
სანაპიროზე წასასვლელად გამზადება და გზაში დროის დახარჯვა ხშირად დამტანჯველ პროცესს წარმოადგენს. ოკეანის ან ზღვის პირას ცხოვრება ხშირად ძალიან ძვირიც გახლავთ, რაც პრობლემას უფრო სერიოზულს ხდის სანაპიროზე დასვენების მოყვარულებისთვის.
ასეთი დილემის დროს, ბრიტანელებს დაეხმარება ერიკ ვაითი, რომელიც Zydeco Construction-ის დამაარსებელია და ნამდვილ ხელოვანს წარმოადგენს მშენებლობის სფეროში. მისი მთავარი მიმართულება ეზოში ქვიშის სანაპიროთი გაფორმებული ოაზისის მოწყობაა.
” წლების განმავლობაში ვფიქრობდი, რა მოხდებოდა მაშინ, თუკი ვინმე მოიფიქრებდა იმას თუ როგორ შეიძლება გუბის ქცევა სამოთხედ? მე ბევრი კვლევა ჩავატარე ასეთი განსაკუთრებული გუბეების ასაგებად. ” – განაცხადა ორიგინალური იდეის ავტორმა.
ასეთი სტილის აუზებს სხვა კომპანიებიც აგებენ, თუმცა ვაითის მიერ შექმნილი ყოველი ოაზისი ინდივიდუალური ასპექტებით გამოირჩევა და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება. თანაც, ასეთი ლამაზი ქვიშითა და სანაპიროს ხასიათით გაფორმებული ულამაზესი ოაზისების შექმნა იგივე ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რისი დახარჯვაც თქვენს ეზოში აუზის დამონტაჟების სანაცვლოდ მოგიწევთ.