როგორ დავაგრძელოთ მოკლე ფარდები, შეკერვის გარეშე

ფარდების ყიდვა საპასუხისმგებლო საქმეა. საჭიროა ყველაფერი კარგად გაზომოთ და ზუსტად გათვალოთ ტილოების ზომა. თუმცა, შეცდომისგან არავინაა დაცული, და ადრე თუ გვიან შეიძლება რაღაც აგვერიოს. სწორედ მაშინ დგება საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავაგრძელოთ ფარდები ან წულე.

როგორ დავაგრძელოთ ფარდები

ფანჯრის არა აკულატური გარეგნობა ხშირად აფუჭებს შთაბეჭდილებას მთელს ოთახზე. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ცუდად გაწმენდილი შუშები, ფანჯრის ძველი ჩარჩო, ასევე უხარისხოდ გაუთოებული, ჭუჭყიანი ან ძალიან მოკლე ფარდები.

თუ პირველი პრობლემები გადაწყვეტილია, მაგრამ ფანჯარა მაინც ულამაზოდ გამოიყურება, შესაძლოა პრობლემა სწორედ ფარდის სიგრძე იყოს. მოდით სწრაფად გავთავისუფლდეთ ამ ნაკლოვანებისგან.

ჩვენი მეთოდები კარგია იმით, რომ მათ გასახორციელებლად საკერავი მანქანა არ გჭირდებათ. და ასევე ნამდვილად არ დაგჭირდებათ მთელი ტილოს გადაკეთება. ესენი გახლავთ სწრაფი ვარიანტები, რომლებიც ხელმისაწვდომია ყველა დიასახლისთვის.

პირველი ვარიანტი

ფარდების ან ტილოების დასაგრძელებლად დაგჭირდებათ პლასტმასის სამშენებლო ხამუთები. შეგიძლიათ გამოიყენოთ მოკლე, დაახლოებით 20-სმ-იანი. ეს მეთოდი გამოგადგებათ, თუ ფარდები კაუჭებზეა დამაგრებული.

  1. ჩამოხსენით ფარდები, გულმოდგინედ გაზომეთ, როგორი უნდა იყოს მოჭერილი ხამუთები, რომ ფარდებს სწორი სიგრძე მისცეთ. ხამუთებზე მარკერით აღნიშნეთ სანტიმეტრების საჭირო რაოდენობა.
  2. ფრთხილად წამოაცვით ყველა ხამუთი ფარდის დასაკიდ ლენტზე არსებული პეტლის ქვეშ, ისე, რომ მათ შორის თანაბარი ინტერვალები იყოს. პლასტმასის ხამუთები ჩაკეტეთ და ზედმეტი ნაწილები მოაჭერით.

ფარდები ან ტული ადვილად შეიძლება გარეცხოთ პლასტმასიანად. რგოლების ამოზნექილი ნაწილები შიგნით გადაატრიალეთ ისე, რომ შესამჩნევი აღარ იყოს.

მეორე ვარიანტი

თუ ფარდები მრგვალ ლავგარდანზეა ჩამოკიდებული, შეგიძლიათ გამოიყენოთ მეორე მეთოდი. ამისთვის დაგჭირდებათ გრძელი, ვიწრო ლენტი.

  1. ლენტი თანაბარ სეგმენტებად უნდა გაიჭრას, მათი სიგრძე ისე უნდა გამოთვალოთ, როგორც პირველ მეთოდში. ნაჭრები, პინცეტის გამოყენებით, ლენტის პეტლზე წამოაცვით და ფრთხილად გაკვანძეთ.
  2. ბოლოები შეგიძლიათ ბაფთებით გააფორმოთ, ან მოკლედ გაჭრათ და იმ ძაფების ქვეშ დამალოთ, რომლებიც ფარდას იჭერს. ასეთი დაგრძელება ძალიან კარგად გამოიყურება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ლენტის მასალა და ფერი თავად ფარდის მასალის მსგავსია.

გახსოვდეთ, რომ საფარდე ლავგარდნის არჩევაც ისეთივე აუცილებელია, როგორც თავად ფარდის მასალა. თანამედროვე და გამოსაყენებლად ადვილი კარნიზი მაშინვე გარდაქმნის თქვენი ფანჯრის ვიზუალს. გირჩევთ უპირატესობა მიანიჭოთ ლაკონურ მილოვან ვარიანტებს. ისინი ნებისმიერ ინტერიერში ჩაჯდება.