რა დავაგოთ იატაკზე: ხის პარკეტი და მასალების ფასები

ყველა ხე ერთნაირად არ წარმოიქმნება. ამ სიაში წარმოდგენილია მათი ყველაზე პოპულარული სახეობების შესახებ ინფორმაცია, რისი წყალობითაც იატაკისთვის საუკეთესო მასალას აარჩევთ. ზოგადად ხის ფასი 5 დოლარიდან 15 დოლარამდე მერყეობს ყოველი კვ/მ ფართობის ყიდვისაას.

მუხა

ღირებულება: $

ვიზუალი: წითელ მუხას თბილი ტონების შესახედაობა აქვს, ხოლო თეთრი მუხა ცივი შესახედაობით გამოირჩევა. აღასანიშნავია, რომ, შემადგენლობის წყალობით, იგი ძალიან კარგად უძლებს მთელ ზედაპირზე ლაქების გაჩენის პრობლემას.

ნეკერჩხლის ხე

ღირებულება: $

ნეკერჩხლის ხის შემადგენლობას მუქი და ყვითელი ტონები დაჰკრავს. სამწუხაროდ, იგი ლაქებს ადვილად ვერ იტანს, რის გამოც მხოლოდ წყალზე დამზადებული პროდუქტებით უნდა გაიწმინდოს. მისი გამძლეობის გამო, ამ ხეს ხშირად იყენებენ ბოულინგის დანაყოფების იატაკის დასაგებად.

პეკანი

ღირებულება: $$

კარგად გამოკვეთილი ფერთა გამა მას ერთგვარ ჟანგის ელფერს სძენს. იგი ნაკლებად ზიანდება ტენიანი გარემოს ზეგავლენით და იდეალურია სანაპირო რეგიონებისთვის. საუკეთესო გამძლეობის გამო იგი ყველაზე უფრო საქმიანი ოთახების იატაკისთვის იდეალური არჩევანია.

ალუბლის ხე

ღირებულება: $$$

ამ ხის ვიზუალი ასაკის მატებასტან ერთად უფრო მუქდება და წითლდება, რაც მას ულამაზეს იერს სძენს. სწორედ ამიტომ მისი გამოყენების დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ხე განსაკუთრებით სენსიტიურია მზის შუქის მიმართ. ამ ხისგან დამზადებული იატაკი ადვილად იღუნება, ამიტომ დააგეთ იგი ნაკლებად გადატვირთულ არეებში, მაგალითად საძინებელში და ხალიჩით დაფარულ სივრცეებში.

კაკლის ხე

ღირებულება: $$$

აღნიშნული ხის ვიზუალი მუქი ფერებით გამოირჩიევა და მისი ზედაპირი კარგად გამოკვეთილი ფორმებითაა დაფარული. ამ მასალისგან დამზადებულ იატაკებს ხშირად ძველ სახლებში აღმოაჩენთ. ხშირი მოძრაობის არეში კაკლის ხისგან დამზადებული იატაკი რამდენიმე წელში გაიცვითება.