ამერიკის მთებში ეს შუშის მაღალი შენობა სახლი აღმოჩნდა და იყიდება კიდევაც

სახლების ყიდვის მსურველებისთვის სასურველი შენობების ძებნის პროცესი ყველაზე საინტერესოა. ეს განსაკუთრებულად საინტერესოა მაშინ, როდესაც ლამაზი სახლების მსგავსად ისინი უცნაურ, არაორდინალურ და უნიკალურ სახლებსაც ეძებენ. რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო განსაკუთრებული, ვიდრე ამერიკის ყველაზე მაღალი სახლი?

ამ ოჯახურ ბინაში, რომელიც პრესკოტში მდებარეობს, განთავსებულია 3 საძინებელი და 4 სააბაზანო. მისი ფასი 1,450 000 დოლარს შეადგენს. თუმცა, ყველაზე საინტერესო დეტალი ამ სახლის შესახებ ისაა, რომ იგი ათ სართულიანია და მხოლოდ ერთი ოჯახისთვისაა განკუთვნილი. ამ მაღალ კოშკს შევარდენის ბუდეს უწოდებენ.

უძრავი ქონების სააგენტოს განცხადებით 38 მეტრის სიმაღლის შენობა ერთი ჰექტარის ფართობის მქონე დაუსახლებელი მიწის ცენტრში მდებარეობს არიზონაში. იგი მარაგდება მზის ენერგიის ტექნოლოგიებით, გააჩნია გათბობისა და გაგრილების ალტერნატიული წყაროები და გადახურულია შუშის ჭერით.

ყველაზე მაღალი სახლის მისაღები ოთახი.

ყველაზე მაღალი სახლის საძინებელი.

ცენტრალური სართული 185 კვადრატული მეტრის ფართობზეა გადაჭიმული და მოიცავს 2 საძინებელს, 2 აბაზანას, სამზარეულოს და სტუმრების ოთახს. გარაჟიდან სართულებზე ასვლა ჰიდრავლიკური ლიფტითაა შესაძლებელი.

ყველაზე მაღალი სახლის სამზარეულო.

ეს სახლი მაქსიმალურად უფრთხილდება გარემოს მისი ენერგიის გამოყენების დონით, რისთვისაც იგი ბუნებრივ ელემენტებს იყენებს სახლის გასათბობად და გასაგრილებლად. ეს მას მართლაც არქიტექტურული ინჟინერიის საგანძურად აქცევს.

ყველაზე მაღალი სახლის სააბაზანო.

შევარდენის ბუდე 1994 წელს იქნა აშენებული არქიტექტორი სუკუმარ პალის მიერ. მისი ხედები მართლაც გასაოცარია.

ყველაზე მაღალი სახლის საძინებელი.

ეს მართლაც უნიკალურ შენობას წარმოადგენს და იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც არაორდინალურ სახლში ცხოვრება სურთ.