ძველი სახლიც ლამაზია: მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის სახლები

როდესაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა სამეფო ოჯახის მოვალეობების მიტოვების შესახებ განაცხადეს, ყველა დაინტერესდა იმით, თუ სად აპირებდა წყვილი წასვლას. მათ ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრების სურვილი გამოთქვეს, ასევე ვრცელდებოდა ჭორები მათი კანადაში გადასვლის შესახებ. დროებით ისინი ვანკუვერის კუნძულზე, კანადასთან ახლოს არიან დასახლებული. სასექსის ჰერცოგის და ჰერცოგინიას მომავალ სახლზე ინფორმაცია უცნობია, თუმცა მათი წინა საცხოვრებელი ლოკაციები ნამდვილად ღირს დათვალიერებათ:

1. მეგანის ძველი სახლი

მეგან მარკლი ლოს ანჯელესში გაიზარდა და კოლეჯში წასვლამდე სწორედ კალიფორნიის შტატში ცხოვრობდა. მისი სახლი ასე გამოიყურებოდა:

2. მეგანის სახლი კოლეჯის პერიოდში

კოლეჯში ყოფნისას მეგან მარკლი მისი კოლეჯის გუნდის წევრებთან ერთად უნივერსიტეტის კამპუსის ცენტრში მდებარე ამ შენობაში ცხოვრობდა:

3. მეგანის სახლი ტორონტოში

ცნობილი სერიალის გადაღებებში მონაწილეობის მიღების პერიოდში მეგანი ტორონტოში ასეთ სახლში ატარებდა დროს:

4. მეგანის სახლი, რომელშიც თავის ყოფილ ქმართან, ტრევორ ენგელსონთან ერთად ცხოვრობდა

მეგანი პრინცთან შეხვედრამდე ტრევორ ენგელსონზე იყო დაქორწინებული. ერთად ყოფნის პერიოდში წყვილი ლოს ანჯელესურ სასახლეში ცხოვრობდა, რომელიც ამჟამად 1,74 მილიონ დოლარად იყიდება.

5. კენსინგტონის სასახლე

პრინცი ჰარი და პრინცი უილიამი სწორედ ამ სასახლეში გაიზარდნენ.

6. ლუდგროვის სკოლა

1992 წელს პრინცი ჰარი მისი ძმის მსგავსად ამ სკოლაში შევიდა სასწავლებლად, რომელიც ბერკშირში მდემარეობს. მისი აქ სწავლის პერიოდში პრინცესა დიანა გარდაიცვალა, რის გამოც ჰარის სკოლაში დამატებით 1 წლით დარჩენა მოუწია.

7. ეტონის კოლეჯი

სკოლის შემდეგ პრინცი ჰარი ეტონის კოლეჯში ჩაირიცხა, სადაც ასეთ სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრობდა:

8. სენდჰარსტის სამეფო სამხედრო აკადემია

პრინცი ჰარი კოლეჯის დატოვებიდან 1 წლის შემდეგ სენდჰარსტის სამეფო სამხედრო აკადემიაში ჩაირიცხა, სადაც სამეფო კავალერიის სამხედრო ოფიცრის სტატუსი მიიღო.

9. კლარენსის სახლი

ეს ბრიტანული სამეფო რეზიდენცია თავდაპირველად დედოფალი ელიზაბეტის სახლი გახლდათ. აქ პრინცი ჰარი 2003 წლიდან 2012 წლამდე ცხოვრობდა.

10. აპარტამენტი კენსინგტონის სასახლეში

პირველი სამეფო ტურის შემდეგ პრინცი ჰარი კენსინგტონის სასახლეში, ერთ საძინებლიან აპარტამენტში გადავიდა საცხოვრებლად. ეს მისი ცალკე გადასვლის და დამოუკიდებელი ცხოვრების პირველი ნაბიჯი გახლდათ.

11. ფროგმორის კოტეჯი

2018 წლის მაისში ქორწინების დაანონსების დღიდან წყვილი კენსინგტონის სასახლიდან ფროგმორის კოტეჯში გადავიდა საცხოვრებლად. თუმცა, აქ ცხოვრების საკითხი სამეფო ვალდებულებებზე უარის თქმის შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.