მელ გიბსონი თავის სახლს 14.5 მილიონ დოლარად ყიდის

ოსკაროსანი მსახიობის ულამაზესი სახლი გასაყიდად გამოიტანეს. მელ გიბსონმა ახლახანს განათავსა აუქციონზე მალიბუში მდებარე მისი ქონება, რომელიც 14,5 მილიონ დოლარად შეფასდა. შთამბეჭდავი შენობა 5 საძინებელს, 5 აბაზანას, ფრანგული სტილის სამზარეულოს, აუზის სახლს და კიდევ უამრავ ფუფუნებას მოიცავს. ჯამში აღნიშნული სახლის ტერიტორია 605 კ/მ გახლავთ და მან უკვე უამრავი ადამიანის ინტერესი მიიპყრო.

სახლის ხედი განსაკუთრებულია, რადგან იგი ოკეანის თავზე მდებარე კანიონში მდებარეობს.

ხის ბოძები და ქვის თაღები, რომელიც სახლს თავის ხასიათს სძენს

სასადილო ოთახი

ფრანგული სამზარეულო

მისაღები ოთახი

ერთ-ერთი საძინებელი

ერთ-ერთი აბაზანა

გასართობ სივრცედ ქცეული მონაკვეთი სახლის გარეთ.

აუზის სახლი

ავტოფარეხი, რომელიც სამ ავტომობილს იტევს.