იაპონური მოძრაობა “126”: რას ნიშნავს ეს და რატომაა ასეთი გავრცელებული

იაპონიაში სწრაფად იზრდება ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც მოძრაბა “126” უერთდებიან. რას ნიშნავს ეს სამნიშნა სახელი, როგორ ხდება მისი გაშიფვრა და რატომ არის ეს მოძრაობა ასეთი პოპულარული?

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახელს რელიგიასთან, მისტიკასთან, სექტანტობასთან რაიმე კავშირი არ აქვს. სინამდვილეში, სახელის გაშიფვრა ბანალურად მარტივია. “1” და “2”, რომლებიც გვერდი-გვერდ მდებარეობს, თორმეტ საათს აღნიშნავს. “6” კვირაში ექვსი დღის სიმბოლოა. ამ დროის განმავლობაში ამ ქვეყნის ახალგაზრდა სპეციალისტები, რომლებმაც უნივერსიტეტები დაამთავრეს, იძულებულნი არიან იმუშაონ, რომ დიდი კომპანიებისა და კორპორაციების ოფისებში დარჩნენ.

იაპონელების მთავარი მიზანი პროტესტია არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ და, უფრო სწორად, გამოცდილების არ მქონე სპეციალისტების უფლებების დარღვევის გამო. მოძრაობა იცავვს იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ გახდნენ ოფისის მუშაკები, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად მათ მკაცრი ბრძოლის გამოვლა უწევთ. სინამდვილეში, ამ სეგმენტში დიდი აჟიოტაჟია, განსაკუთრებით ეს ჟურნალისტებსა და ეკონომისტებს ეხება. უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები არ ცდილობენ ფიზიკურად მუშაობას სამშენებლო ადგილებზე და ქარხნის დაწესებულებებში.

იაპონური კომპანიები და ფირმები ადრე არც ადრე იყვნენ ლოიალურები მათი თანამშრომლების მიმართ. ამჟამად, როდესაც კადრების ნაკლებობა არ არის, ისინი მათ მიმართ უფრო მკაცრები არიან, განსაკუთრებით, თუ ამ უკანასკნელებს გამოცდილება და შთამბეჭდავი სამუშაო ჩანაწერი არ აქვთ.

“126”-ის მონაწილეები ცდილობენ, კომპანიების ხელმძღვანელებს დააძალონ, რომ მათ სხვა კუთხით შეხედონ არსებულ ვითარებას და ნაწილობრივ შეარბილონ მოთხოვნები და სამუშაო პირობები უფრო ხელსაყრელი გახადონ. ხელშეკრულების გაფორმებისას მითითებულია სტანდარტული რვა საათიანი სამუშაო დღე. მაგრამ რეალურად, ხელმძღვანელები თავიანთ “ქვეშევრდომებს” ძალიან ბევრ სამუშაოს აძლევენ. რუტინული სამუშაო გაცილებით ბევრ დროს საჭიროებს. ხშირად, სპეციალისტს სჭირდება თორმეტიდან თექვსმეტ საათამდე, რომ ყველა საქმეს გაუმკლავდეს. თუ ზეგანაკვეთურ სამუშაოებს არ მიიღებენ, დავალებები არ შესრულდება და კომპანიას აქვს უფლება სპეციალისტი თანამდებობიდან გაათავისუფლოს, მაგალითად ისეთი, ვინც სამსახურეობრივ მოვალეობას ვერ უმკლავდება.

რა თქმა უნდა, იაპონიის ახალგაზრდებმა კარგად იციან ევროპულ ქვეყნებში ოფისის მუშაკებისადმი დამოკიდებულება და ესმით, რომ ეს აღარ შეიძლება ასე გაგრძელდეს. პროფკავშირებს ჩვეული რეჟიმის შეცვლაში დახმარება არ შეუძლიათ. ამიტომ, ამგავრ მოძრაობებში გაერთიანებით, ისინი თანდათანობით არღვევენ სისტემას.