
მაღაზიაში სარეცხი საშუალებების უზარმაზარი არჩევანია, ყველა მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდება ხარისხით, სუნით და დანიშნულებით. ზოგი თეთრი ქსოვილებისთვისაა, ზოგი კი ფერადებისთვის, მაგრამ არსებობს უნივერსალური სარეცხი ფხვნილებიც. რეკლამირებული ბრენდები ძვირია, მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ რა ღირს სარეცხი საშუალება, მას აქვს დასრულების თვისება. დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ დაამზადოთ უნივერსალური სარეცხი ფხვნილი საშინაო პირობებში.
უნივერსალური სარეცხი ფხვნილი
შეიძლება ფიქრობდეთ, რომ უსიამოვნო სუნის მქონე საპნის ფილას თანამედროვე სააბაზანო ოთახში არაფერი ესაქმება. მაგრამ როდესაც ლაქების ამოყვანაა საჭირო, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ამ ამოცანას ყველაზე უკეთ სწორედ საპონი გაუმკლავდება. სამოსის ხელით გარეცხვა საჭირო არ არის, მაგრამ გირჩევთ ერთხელ მაინც დაამზადოთ სარეცხი ფხვნილი საყოფაცხოვრებო საპნით.
დაგჭირდებათ:
- 1 ფილა სარეცხი საპონი
- 100 გრ სოდა
- 1 ლ მდუღარე წყალი
1. გამოაშრეთ საპნის ფილა და წვრილად გახეხეთ.
2. საპნის ნამცეცები ლანგარზე გაფანტეთ და რამდენიმე საათით დაელოდეთ, რომ გახმეს.
3. როდესაც საპნის ნახეხები გახმება, ხელით გასრისეთ, რათა ფხვნილი მაქსიმალურად წვრილად იყოს დაქუცმაცებული.
4. შეურიეთ 100 გრ საკვები სოდა და 100 გრ საპნის ფხვნილი ერთმანეთს.
5. სარეცხი ფხვნილი ჩაყარეთ კონტეინერში, რომელსაც მჭიდროდ აქვს დაცული თავსახური.
ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ქალბატონი გიჩვენებთ საშიანო პირობებში სარეცხი ფხვნილის დამზადების მასტერ-კლასს. დიასახლისი გაოცებულია, როგორ შეიძლება ერთი ჩვეულებრივი საპნის ფილით ჭურჭელი და სარეცხიც კი გაირეცხოს. მაგალითად, საპონი SARMA სწორედ ამ მიზნებისთვის არის განკუთვნილი. მის შემადგენლობაში მაქსიმალურად ნატურალური კომპონენტები შედის, რომლებიც არ ვნებს ჯანმრთელობას და ეკოლოგიას, რაც ჩვეულებრივ ხდება ნებისმიერი სარეცხი ფხვნილის გამოყენების შემთხვევაში.
ფხვნილის უმჯობესია გამოიყენოთ საბავშვო საპონი, იგი ნაკლებად აგრესიულია და უფრო სასიამოვნო სურნელი აქვს. თეთრი ტანსაცმლის გასარეცხად შეგიძლიათ დაამზადოთ ფხვნილი ლაქების ამომყვანი საყოფაცხოვრებო საპნით, რომელსაც მათეთრებელი ეფექტი აქვს. 4 კგ სარეცხზე 2 ს.კ. სარეცხი ფხვნილი დაგჭირდებათ. მეტიც, უმჯობესია სარეცხი მანქანა დამატებით გაწურვის რეჟიმზე ჩართოთ. თუ თეთრეული 40 გრადუსზე ირეცხება, საპონი შეიძლება არ ჩამოირეცხოს.
საპნის ფხვნილი შეგიძლიათ სარეცხი ფხვნილის უჯრაში ჩაყაროთ, მაგრამ არსებობს რისკი, რომ საპონი ხშირად ამ უჯრაშივე დარჩება. ამიტომ, რეკომენდებულია ასეთი ფხვნილი პირდაპირ მანქანის დოლურაში ჩაყაროთ. ასეთი ფხვნილის გამოყენებისას საჭიროა თვეში ერთხელ გაწმინდოთ დოლურა საპნის ნალექისგან და ცარიელი რეცხვის რეჟიმზე ჩართოთ მანქანა.
თუ გსურთ, რომ სამოსს უფრო სასიამოვნო არომატი ჰქონდეს, სარეცხი საშუალებების უჯრაში შეგიძლიათ 2-3 წვეთი ეთერზეთი დაამატოთ. საპნის მკვეთრ სუნს ადვილად მოიშორებთ, თუ ნივთებს სუფთა ჰაერზე გააშრობთ.
მართალია, საყოფაცხოვრებო საპნის ფილა ნაკლებად პრეზენტაბელურია, მაგრამ მას ნებისმიერ ძვირადღირებულ საშუალებაზე უკეთ გამოსდის ნივთებიდან ლაქებისა და ჭუჭყის ამოყვანა. გარდ აამისა, იგი არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და საბავშვო ტანსაცმლისა და თეთრეულის გასარეცხადაც გამოიყენება.