მოიშორეთ თავიდან: ასეთი ავეჯი ყველაზე დახვეწილ ინტერიერსაც კი გააფუჭებს

2020 წელშიც კი, როდესაც შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით მოაწყოთ სახლი, მეპატრონეები აგრძელებენ სახლში იმ ავეჯის შენარჩუნებას, რომელიც არც ფუნქციონალურობით და არც მიმზიდველობით არ გამოირჩევა. გვეჩვენება, რომ ინტერიერში ავეჯის კომბინაცია მხოლოდ დიზაინერებს აღელვებს, ჩვეულებრივ ადამიანებს კი არანაირად, რადგან გაუგებარი დივნები და ტუმბოები თითქმის ყოველ მეორე ბინაში გვხვდება.

და დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, ავეჯის რა ნაწილებმა დაკარგა აქტუალობა და სასწრაფოდ საჭიროებს უფრო ხარისხიან შემცვლელს. შეეცადეთ ახლებურად შეხედოთ თქვენთვის ნაცნობ ნივთებს, რომ გაიგოთ, რის გარეშე გაგიადვილდებათ სახლში სუნთქვა.

ავეჯის შერწყმა ინტერიერში

მიუხედავად იმისა, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი ავეჯის ელემენტები შეიძლება თავისებურად კომფორტული, საინტერესო ან ჩვენთვის ძვირფასი იყოს, თანამედროვე ინტერიერში მათი ადეკვატურად განთავსება თითქმის შეუძლებელია. თუ ასეა, მაშინ რატომ უნდა შევინახოთ ისინი სახლში?

თანამედროვე ავეჯი

1. შუშის მაგიდა

ასეთი სილამაზე, რა თქმა უნდა, დიზაინერებს ძალიან მოსწონთ, მაგრამ მფლობელებისთვის ნამდვილი საშინელებაა. იმისათვის, რომ მუდმივად ლაქების და თითის ანაბეჭდების წმენდა არ მოგიწიოთ, რომლებიც თქვენი შუშის მაგიდის ზედაპირს ამახინჯებს, დაუყოვნებლივ უნდა მოაშოროთ ავეჯის ეს ელემენტი სახლიდან.

2. ტომარა სავარძელი

გასაკვირია, თუმცა ასეთი სავარძლები ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ იტალიაში გამოიგონეს. ავეჯის საინტერესო ელემენტს ნებისმიერი ოთახი ნაკლებად ოფიციალური უნდა გაეხადა. ღია სივრცეებში, ტომარა სავარძლები დღესაც პოპულარულია, მაგრამ მათ სახლში შენახვას აზრი არ აქვს.

ეს ობიექტი მხოლოდ მტვერს იკრობს და ხერხემალს ვნებს. თანაც, მათი შერწყმა საშინაო ინტერიერში საკმაოდ რთულია.

3. კედლის კარადა ტელევიზორისს გარშემო

კედლის კარადა დიდი ტელევიზორის ქვეშ კარგ გადაწყვეტილებად შეიძლება მოგვეჩვენოს, რადგან იქ მრავალი საჭირო ნივთის განთავსებაა შესაძლებელი. მაგრამ რეალურად ასეთი ავეჯი მხოლოდ მტვერს იგროვებს და უამრავი ზედმეტი ნივთის თავშესაფრად იქცევა, რომლებიც გადასაყრელად უბრალოდ გვენანება. ასეთი კარადა მისაღებია ფართო ოთახებში, მაგრამ პატარა ოთახებში იგი ვიზუალურად “ჭამს” სივრცის მნიშვნელოვან ნაწილს.

ძველმოდური ავეჯი

1. მასიური ძველი საათი

ინტერიერის ასეთი ელემენტი მისაღებია იმ შემთხვევაში, თუ ოთახის სხვა დეტალებიც ძველებურია. მაგრამ თანამედროვე ტექნიკის გვერდით ასეთი საათები სასაცილოდ გამოიყურება. და საერთოდ რომელ ფუნქციურობაზე შეიძლება ვისაუბროთ?

2. ტრილიაჟი

ავეჯის ასეთ დახვეწილ ელემენტს შეიძლება გარდაექმნა ჩვენი ბებია-ბაბუების დროინდელი ნებისმიერი საცხოვრებელი, მაგრამ ის არ ჯდება თანამედროვე ბინებში მისი მასიურობის, დიდი ზომებისა და მოძველებული სტილის გამო.

3. სერვანტი (დაბალი ბუფეტი)

ავეჯის ეს ელემენტი ჭურჭლის შესანახად და ერთგვარ დეკორაციად გამოიყენებოდა. ულამაზესი ჭურჭლის კომპლექტის ბედნიერი მეპატრონეები ყველაზე ძვირფას ნივთებს სტუმრების დასანახად სერვანტში ინახავდნენ. დღეს, როცა ძნელია ვინმე ლამაზი ჭურჭლით გააკვირვოთ, ასეთი საშინაო ვიტრინების საჭიროება გაქრა. ხოლო მაღაზიებში მოსახერხებელი, მსუბუქი და ხელმისაწვდომი სამზარეულოს ავეჯის მრავალფეროვნებამ ძველებური სერვანტები მოუთხოვნადი გახადა.

4. დივანი-ტრანსფორმერი

მცირე ზომის ბინებისთვის, ავეჯის ეს ნაწილი ნამდვილ ხსნად გვეჩვენება. რადგან მასზე შეგვიძლია სტუმრების განთავსება, როგორც სასტუმრო დივანი, ასევე შეგვიძლია იგი დასაკეც საწოლადაც გამოვიყენოთ. პრაქტიკაში კი აღმოჩნდა, რომ გაშლილი დივანი, როგორც საწოლი, ძალიან მოუხერხებელია. თანაც, სტუმრები არც ისე ხშირად მოდიან, რომ დივანი ასეთი შემთხვევებისთვის დაიტოვოთ სახლში.

რასაკვირველია, ბევრ ბინაში რჩება ავეჯის უსარგებლო ელემენტები, როგორიცაა მასიური კედლის კარადები, გალაქული გარდერობი, უზარმაზარი ხალიჩები. ასევე არსებობს თანამედროვე უხერხული რაღაცებიც, მაგალითად, დაკიდული თაროები. მაგრამ თუ ავეჯის რომელიღაც ელემენტი შეუსაბამოდ გამოიყურება, მაშინ რატომ არ უნდა ჩავანაცვლოთ იგი ბევრად უკეთესი ნაწილით? დღესდღეობით ხომ ბაზარზე საკმარისზე მეტი საინტერესო შემოთავაზებაა.