
ემიგრანტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ახალ ადგილას ბევრ წვრილმანთან მიჩვევა უწევთ. ადამიანები, რომლებიც საცხოვრებლად აშშ-ში გადადიან, ადგილობრივთა ბევრი წესით არიან გაოცებულნი. მაგალითად, სუპერმარკეტებში პროდუქტის შეძენისას ხშირად არ არიან მზად, რომ სახელმწიფო გადასახადს ფასში არ რთავენ. ამის გამო, სალაროსთან სულ სხვა რიცხვი ხვდებათ, ვიდრე იმედოვნებდნენ.
აქ ფანჯრებიც კი სხვანაირადაა დამონტაჟებული. ამერიკელებს მოძრავი ფანჯრები ძალიან ხიბლავთ და სხვა ფანჯრებს არც აღიარებენ. ამის მიზეზი აშშ-ს წარმომავლობაშია, როგორც ნაციის. ბრიტანელი კოლონისტები მიჩვეულნი იყვნენ მოძრავ ფანჯრებს და მათმა შთამომავლობამ წინაპრების მაგალითი აიღო.
ბრიტანელების სიყვარული ვერტიკალურად მოძრავი ფანჯრების მიმართ ამინდთანაა დაკავშირებული. იქ ზამთარი უფრო მსუბუქად ჩაივლიდან ხოლმე და მათი პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ ქარი იყო. მაცხოვრებლები იყენებდნენ მოძრავ კედლებს იმისთვის, რომ შეჩერებინათ მოულოდნელი მძაფრი ქარის შემოტევა.
დამატებითი პლუსები: ყვავილების მოყვარულები მსგავს ფანჯრებს აფასებენ იმიტომ, რომ განიავების დროს რაფებიდან ქოთნების აღება საჭირო არაა. ამასთან, უსაფრთხოების ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ შემთხვევით გადავარდნა აქედან გაცილებით რთულია, ვიდრე ჩვეულებრივი ფანჯრებიდან.
აშშ-ს ცენტრალურ ნაწილში ამინდი ბრიტანეთისთვის დამახასიათებელი ამინდისგან არ განსხვავდება. ჩრდილოეთსა და სამხრეთში კი მსგავს ფანჯრებს უფრო ნაკლებად ვხვდებით. საქმე ისევ და ისევ კლიმატშია. ჩრდილოეთში ყინვა არ აძლევთ საშუალებას, სამხრეთში კი ძალიან ცხელა. ამიტომაც ირჩევენ ისინი ჩვეულებრივ, ჰორიზოლტალური გაღების ფანჯრებს.
როგორც ხედავთ, ამერიკელების ახირებას გონივრული მიზეზი აქვს. თუ ბრიტანეთის მსგავს ამინდის პირობებში ცხოვრობთ და მცენარეების მოვლით ირთობთ თავს, დაფიქრდით ვერტიკალური გაღების ფანჯრების დაყენებაზე!