ქიმია თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანებს ვნებს. დაამზადეთ ნატურალური საშუალებები სახლის დასალაგებლად

სახლის დალაგება დამხმარეების გარეშე შეუძლებელია. ქიმიური სარეცხი საშუალებები კი ჩვენს ჯანმრთელობას და გარემოს ვნებენ.

შესამჩნევ ჭუჭყს ვაცილებთ, მაგრამ ვაცილებთ კი თეფშიდან სარეცხ საშუალებას, რომელიც აქტიურ ნივთიერებებს: ფოსფატებს და ქლორს შეიცავს? როგორ ჩავანაცვლოთ ეს ქიმია სასარგებლო პროდუქტით?

გთავაზობთ სარეცხი საშუალებების ჩამონათვალს, რომლებიც მარტივი და ხელმისაწვდომი კომპონენტებისგან შედგებიან და რომლებსაც სამზარეულოში აუცილებლად იპოვნით. თუ სერიოზულად ზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე, მაშინ მაღაზიის პროდუქტები ნატურალური ალტერნატივებით ჩაანაცვლეთ. ეს მარტივია!

გამწმენდი საშუალება აბაზანისთვის

დაგჭირდებათ:

  • 1/2 ჭიქა სოდა
  • 2 ს.კ. თხევადი საპონი
  • 5 წვეთი ანტიბაქტერიული ზეთი

მომზადება;

  1. დაუმატეთ სოდას თხევადი საპონი. აურიეთ ფაფის მსგავსი მასის მიღებამდე.
  2. დაუმატეთ 5 წვეთი ანტიბაქტერიული ზეთი. მაგალითად ლავანდის, როზმარინის ან ჩაის ხის.
  3. დაასხით საშუალება ღრუბელს ან ტილოს. გაასუფთავეთ ზედაპირები და მორეცხეთ.

იმისთვის, რომ მიღებულმა საშუალებამ ტენიანობა უფრო დიდხანს შეინარჩუნოს, დაუმატეთ 1 ჩ.კ. გლიცერინი და გააჩერეთ მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში. წინააღმდეგ შემთხვევაში აურიეთ იმდენი, რამდენსაც ერთ ჯერზე გამოიყენებთ.

შუშების გასაწმენდად

დაგჭირდებათ:

  • 1/2 ჩ.კ. თხევადი ზეთი
  • 3 ს.კ. ძმარი
  • 1 ჩ.კ. ამიაკი
  • 200 მლ წყალი

მომზადება:

  1. აურიეთ ყველა ინგრედიენტი.
  2. ჩაასხით მასა პულივიზატორში.

გაზქურის გასაწმენდად

დაგჭირდებათ:

  • 200 გ სოდა
  • 2 ჩ.კ. თხევადი ზეთი
  • 100 მლ წყალი

მომზადება:

  1. დაასველეთ გაზქურის ძირი
  2. დააყარეთ სოდა, ისე რომ მთლიანად დაფაროს გაზქურის ქვედა ნაწილის ზედაპირი.
  3. დააწვეთეთ სოდას წყალი. ის უნდა იქცეს სქელ ქაფად.
  4. დატოვეთ გაზქურა ამ მდგომარეობაში მთელი ღამით.
  5. დილით ცოტაოდენი თხევადი საპონი დააწვეთეთ ტილოს. ცხიმი და სოდა ერთად ადვილად გაწმენდენ გაზქურას.
  6. თუ სასურველი შედეგი არ გამოიღ, გაზარდეთ სოდის დოზა.

უნივერსალური გამწმენდი საშუალება

სოდით მომზადებული ხალხური საშუალებები პრაქტიკულად ყველაფერს წმენდენ. არ იწვევენ ალერგიას, არ ტოვებენ სუნს და იაფია.

დაგჭირდებათ

  • 1/2 ჩ.კ. სოდა
  • 1 ჩ.კ. თხევადი საპონი
  • 300 მლ თბილი წყალი
  • 10 წვეთი ლავანდას ზეთი

მომზადება:

  1. აურიეთ ყველა ინგრედიენტი
  2. ჩაასხით მასა პულივიზატორში.  შეაჯანჯღარეთ, რომ სოდა ბოლომდე გაიხსნას.
  3. გამოიყენეთ ეს გამწმენდი ისე, როგორც სხვა საშუალებებს იყენებთ.

ავეჯის გასაწმენდად

დაგჭირდებათ:

  • 1/2 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
  • 30 მლ ძმარი
  • 10 წვეთი ლიმნის ზეთი

მომზადება:

  1. აურიეთ ყველა ინგრედიენტი ჯამში
  2. ჩაალბეთ ტილო მასში და გაწმინდეთ ავეჯი

ეს საშუალება დაგეხმარებათ ჭიქისგან დატოვებული ლაქების მოშორებაშიც. უკეთესი სუნისთვის დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ეთერული ზეთი.

ობის მოსაშორებლად

დაგჭირდებათ:

  • 2 ჩ.კ. ჩაის ხის ზეთი
  • 2 ჭიქა წყალი

მომზადება:

  1. აურიეთ ყველა ინგრედიენტი ჭურჭელში
  2. ჩაასხით პულივიზატორში, ააჯანჯღარეთ და მოასხით პრობლემურ ადგილებს.
  3. უკეთესი შედეგისთვის დაუმატეთ ცოტაოდენი არაყი ან სპირტი.

თხევადი საპონი

შეგიძლიათ ის საკუთარი ხელებით მოამზადოთ და უფრო სასარგებლო გახადოთ.

დაგჭირდებათ:

  • 1 საპონი
  • 1 ლ. წყალი
  • 1 ს.კ. გლიცერინი
  • 10 წვეთი ფორთოხლის ზეთი

მომზადება:

  1. გახეხეთ საპონი წვრილად
  2. დაუმატეთ ცხელ წყალში და კარგად აურიეთ.
  3. დატოვეთ მასა 1 დღე. ამ დროის განმავლობაშ ის მთლიანად უნდა გაიხსნას და ერთგვაროვანი მასა გახდეს.
  4. დაუმატეთ გლიცერინი და საყვარელი ზეთი.
  5. გაანაწილეთ ქილებში.

ეს მარტივი რეცეპტები სახლში წესრიგის დამყარებაში დაგეხმარებათ.