აი, რატომ ტოვებენ გამოცდილი დიასახლისები სარკეს საწოლის თეთრეულზე

მასიური კარანტინის დროს, უმნიშვნელოვანესია პირად ჰიგიენასა და ბინის სისუფთავეზე ზრუნვა. ძირითადად ეს ეხება საწოლის თეთრეულის გამოცვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში სახლშ დარჩენითაც იზრდება ორგანიზმში სხვადასხვა დაავადებების წარმოშობის რისკი.

დღეს გაგიმხელთ რა სიხშირით უნდა გამოცვალოთ ისინი და რა უნდა იცოდეთ გარეცხვის შესახებ.

ბევრი თვლის, რომ საკმარისია საწოლი რამდენიმე თვეში ერთხელ გამოცვალოთ. ამას კვლევის შედეგებიც ცხადყოფს. ერთ-ერთმა ლეიბების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ გამოკითხვა ჩაატარა. 25 წლამდე ასაკის ადამიანთა 50%-მა განაცხადა, რომ არ თვლიან საჭიროებას ეს ხშირად აკეთონ.

„თუ იმას არ გავითვალისწინებთ, რომ მსგავსი ქმედება ჯანმრთელობისთვის საზიანოა, უბრალოდ უნდა გვსიამოვნებდეს მაინც სუფთა თეთრეულში წოლა“ – აცხადებს სისუფთავის ცნობილი ექსპერტი სალი ბლუმფილდი.

მისი აზრით თეთრეულის გარეცხვის ყველაზე ოპტიმალური დრო 1 სრული კვირაა.

მაშინაც კი, თუ საწოლი სუფთად გამოიყურება, 7 დღის შემდეგ მასზე უამრავი კანის მკვდარი უჯრედი და ოფლი გროვდება, რაც სხვადასხვა მავნე ბაქტერიების გავრცელებას იწვევს და მათ მხოლოდ გარეცხვა თუ მოაშორებს.

სალის აზრით საწოლის გარეცხვა ყველაზე მაღალ ტემპერატურაზეა საჭირო, რათა რაც შეიძლება მეტი ბაქტერია განადგურდეს. ამასთან, თბილ სეზონებზე გაანიავეთ ისინი სუფთა ჰაერზე.

დამატებითი 3საათიანი განიავება თეთრეულს პირვანდელ სიჯანსაღეს დაუბრუნებს, მაშინ როცა გარეცხვის დრო და ენერგია არ გაქვთ.

სოკოვანი დაავადებებისგან თავის ასაცილებლად, სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ დამატებით თერმულ დამუშავებას.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ ბალიშებს. ისინი უთოს მეშვეობით უნდა დაამუშაოთ ორ კვირაში ერთხელ მაინც, რათა მავნე მიკროორგანიზმებისგან დაიწმინდოს.

არ იქნება ზედმეტი თვეში 2-3-ჯერ გადაუაროთ ლეიბს მტვერსასრუტით.

აღსანიშნავია, რომ გაზაფხულის პერიოდში ჰაერის გაზრდილი ტენიანობა მიზეზია იზრუნოთ თეთრეულის უფრო ხშირ გამოცვლაზე, რადგანაც დატენიანებულ საწოლში ბაქტერიები უფრო ადვილად ვრცელდებიან ვიდრე მშრალში.

საწოლის შემოწმება ჩვეულებრივი სარკითაა შესაძლებელი – დადეთ ის ზეწარზე, გადააფარეთ საბანი და დატოვეთ ასე 5 წუთის მანძილზე. დახედეთ სარკეს, თუ მასზე ორთქლია შესამჩნევი, ესეიგი დროა გამოცვალოთ.

სულ ესაა საჭირო იმისთვის, რომ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს კარგად გეძინოთ.