წყვილმა 4600 დოლარად პურის გადამზიდი სატვირთო მანქანა იყიდა და საოცარ სახლად გადააკეთა

ბრიტანელი წყვილი უნიკალურ გზას ეძებდა მათი ოცნების სახლის საპოვნელად, რის დროსაც იონა სტიუარტს და მარტინ ჰილსს ექსტრემალურად კრეატიული აზრი მოუვიდათ თავშლი. მათ მოგზაურობა უყვართ, რის გამოც მოძრავ სახლს ეძებდნენ და სწორედ ასე მიაგნეს ძველ სატვირთო მანქანას. ეს ავტომობილი პურის გადასაზიდად გამოიყენებოდა და სულ რაღაც 4600 დოლარი ღირდა. წყვილმა სწორედ ამ სატვირთოს ყიდვა და საკუთარი ხელით გადაკეთება გადაწყვიტა.

მძიმე სამუშაოებს მარტინი ასრულებდა, ხოლო იონა ინტერიერის დიზაინზე ფოკუსირდა. ჯამში მათ 4 თვე დაახარჯეს განახლების პროცესს და ამჟამად სწორედ ამ საოცნებო სახლში ცხოვრობენ და მასთან ერთად მოგზაურობენ. მათ ფაქტიურად ნოლიდან დაიწყეს ახალი ცხოვრების შენება და რემონტის მთლიან პროცესს დაახლოებით 25 ათასი დოლარი დაახარჯეს.

ეს ერთი შეხედვით შეიძლება დიდი თანხა მოგეჩვენოთ, მაგრამ შედარებისთვის მათ სამეზობლოში სახლების ფასი როგორც წესი 250 ათასი დოლარიდან იწყება და ამიტომ წყვილის გადაწყვეტილება მართლაც იდეალურია.

პატარა ღუმელი მთელი სივრცის სამყოფ სითბოს გამოყოფს

წყვილმა ინდივიდუალური დეტალები შემატა სახლს ნახატებით

კარებები ორიგინალური დიზაინის წყალობით ზედმეტ სივრცეს არ იკავებს

მისაღები სივრცე მინიმალისტური ვიზუალით გამოირჩევა.

საძინებელში დამალული სათავსოა მოთავსებული, სადაც წყვილი ზედმეტ ნივთებს ინახავს

მისაღებ ოთახში ყველაფერი კომფორტისთვის და საჭიროებისთვისაა მოწყობილი

ამის წყალობით აქ წყვილმა ყველაფრის დატევა შეძლო, მათ შორის მთლიანი სამზარეულოსი თავის სათავსოსთან ერთად.

წყვილმა ასევე გაალამაზა სატვირთოს გარე ნაწილიც. ამის შემდეგ მათ საკუთარი ახალი საოცნებო სახლი ევროპის ირგვლივ სამოგზაუროდ წაიყვანეს.

იონა და მარტინი მთლიანად სატვირთო მანქანაში გადავიდნენ საცხოვრებლად და ამჟამად გეგმავენ ევროპაში მოგზაურობას, სნოუბორდით სრიალს და მომავალი თავგადასავლებისთვის ფულის შეგროვებას.