
ყველამ კარგად იცის, რომ ინგლისის დედოფალი ბაკინგემის სასახლეში ცხოვრობს. თუმცა, ბევრისთვის უცნობია ის ლოკაციები, სადაც სამეფო ოჯახის სხვა წევრები ცხოვრობენ. მათი უმრავლესობა რამდენიმე სახლსაც კი ფლობს და მათ შორის შედის ციხესიმაგრეები, სასახლეები, სამეფო რანჩოები და ორიგინალური ბინები.
ედინბურგის დედოფალი და ჰერცოგი – ბაკინგემის სასახლე
ეს სასახლე დედოფლის სამუშაო რეზიდენციაა ლონდონში ყოფნისას, თუმცა იგი ჰერცოგთან ერთად შაბათ-კვირას ხშირად უინდსორის ციხესიმაგრეში ატარებს. ისინი აგვისტოს და სექტემბერს ბალმორალის ციხესიმაგრეში ატარებენ, შოტლანდიაში. შობის პერიოდში დედოფალი ნორფოლკში მდებარე სახლს სტუმრობს.
პრინცი ჩარლზი და კორნვოლის ჰერზოგინია კამილა – CLARENCE HOUSE
2003 წელს უელსის პრინცმა მის ოფიციალურ რეზიდენციათ ლონდონში არსებული ეს ულამაზესი სასახლე დაასახელა. სწორედ აქ ცხოვრობდა დედოფლის დედა 1953 წლიდან 2002 წლამდე. აქ ასევე პრინცი ჰარი და პრინცი ვილიამიც ცხოვრობდნენ 2011-12 წლებში საკუთარი რეზიდენციების მოწყობამდე.
კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია – კენსინგტონის სასახლე
2017 წლის შუა პერიოდიდან ამ სასახლეში არსებული აპარტამენტი კემბრიჯული ოჯახის მთავარ რეზიდენციად ითვლება მას შემდეგ, რაც ვილიამმა სასწრაფო საჰაერო დახმარების წევრობას დაანება თავი და ოჯახისთვის უფრო მეტი დროის დათმობა გადაწყვიტა.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი – კენსინგტონის სასახლე
პრინცი ჰარი 2013 წელს კენსინგტონის პალასის მიწაზე მდებარე ორ საძინებლიან ნოტინგჰემურ კოტეჯში გადავიდა საცხოვრებლად. 2017 წელს ნიშნობის გაოფიციალურების შემდეგ კი ამ აპარტამენტში მეგან მარკლიც გადმოვიდა საცხოვრებლად. ბავშვების გაჩენის შემდეგ წყვილი სასახლის მთავარ ნაწილში გეგმავს გადასვლას საცხოვრებლად.
პრინცესა ანა – GATCOMBE PARK
პრინცესა ანა ლონდონში სენტ ჯეიმსის სასახლეში რეზიდენციას ფლობს, თუმცა დედოფლის ერთადერთი ქალიშვილი და მისი მეუღლე სერ თიმოთი ლაურენცი მათი დროის უმეტესობას სწორედ ფოტოზე გამოსახულ სასახლეში ატარებენ. ანას ქალიშვილი, ზარა ტინდეილი საკუთარ ოჯახთან ერთად ასევე ამ რეზიდენციაში გადმოვიდა საცხოვრებლად 2013 წელს, რადგან იგიც დედის მსგავსად ცხენოსნობითაა გატაცებული.
პრინცი ენდრიუ, იორკის ჰერცოგი – სამეფო სასახლე, WINDSOR GREAT PARK
დედოფლის რიგით მესამე შვილი პრინცი ენდრიუ 30 ოთახიან სამეფო სასახლეში 2004 წელს გადავიდა საცხოვრებლად მის ორ ქალიშვილთან ერთად. 2002 წლამდე აქ დედოფლის დედის რეზიდენცია მდებარეობდა. ჭორების მიხედვით ენდრიუს ყოფილი მეუღლე სარა ფერგიუსონი 2008 წელს ასევე ამ სახლში გადმოვიდა საცხოვრებლად მიუხედავად იმისა, რომ წყვილი 1996 წელს განქორწინდა.
პრინცესა ეუჯენია და მისი საქმრო ჯეკ ბრუკსბენკი კენსინგტონის სასახლის ტერიტორიაზე, მდიდრულ კოტეჯში 2018 წელს გადავიდნენ მათი ნიშნობის გახმაურების შემდეგ.
პრინცესა ბეატრისის მისი დროის უმეტესობას ნიუ-იორკში ატარებს, სადაც იგი ერთ-ერთ ორგანიზაციაში ვიცე-პრეზიდენტად მუშაობს.
პრინცი ედვარდი და უესექსის გრაფინია სოფი – BAGSHOT PARK
დედოფლის ყველაზე ახალგაზრდა შვილი და მისი მეუღლე სოფი მათი დროის უმეტესობას სწორედ ასეთ მშვენიერ რეზიდენციაში ატარებენ ორ შვილთან ერთად. პრინცმა ედვარდმა 57 ოთახიანი ქონება, რომელიც ასევე 87 ჰექტარის ფართობის მქონე სამეფო მამულში მდებარეობს, 1998 წელს შეიძინა, დაქორწინებამდე 1 წლით ადრე.