მშობლებმა თინეიჯერ გოგონას საიდუმლო ოთახი მოუწყვეს, რომელშიც კარადის გავლით შეხვალთ

ზოგი ჩვენგანი, იზრდება და ცდილობს ჩვენი ბავშვური ფანტაზიები და ოცნებები რეალობად აქციოს, რადგან ახლა ბევრი რამ ჩვენს ხელშია. და მაშინაც კი, თუ ჩვენ ეს უკვე აღარ გვჭირდება, მაშინ გვსურს მოზარდ შვილებს გავუკეთოთ სასიამოვნო რამ. ასე, ამერიკელმა დიზაინერმა ლორა მედიკუსმა, გაიხსენა საკუთარი ბავშვური მისწრაფებები საიდუმლო ოთახში სრული განმარტოების შესახებ, და გადაწყვიტა მსგავსი სამალავი საკუთარი თინეიჯერი გოგონასთვის მოეწყო, რომელსაც ასევე სურს ჰქონდეს საკუთარი ტერიტორია, რომელში შესვლის უფლებაც მხოლოდ მას ექნება.

დიზაინერი ლაურა მედიკუსი (Laura Medicus), რომელიც დენვერში, კოლორადოს შტატში (აშშ) ცხოვრობს, ყოველთვის ჩაკეტილი ბავშვი იყო. ყოველ ჯერზე, იგი ცდილობდა განმარტოებულიყო ფარულ ადგილას და ამისთვის ახალ-ახალ სამალავებს იგონებდა. ამიტომ, მას კარგად ესმოდა შვილის, სილვიას ფანტაზიების, რომელსაც ასევე ერჩივნა წიგნით ხელში განმარტოება და დიდი კომპანიებისგან თავის არიდება. სილვია “სამყაროს სხვა თვალით უყურებს”, იგი ჰარი პოტერის, მერლინისა და შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლებით, მაგიით, საიდუმლოებებით და, რა თქმა უნდა ფანტაზიითაა გატაცებული.

ახლა სილვია იმ ასაკშია, როცა განმარტოება  სხვა მიზეზების გამოც უნდა, მაგალითად, ტელეფონზე საუბრის ან საყვარელი ფილმის ნახვის გამოც. ამიტომ დედამ გადაწყვიტა გოგონასთვის მყუდრო კუთხე მოეწყო, რომელშიც მხოლოდ ის შეძლებდა შესვლას. ბუნებით ფანტაზიორმა დედამ გადაწყვიტა შვილისთვის საიდუმლო ოთახი გაეკეთებინა, მით უმეტეს, სახლის განლაგება ამის საშუალებას იძლეოდა.

რედაქციის შენიშვნა: მედიკუსის ოჯახი 1938 წელს წელს აშენებულ სახლში ცხოვრობს, ამიტომ ოთახებს მცირე ფართობი აქვთ. მაგრამ წინა მფლობელს ეს ფართობები არ ჰყოფნიდა და მან სახლის ხელახალი დაგეგმარება გადაწყვიტა. შედეგად, ორ საშინებელს შორის აღმოჩნდა ჩაშენებული კარადა-გარდერობი, თუმცა, მასთან წვდომა მხოლოდ მშობლების საძინებლიდან იყო შესაძლებელი.

ლაურამ ქმარს აუხსნა მისი შვილის ოცნების შესახებ და მათ ერთად დაიწყეს საიდუმლო ადგილის შექმნა.

სამუშაო ბევრი იყო, რადგან ერთი საძინებლიდან კარის გაღება იყო საჭირო, მეორედან კი კედლის გამოტეხვა. და ეს ყველაფერი მამას უნდა გაეკეთებინა. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ საჭირო იყო არა მხოლოდ ახლად შექმნილი კედლის დახვეწა, არამედ მთელი სივრცის. ოჯახის საბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს, რომ აწ უკვე საიდუმლო ოთახის კედლები ბუნებრივი ხით შემოესაზღვრათ, ამავე დროს შეექმნათ პატარა კარადა, რომელიც სილვიას ნივთების გარდერობი იქნებოდა.

ამონაგით, რომელიც რემონტის დასრულების შემდეგ დარჩა, მამამ მთლიანად შეკრა კედლები და დაამაგრა ნეონის ნათურა, რომელიც ასევე სახლში მოიძებნა. როდესაც დასრულების სამუშაოები დაამთავრეს, გოგონამ საიდუმლო ოთახში გადაიტანა საყვარელი სავარძელი და პუფი. დიზაინერმა დედამ გადაწყვიტა ტუმბოს ნაცვლად ხილის დიდი ხის ყუთი გამოეყენებინა.

ვინაიდან სილვიას დედა არა მხოლოდ დიზაინერი, არამედ ფანტასტიკური ისტორიების მოყვარულიცაა, მას სურდა საიდუმლო ოთახში შესასვლელი განსაკუთრებული და მართლაც საიდუმლო ყოფილიყო. ბუნებრივია, რომ მას ნარნია მოაფიქრდა და ამიტომ ლაურამ შესაფერისი კარადის ძებნა დაიწყო. სახლში ასეთი მოდელი ვერ მოიძებნა, ამიტომ მან სპეციალურ მაღაზიაში 250 დოლარად რეტრო-კარადა შეიძინა.

მშობლებმა კარადა თეთრ ფერში შეღებეს, მოხსნეს უკანა კედელი და საიმედოდ დააფიქსირეს, რომ არ ემოძრავა. ყველა ტრანსფორმაციაზე ოჯახმა 6 კვირა დახარჯა – და ეს იმის გათვალისწინებით, რომ რემონტს მშობლები მხოლოდ თავისუფალ დროს და დასვენების დღეებში აკეთებდნენ.

სამაგიეროდ ახლა სილვია კარადის კარის გაღებით შედის საკუთარ საიდუმლო სამყაროში, რომლის შიგნითაც არის ყველაფერი, რაც წიგნთან ერთად განმარტოებისთვის და ფინჯანი ჩაის დალევისთვის არის საჭირო. და როდესაც გოგონას სავარძელში ჯდომა ბეზრდება, ის შლის ლეიბს, იღებს რამდენიმე ბალიშს და საიდუმლო ოთახში წვება, ესაუბრება მეგობრებს ტელეფონით და საყვარელ ფილმებს უყურებს. სხვა რა სჭირდება მოზარდს ბედნიერებისთვის?

ლაურა ძალიან კმაყოფილია იმით, რომ ახლა მის გოგონას აქვს ის, რაზეც ორივე ოცნებობდნენ, მით უმეტეს, ამ ყველაფრის შესაქმნელად ოჯახს დიდი თანხების დახარჯვა არ მოუწია, გოგონა კი მინიმუმ რამდენიმე წლის განმავლობაში დატკბება სასურველი საიდუმლო ოთახით. ხოლო შემდეგ, როდესაც ის გაიზრდება და სულ სხვა ინტერესები და სურვილები გაუჩნდება, მშობლები უბრალოდ აიღებენ კარადას და საიდუმლო ოთახს სრულფასოვან გარდერობად გადაქცევენ.