მწერების დაფრთხობა, ყვავილების გალამაზება და სხვა: არაყს საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრა შეუძლია

არაყი ალკოჰოლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა. მაგრამ მისი გამოყენება მხოლოდ დათრობის მიზნით არ შემოიფარგლება. უამრავი ეფექტური ხერხი არსებობს, რათა მისი მეშვეობით გავუმკლავდეთ ყოველდღიურ პრობლემებს და უხერხულ სიტუაციებს. გირჩევთ გაექცეთ სპონტანურ და მოულოდნელ პრობლემებს.

  1. ჯანსაღი სუნთქვა

უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ პირის გამოსარეცხად არყის გამოყენება ეფექტურია. პირველ რიგში ის მოახდეს ღრუს დეზინფექციას და გააქრობს უსიამოვნო სუნს. მეორე რიგში ცოტა რამ ვიცით სპეციალური სავლებების შემადგენლობაზე. საჭირო სითხის მისაღებად აურიეთ ცოტაოდენი არაყი სუფთა წყალთან და ეთერულ ზეთებთან.

  1. ყვავილების სილამაზე

ყვავილების თაიგული – ლამაზი და სიხარულის მომტანია. მაგრამ, ადრე თუ გვიან ის ბრწყინვალებას კარგავს. იმისათვის, რომ სიცოცხლის პერიოდი გავუხანგრძლივოთ, ამ ხრიკს მიმართეთ: ყოველდღე დაამატეთ ყვავილების წყალს არყით გაჟღენთილი ჩ.კ. შაქარი. ყვავილები დდიხანს შეინარჩუნებენ ფერს და სიჯანსაღეს.

  1. სუფთა ფეხები

უხერხული სიტუაციები ყველას მოსდის. თუ ფეხსაცმელი დიდიხანია გვაცვია, შესაძლოა არასასიამოვნო სუნი გაუჩნდეს, რადგანაც ფეხები ხშირად ოფლიანდებიან და სრულფასოვანი სუნთქვა არ შეუძლიათ. მისგან თავის ასარიდებლად მიიღეთ აბაზანები, რომლებიც წყლისგან და ცოტაოდენი არყისგან შედგება. ასევე თქვენი მომზადებული სპრეი სახლის გარეთ: ნამდვილი ხსნა იქნება ცხელ ამინდში. იგივე ეფექტს მიაღწევთ თუ არაყში ღრუბელს ჩაალბობთ და ფეხებს მისით გაიწმინდავთ.

  1. არანაირი მწერები

ბუნებაში გასეირნება პოზიტიურ ემოციებს გვჩუქნის: კარგი ხედები, გემრიელი საკვები, მხიარული კამპანია. მაგრამ მინუსებიც აქვს. ერთ-ერთი მათგანი მწერებია. მათგან თავის დასახწევად წაიღეთ არაყი. ის მწერების და ჭანჭველების წინააღმდეგ არსებული სპეციალური ხსნარების მშვენიერი ალტერნატივაა. საკმარისია კანს დაასხუროთ, რომ ვერაფერი მოგეკარებათ. იმისთვის, რომ სასიამოვნო სუნი შესძინოთ, შეგიძლიათ ეთერული ზეთები გამოიყენოთ, მაგალითად ლავანდის ან რეჰანის. ისინი გააუმჯობესებენ არომატს და გააძლიერებენ ეფექტს აღარაფერი მოგეკაროთ, ასევე იზრუნებთ კანის სირბილეზე.

თავდაპირველად, ამ ალკოჰოლური სასმლის შექმნისას ის დასათრობად არ იყო ჩაფიქრებული, 1405 წლიდან მე-16 საუკუნის შუა პერიოდამდე მას სამკურნალო ხასიათი ჰქონდა და კოსმეტიკურ გამწმენ საშუალებებში გამოიყენებოდა. არაყს ალკოჰოლის მცირე რაოდენობით ამზადებდნენ და თანამედროვე ვარიანტისგან ძლიერად განსხვავდებოდა. შედეგად მისი ფორმულა შემუშავდა და გამოყენების ფორმებიც გაფართოვდა.

  1. ნაკლები ტკივილი და დაძაბულობა

დიდი ხნის ვარჯიშის ან დაძაბული დღის შემდეგ სასიამოვნოა ისარგებლოთ ხელმისაწვდომი და ეფექტური ხერხებით, რომელიც კუნთების ტკივილს სამედიცინო პრეპარატების გარეშე შეგიმსუბუქებთ. არაა საჭირო გამოიყენოთ არაყი შინაგანად. ხსნარის მისაღებად აიღეთ ქილა, შეავსეთ ახალი ან ხმელი ლავანდის ყვავილებით და შემდეგ დაასხით არაყი. რამდენიმე დღეში სასიამოვნო სურნელის ნაყენი კუნთების მოსადუნებლად მზად იქნება.

  1. ბასრი სამართებელი

საპარსი სამართებელი სწრაფად ფუჭდება. იმისათვის, რომ ის უფრო დიდხანს შეინარჩუნოთ, არაყში უნდა ჩაუშვათ. ალკოჰოლი ყველა მიკრობს გაანადგურებს.

  1. ქერტლთან ბრძოლა

არაყი ადვილად კლავს მიკრობებს თავის კანზეც, რომლებიც ქერტლს აჩენენ. ასევე თმას უფრო დამჯერს ხდის, ჩუქნის ბრწყინვალებას და მოცულობას. საჭიროა დაუმატოთ ცოტაოდენი არაყი თქვენს შამპუნს, შეანჯღრიოთ და გამოიყენოთ ჩვეულებრივ.

  1. სამკურნალო საშუალება

არაყი გაციებას სწრაფად კურნავს. ის ეფექტურია ყელის ტკივილის დროს და აქრობს გაციებას ტუჩებზე. არაყში ჩამბალი ღრუბელი შეგიძლიათ დაიდოთ ჰერპრესზე და ის უფრო სწრაფად ამოშრება და შეხორცდება. ყელის ტკივილისთვის გამოგადგებათ მეოთხედი ჭიქა ახლად დაწურული ლიმნის წვენი, 2 ს.კ. არაყი და ამავე რაოდენობის თაფლი. საგულდაგულოდ აურიეთ და დღეში რამდენჯერმე გამოივლეთ.