან

თხევადი საპნის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ ძალიან ბევრი ნარჩენი, გლიცერინი, ლიმონის წვენი და სხვა სასარგებლო დანამატები. წვრილად გახეხეთ მყარი საპნის ნარჩენები და ჩაყარეთ ქილაში მცირე რაოდენობით გლიცერინთან ერთად, დაუმატეთ ლიმონის წვენი. ინგრედიენტებს მდუღარე წყალი დაასხით.

გახსოვდეთ, რომ ქილის მხოლოდ 2/3 უნდა იყოს სავსე ნამცეცებით. საპნის გახსნის შემდეგ, შეგიძლიათ მას მცირეოდენი თაფლი ან ეთერზეთი დაუმატოთ. თხევადი საპონიც მზადაა!

მსგავსი პროდუქტების დაზოგვის კარგი უნარი სასარგებლოა არა მხოლოდ კარანტინის დროს. თუ ყველაფერს გარკვეული სიფრთხილით მივუდგებით, მნიშვნელოვნად გავიუმჯობესებთ ცხოვრებას.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი